“სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 15.02.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 040.040.040.12.201.004.656
გამოქვეყნების წყარო სსმ, 18, 28/02/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 616 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

“სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.8pt 59.15pt 56.7pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.040.040.12.201.004.656 საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება №2 2001 წლის 15 თებერვალი ქ. თბილისი სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ „ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 და მე-15 მუხლების საფუძველზე, დამტკიცდეს სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ თანდართული დებულება. ზ. გაიპარაშვილი დ ე ბ უ ლ ე ბ ა სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ I. ზოგადი დებულება 1. საქართველოში სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად გრანტების მოსაპოვებელი კონკურსი ბავშვებსა და ახალგაზრდებზე, აგრეთვე მათ კავშირებზე სახელმწიფო ზრუნვის გამოხატულებაა და წარმოადგენს სტიმულირების ფორმას კავშირების წევრთა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში მონაწილეობისათვის. 2. სახელმწიფოს მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების დაფინანსება – ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის, სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით, ფინანსური სახსრების გრანტის წესით გადაცემა, „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. II. კონკურსში მონაწილენი 3. სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების მისაღებად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის რეესტრში გატარებულ ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს. III. კონკურსის ჩატარების ვადები, წესები და პირობები 4. წარმოდგენილი პროექტი უნდა შეესაბამებოდეს ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებს. 5. დეპარტამენტიდან გრანტის წესით მიღებული თანხა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ პროგრამების პროექტში განსაზღვრული მიზნებისათვის. 6. კონკურსი ტარდება წელიწადში ერთხელ. IV. სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების წარდგენისა და შერჩევის წესი 7. პროგრამების პროექტების წარდგენის ვადებს აწესებს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი, დეპარტამენტის სათათბიროსთან ერთად. 8. პროგრამების პროექტში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია პროექტის ავტორთა შესახებ. პრობლემის განსაზღვრა, პროექტის მიზანი, მოსალოდნელი შედეგები, სამუშაო და ხარჯთაღრიცხვა. 9. ზემოთ ჩამოთვლილი პირობებისა და გამოყოფილი სახსრების გათვალისწინებით პროგრამების პროექტებს კონკურსის წესით განიხილავს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბირო. 10. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროგრამების პროექტების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურსის საფუძველზე, წყვეტს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბირო. 11. კონკურსზე გამარჯვებულ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისა და პროექტების დაფინანსებას ახორციელებს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 12. კავშირი მიღებული სახსრების ხარჯვის შესახებ ანგარიშვალდებულია ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და სხვა მაკონტროლებელი ორგანოების წინაშე. 13. კავშირი ვალდებულია წარუდგინოს მოხსენება სათათბიროს გაწეული მუშაობის შესახებ. 14. სათათბიროს წევრები პრიორიტეტების მიხედვით განიხილავენ კავშირების მიერ განსახორციელებელი პროექტების ანგარიშს და წარუდგენენ სათათბიროს დასკვნებს.