შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ
მხედველობაში იღებენ რა, ორივე ქვეყნის ინტერესს, გააძლიერონ თავიანთი მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა;
სურთ რა, გაამარტივონ თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეების თავიანთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმოსვლა;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, უფლება აქვთ, ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღის ვადით ნებისმიერ 180 (ას ოთხმოც)-დღიან პერიოდში.
მუხლი 2
თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებსაც განზრახული აქვთ იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე 90 (ოთხმოცდაათ) დღეზე მეტი ვადით, მოეთხოვებათ წინასწარ მიიღონ შესაბამისი ვიზა.
მუხლი 3
წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულ მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია მგზავრთა საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.
მუხლი 4
თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში, დაიცავენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობას.
მუხლი 5
წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს თითოეული ხელშემკვრელი მხარის უფლებაზე, უარი უთხრას მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე ან შეუმციროს ყოფნის ვადა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომელთაც ის არასასურველად მიიჩნევს.
მუხლი 6
1. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით გაცვლიან წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული მოქმედი პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა. 2. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით ერთმანეთს მიაწვდიან მათი ახალი ან შეცვლილი პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად, მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე.
მუხლი 7
1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ან ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება. 2. შეთანხმების მოქმედების შეჩერების და ამ შეჩერების გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე ხელშემკვრელ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 8
წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყდება კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 9
1. ხელმოწერის შემდგომ წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღის შემდგომი თვის პირველ დღეს. 2. ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნeს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, რა წესითაც წინამდებარე შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. 3. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან ოთხმოცდაათი (90) დღის შემდეგ.
შესრულებულია 2019 წლის 7.03, ქ სუვა ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.03.2019.
- როდის იქნა მიღებული „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“?
- „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ მიღებულია 07.03.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №184/1. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016640.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.03.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“, №184/1, 07.03.2019, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016640 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.03.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5207322/