სს „გამოფენების ცენტრის“ აქციონერთა განმეორებით რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განმეორებითი რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილ იქნა 2021 წლის 26 ივლისი, რადგან 2021 წლის 21 ივნისის მოწვეული კრება ჩაიშალა კვორუმის არასებობის გამო.
დღის წესრიგი:
1. მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
2. წესდების ახალი რედაქციის დადგენა, წარმოდგენილი სახით.
სს „გამოფენების ცენტრი”-ს დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაცია იქნება საერთო კრებაზე დამტკიცდეს დივიდენდის სახით მოგების განაწილების შესახებ წარმოდგენილი წინადადება და დადგინდეს წესდების ახალი რედაქცია, წარმოდგენილის სახით.
აქციონერებს კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მონაწილეობის უფლება მისამართზე: ქ. თბილისი, მოსეშვილის ქუჩა №11, მეშვიდე სართული, შპს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”; ტელ.: (0322) 251560,10:00 საათიდან 17:00 საათამდე (შესვენება: 14:00 – 15:00). აქციონერებს დეტალური ინფორმაცია დღის წესრიგში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით შეუძლიათ მიიღონ საზოგადოების იურიდიულ მისამართზე, დირექციაში.
კრების სააღრიცხვო თარიღი არის 2021 წლის 28 ივნისი.
გთხოვთ, კრებაზე დასწრებისას თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთები.
სს „გამოფენების ცენტრის” დირექტორი რესან ქიქავა