“ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”
მიღების თარიღი 19.02.2001
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-25
სარეგისტრაციო კოდი 400.010.030.11.113.004.660
გამოქვეყნების წყარო სსმ, 18, 28/02/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
“ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.karixml, li.karixml, div.karixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; }
p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 66.25pt 1.0in 63.8pt;}
div.Section1 {page:Section1;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 400.010.030.11.113.004.660
საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის
ბრძანება № 2-25
2001 წლის 19 თებერვალი
ქ.თბილისი
ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„
ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ” სამინისტროს 1999 წლის 10 მაისის №2-119 ბრძანებით დამტკიცებული დებულება ნაცვლად საქართველოს
საკანონმდებლო მაცნი
სა გამოქვეყნდა გაზეთ „
სოფლის ცხოვრებაში”, რის გამოც დაირღვა ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნა.
აღნიშნული დებულების რეგისტრაციის საქართველოს კანონმდებლობასთან
შესაბამისობაში მოყვანისა და „
წყლის შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „
თ” ქვეპუნქტის შესრულების უზრუნველსაყოფად,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება „
ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ”(თან ერთვის).
2. ბრძანებით დამტკიცებული დებულება სავალდებულოა შესასრულებლად სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის რეგულირების სფეროში არსებული ორგანიზაციებისათვის, მიუხედავად საკუთრების ფორმისა.
3. გაუქმდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 10.05.99 წ. №2-119 ბრძანება.
4. მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტმა (თ. ჩიკვაიძე) უზრუნველყოს:
– აღნიშნული ბრძანებისა და დებულების სახელმწიფო რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში, კანონით დადგენილი წესით;
– ბრძანებისა და დებულების გამოქვეყნება „
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის მოადგილემ დ. შერვაშიძემ.
დ. კირვალიძე
დებულება
ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუ
ატაციის წესების შესახებ
კარი I
ზოგადი ნაწილი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. „ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ” დებულების რეგულირების საგანი, ძირითადი მიზნები და მოქმედების სფერო
1. „
ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუ
ატაციის წესების შესახებ” დებულება შედგენილია „
წყლის შესახებ” და „
მიწების მელიორაციის შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე.
2. ეს დებულება მოიცავს მოსარგებლეთათვის საერთო მითითებებს, ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების (შემდეგში _ „
წყალსაცავები”) ექსპლუ
ატაციის წესების შესადგენად, აღნიშნული წყალსაცავების წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების, მათი ჰიდროკვანძების უსაფრთხო და საიმედო მუშობის უზრუნველყოფის მიზნით. დებულებით განსაზღვრულია უმთავრესი ზოგადი პრინციპები, რომლებიც დაცული უნდა იყოს წყალსაცავების ექსპლუ
ატაციის პროცესში.
3. ამ დებულების მოქმედება ვრცელდება ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავებზე, აგრეთვე დარეგულირებულ და დაურეგულირებელ ტბებზე, რომლებიც პრიორიტეტულად გამოიყენება ირიგაციის მიზნით.
კარი II
ძირითადი ნაწილი
თავი II
ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუ
ატაციის წესების დამუშავება, შეთანხმება და დამტკიცება
მუხლი 2🔗. კომპეტენციათა გამიჯვნა ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების დამუშავების, შეთანხმების და დამტკიცების სფეროში
1. ძირითად დოკუმენტს, რომლის საფუძველზე უნდა მოხდეს ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუ
ატაცია, წარმოადგენს „
წყალსაცავების ექსპლუ
ატაციის წესები” (შემდგომში _ „
წესები”), რომლებიც მუშავდება თითოეული წყალსაცავისათვის, კასკადის ან წყალსაცავების სისტემებისათვის, წესების შესადგენად აუცილებელი ძირითადი საკითხები მოცემულია ამ დებულების VII თავში.
2. წესები მუშავდება მუშა პროექტის სტადიაზე უფლებამოსილი ორგანიზაციის მიერ. წესები თანხმდება სახელმწიფო სანიტარი
ული ზედამხედველობის ორგანოებთან, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და მტკიცდება საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს მელორაციის და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის მიერ „
წყლის შესახებ” და „
მიწების მელიორაციის შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე.
3. მოქმედი წყალსაცავებით სარგებლობა ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ ხდება კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილ ორგანოებთან გაფორმებული სათანადო დოკუმენტების საფუძველზე.
მოქმედი წყალსაცავებისათვის წესები კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად მუშავდება უფლებამოსილი ორგანიზაციის მიერ, ფიზიკური ან იურიდიული პირების დაკვეთით, რომელთა მფლობელობაში იმყოფება წყალსაცავი და მტკიცდება ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი წესით.
4. ექსპლუ
ატაციაში ახლად შესული წყალსაცავებისათვის წესები კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად მუშავდება და მტკიცდება მათი ნორმალური შეტბორვის დონემდე შევსების და ჰიდროკვანძის მუდმივ ექსპლუ
ატაციაში შესვლის მომენტისათვის.
5. წყალსარგებლობის შეთანხმებული პირობების შეცვლა იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის მოთხოვნით, რომელსაც გააჩნია ლიცენზია, შეიძლება მოხდეს ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც წყალსაცავის ექსპლუ
ატაციაში შესვლა გათვალისწინებულია გასაშვებ კომპლექსებად ან რიგებად, დამპროექტებელი ორგანიზაციის მიერ მუშავდება დროებითი წესები. დროებითი წესების განხილვა და დამტკიცება რეგულირდება ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებით, მშენებელ ორგანიზაციასთან შეთანხმებით.
მუხლი 3🔗. წყლის ნორმატიული დონეები
1. წყალსაცავისათვის დგინდება:
ა) ნორმალური ექსპლუ
ატაციის შემთხვევაში, შეტბორვის გასწორში, წყლის მაქსიმალური (ფორსირებული), მინიმალური და ნორმალური დონეები, ასევე პირობები, რომელთა დროს დაიშვება მაქსიმალური (ფორსირებული) შეტბორვის დონეების გადამეტება;
ბ) წყალსაცავის ქვედა ბიეფში მაქსიმალური დონეები ექსპლუ
ატაციის სხვადასხვა პირობებში, წლიური ჰიდროლოგიური ციკლის სხვადასხვა პერიოდების და სხვადასხვა საანგარიშო უზრუნველყოფისათვის;
გ) წყალსაცავში წყლის დონის შიგადღეღამური მერყეობის და ზედა და ქვედა ბიეფებში დონეების ვარდნის ინტენსივობის მაქსიმალურად დასაშვები მნიშვნელობები წლიური ჰიდროლოგიური ციკლის სხვადასხვა პერიოდებისათვის.
2. ირიგაციული წყალსაცავისათვის, რომლებიც იმავდროულად გამოიყენება მდინარის ხეობის ქვედა ნაწილის წყალდიდობებისაგან დასაცავად, გარდა ამ მუხლის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული დონეებისა, განისაზღვრება წყალდიდობის (წყალმოვარდნის) წინა აუცილებელი დაცლის დონე, რომელიც დგინდება წყალმეტობის პერიოდში მოსალოდნელი წყლიანობის გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗. წყლის რეჟიმის მართვა
1. მხარეთა მიერ შეთანხმებული წყალსარგებლობის წესები უნდა ითვალისწინებდეს სხვა წყალმოსარგებლეთა (რომლებიც წყალსაცავებში მისდევენ თევზის, წყლის სხვა ცხოველების და მცენარეთა მოპოვებას, ელექტროენერგიის გამომუშავებას და სხვა) წყლით უზრუნველყოფის ყველაზე უფრო მიზანშეწონილ თანამიმდევრობას, პირველ რიგში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემდეგ ირიგაციული წყალმოთხოვნილების პრიორიტეტულობის მხედველობაში მიღებით.
2. წყალგაცემა, რომელიც წყალსაცავს შეუძლია უზრუნველყოს მოთხოვნილი საიმედოობით ჩამონადენის მიხედვით არახელსაყრელ პირობებში, დგინდება დამტკიცებული საპროექტო გაანგარიშების მიხედვით.
3. წყალსაცავიდან სასარგებლო წყალგაცემის გაზრდა იმაზე მეტად, რაც დადგენილია დამტკიცებული წესებით (განსაკუთრებით, თუ წყლის რესურსები გამოიყენება რეგულირების მაღალი დონით), დასაშვებია წყალსამეურნეო ბალანსის დაზუსტების ან წყლით უზრუნველყოფის საიმედოობის მიღებული ნორმების გადასინჯვის საფუძველზე, ამ დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.
4. წყალსაცავიდან წყალმოსარგებლეთა წყლით უზრუნველყოფა ხორციელდება ჩამონადენის რეგულირების რეჟიმული მართვის გრაფიკის შესაბამისად. რეჟიმული მართვის გრაფიკი მუშავდება წყალსაცავის პროექტის შედგენისას და წარმოადგენს წესების შემადგენელ ნაწილს.
5. ჩამონადენის რეგულირების რეჟიმული მართვის გრაფიკით განისაზღვრება, მიმდინარე და დროის უახლოეს მონაკვეთში, წყლის რესურსების ხარჯვის რეჟიმი, წელიწადის დროის, წყალსაცავში წყლის მარაგის და მოდინების გათვალისწინებით.
6. რეჟიმული მართვის გრაფიკი შეიძლება შეიცვალოს წყალსაცავის მუშაობის ან წყალსარგებლობის პირობების შეცვლის შემთხვევაში. შეცვლის წესი რეგულირდება ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით.
7. რეჟიმული მართვის გრაფიკი უნდა აწესრიგებდეს წყალმოსარგებლისათვის ირიგაციული დანიშნულებით წყლის მიწოდების შეზღუდვის ან შეწყვეტის პირობებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც წყალმოთხოვნილება აღემატება ფაქტობრივი
წყალუზრუნველყოფას. წყალმოსარგებლეებისათვის ირიგაციული დანიშნულებით წყლის მიწოდების შეზღუდვის ან შეწყვეტის აუცილებლობის პირობებში პრიორიტეტულობას განსაზღვრავენ: საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტი და სოფლის მეურნეობისა და სურსათის რაიონული (საქალაქო) სამმართველოები.
8. წყალსაცავიდან ქვედა ბიეფში გაშვებული წყლის ხარჯები არ უნდა იყოს ნაკლები პროექტით გათვალისწინებულ სანიტარი
ულ ხარჯზე.
თავი III
ჰიდროტექნიკური ნაგებობების და წყლის დაცვის მართვა
მუხლი 5🔗. ჰიდროტექნიკური ნაგებობების და წყლის მართვა
1. წყალსაცავის ექსპლუ
ატაციის წესებში წყლის დაცვა, მისი ხარისხის კონტროლი, წყალდაცვით ზოლებში და სანიტარი
ული დაცვის ზონებში ყოველგვარი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და კანონქვემდებარე აქტებით.
2. წესები უნდა ითვალისწინებდეს წყალსაცავის ჰიდროკვანძის ნაგებობების საიმედოობის ღონისძიებებს, სანაპირო ზონაში და მდინარის ხეობის ქვედა უბანზე მოსახლეობის და სამეურნეო ობიექტების უსაფრთხოებას.
თავი IV
ჰიდრომეტეოროლოგიური მომსახურება, წყლის რესურსების აღრიცხვა, ინფორმაცია და შეტყობინება
მუხლი 6🔗. ჰიდრომეტეოროლოგიური მომსახურება, წყლის რესურსების აღრიცხვა, ინფორმაცია და შეტყობინება
1. ჰიდრომეტეოროლოგიური მომსახურება, წყლის რესურსების აღრიცხვა, ინფორმაცია და შეტყობინება წარმოადგენს წყალსაცავის ექსპლუ
ატაციის წესების შემადგენელ ნაწილს და ითვალისწინებს:
ა) წყალსაცავის საექსპლუ
ატაციო სამსახურის უზრუნველყოფას ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური ინფორმაციითა და პროგნოზებით;
ბ) წყლის რესურსების რაოდენობისა და გამოყენების შესახებ მონაცემების სისტემატიურ შეგროვებას, წყლის მოდინების და ხარჯვის ზუსტ აღრიცხვას და მონიტორინგს;
გ) სახელმწიფო დანიშნულების (5 მლნ. კბმ.-ზე მეტი მოცულობით) ირიგაციულ წყალსაცავებზე ჰიდრომეტეოროლოგიურ მომსახურებას, მონაცემების განზოგადებას და საანგარიშო წყლის ბალანსების შედგენას ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი;
დ) მცირე (5 მლნ. კბმ.-ზე ნაკლები მოცულობით) ირიგაციულ წყალსაცავებზე წყლის შემოდინების და გადინების აღრიცხვას და რეჟიმულ დაკვირვებებს ახორციელებენ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა მფლობელობაში (სარგებლობაში) იმყოფება წყალსაცავი.
2. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა მფლობელობაში (სარგებლობაში) იმყოფება ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავები,
ვალდებულნი არიან:
ა) უზრუნველყონ წყალსაცავის ჰიდროკვანძის ნაგებობებზე სისტემატური ვიზუალური და ინსტრუმენტალური (გეოდეზიური, ფილტრაციული და ა.შ.) დაკვირვებები და მიღებული მონაცემის ანალიზი;
ბ) დაიცვან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით განსაზღვრული წყალსაცავის მუშაობის (ექსპლუ
ატაციის) პირობები და უზრუნველყონ შეტყობინების სისტემის ორგანიზაცია.
თავი V
პასუხისმგებლობა „
ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუ
ატაციის წესების” დარღვევისათვის
მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების დარღვევისათვის
1. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების შესაბამისად დამტკიცებული „
წყალსაცავების ექსპლუ
ატაციის წესების” დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. წყალსაცავის გადასვლა (გადაყვანა) წესებით გაუთვალისწინებელ რეჟიმზე, დაიშვება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობათა წარმოშობისას.
კარი III
გარდამავალი ნაწილი
თავი VI
მცირე მოცულობის წყალსაცავების და ირიგაციული დანიშნულებით გამოყენებული ტბების ექსპლუ
ატაციის წესების შესახებ
მუხლი 8🔗. მცირე მოცულობის წყალსაცავების და ირიგაციული დანიშნულებით გამოყენებული ტბების ექსპლუატაციის წესების შესახებ
ირიგაციული დანიშნულების მცირე მოცულობის წყალსაცავების, აგრეთვე ირიგაციული მიზნით გამოყენებული დარეგულირებული და დაურეგულირებელი ტბების, ექსპლუ
ატაციის წესებში განსახილველ საკითხთა შემადგენლობა და მოცულობა განისაზღვრება ექსპლუ
ატაციის წესების მუშა პროექტის დამუშავების სტადიაზე კონკრეტული პირობების გათვალისწინებით, ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ორგანიზაციებთან და დამკვეთთან შეთანხმებით.
თავი VII
ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავის ექსპლუ
ატაციის წესებში გასათვალისწინებელი ძირითადი საკითხები
მუხლი 9🔗. ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავის ექსპლუატაციის წესებში გასათვალისწინებელი ძირითადი საკითხები
1. წყალსაცავის ძირითადი მონაცემები, მათ შორის:
ა) წყალსაცავის დანიშნულება;
ბ) ჰიდროკვანძის საპასპორტო მონაცემები;
გ) ჰიდროლოგიური დახასიათება;
დ) საიჟინრო-გეოლოგიური დახასიათება;
ე) მორფომეტრიული და ჰიდრავლიკური მახასიათებლები.
2. წყალსაცავის მუშაობის რეჟიმი, მათ შორის:
ა) წყალმოსარგებელთა ნუსხა და წყალმოთხოვნილება;
ბ) წყლით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობა და წყლით უზრუნველყოფის საპროექტო ნორმატივები;
გ) წყალსამეურნეო ბალანსი;
დ) რეჟიმული მართვის გრაფიკი;
ე) დაცლის და შევსების დასაშვები ინტენსივობა, წყლის დონეები ზედა და ქვედა ბიეფში;
ვ) წყალდიდობის და წყალმოვარდნის ხარჯების გაშვების წესი;
ზ) ტალღური რეჟიმი;
თ) ზამთრის რეჟიმი;
ი) სანიტარი
ული გაშვებები, მათი რეჟიმი.
3. გარემოსდაცვითი და წყლის სანიტარი
ული დაცვის მოთხოვნები და ღონისძიებები. წყალსაცავის დალექვის, ნაპირების გადამუშავების, ნიადაგის ეროზიის საწინაა
ღმდეგო და სხვა ღონისძიებები.
4. წყალსაცავის ტაფობსა და ნაგებობების მდგომარეობაზე დაკვირვებები და სარემონტო-საექსპლუ
ტაციო ღონისძიებები, ჰიდრომეტეოროლოგიური მომსახურება და წყლის რესურსების აღრიცხვა.
5. წყალსაცავის ტერიტორიის კეთილმოწყობა და რეკრეაციული ზონების დადგენა.
6. წყალსაცავის მუშაობის რეჟიმი საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში.
7. უსაფრთხოების ტექნიკა.
8. ნაგებობათა დაცვა.
9. შეტყობინების სისტემის ორგანიზაცია (რადიოელექტრონული კავშირი).
10. დოკუმენტაცია და აღრიცხვიანობა (ანგარიშგება).