“საქართველოს მხარეების ტურიზმისა და კურორტების რეგიონალური სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 26.02.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნომერი №11-ს
სარეგისტრაციო კოდი 460.080.000.12.217.004.670
გამოქვეყნების წყარო სსმ, 21, 08/03/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2001 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს მხარეების ტურიზმისა და კურორტების რეგიონალური სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"ACADEMIURY A&V";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"ACADEMIURY A&V","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"ACADEMIURY A&V","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.75pt 73.35pt 1.0in 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 460.080.000.12.217.004.670
საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ბრძანება №11-ს
2001 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მხარეების ტურიზმისა და კურორტების რეგიონალური სამმართველოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ (მუხლი 5🔗1, პუნქტი 1) შესაბამისად, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის 2000 წლის 29 მარტის №6 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს მხარეებში შექმნილი ტურიზმისა და კურორტების რეგიონალური სამმართველოების საქმიანობის რეგულირების მიზნით:
1. დამტკიცდეს საქართველოს მხარეების ტურიზმისა და კურორტების რეგიონალური სამმართველოების ტიპური დებულება.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. შუბლაძე
საქართველოს მხარეების ტურიზმისა და კურორტების რეგიონალური სამმართველოების ტიპური დებულება
I. ზოგადი ნაწილი
1. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველო (შემდგომში _ სამმართველო) არის დეპარტამენტის ტერიტორიალური ორგანო, რომელიც ახორციელებს რეგიონში ტურიზმისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკას. სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის წინაშე. რეგიონში დარგის განვითარების ღონისძიებების შემუშავებისა და რეალიზაციის საკითხებს სამმართველო უთანხმებს სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს.
2. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მ.შ. კანონით „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. სამმართველო უზრუნველყოფს მხარეში ტურიზმისა და კურორტების სფეროში დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ აღნიშნული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვას.
3. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტი ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას, რომელიც მიმართულია აქტიური ტურიზმის პოლიტიკის შემუშავების, ტურისტულ-საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების, საზღვარგარეთიდან ტურისტების შემოყვანის, ტურისტული ნორმატიული მასალის პროექტების მომზადების, ტურისტების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, საინფორმაციო-სარეკლამო სისტემის შექმნის, პროფესიონალურ ტურისტულ წრეებთან, მეწარმეებთან და მათთან დაკავშირებულ ასოციაციებთან ურთიერთობის დამყარების, სხვადასხვა ფორმის ტურიზმის, მათ შორის საკურორტო-სამკურნალო, რეკრეაციული, სპორტული, შემეცნებითი, შიდა, აგრეთვე სპეციალიზებული და სათავგადასავლო ტურების დანერგვისა და განვითარებისაკენ.
4. სამმართველო მონაწილეობს ტურიზმისა და კურორტების სფეროში ხელშეკრულებების მომზადებასა და რეალიზაციაში, იცავს მხარის ტურისტულ-საკურორტო დარგის ინტერესებს სამთავრობო ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
5. სამხარეო სამმართველო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
II. სამმართველოს საქმიანობის სფერო, ამოცანები და ფუნქციები
6. სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს ტურისტულ-საკურორტო ინფრასტრუქტურის შენარჩუნებასა და განვითარებას, დარგის საქმიანობის კოორდინირებას, ტურიზმის რეგიონალური პროგრამების მომზადებასა და რეალიზაციას;
ბ) ტურისტული და საკურორტო კომპლექსების განვითარების მიზნით ხელს უწყობს ტურისტული-საკურორტო ობიექტების მშენებლობას, რეკონსტრუქცია-მოდერნიზებას, საინვესტიციო წინადადებების დამუშავებასა და ინვესტიციების მოზიდვას;
გ) მონაწილეობს ტურისტულ-საკურორტო, სოციალურ-ეკონომიკური პროექტების შემუშავებაში;
დ) ხელს უწყობს სანიტარული დაცვის ზონების დებულებით დადგენილი რეჟიმის დაცვას. ისტორიულ-კულტურული, ბუნების ძეგლების, საკურორტო ტერიტორიების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავებს ტურისტებით დატვირთვის რეჟიმს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ამ რეჟიმის დაცვის კონტროლს;
ე) მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის რეკომენდაციის გამოყენებით ხელს უწყობს ტურიზმში დასაქმებული კადრების მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, შესაბამისი სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნასა და სათანადო პროგრამების შემუშავებას;
ვ) ამზადებს წინადადებებს რეგიონში ახალი ტურისტულ-საკურორტო ობიექტების შექმნაზე და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე;
ზ) დახმარებას უწევს ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მეწარმეებს ტურისტების მომსახურების პროგრამების შედგენასა და მათ განხორციელებაში, საერთაშორისო კავშირების დამყარებაში, ინფორმაციის მიღება-გავრცელებაში, ტურისტული პროდუქტის რეკლამირებასა და გასაღებაში, წარმოების მოდერნიზებასა და ახალი ობიექტების შექმნაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად ტურისტებისა და დამსვენებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში;
თ) ხელს უწყობს ტურიზმის სხვადასხვა სახეობათა გავრცელების მიზნით მცირე და საშუალო ტურისტულ-საკურორტო საწარმოების განვითარებას, ტურიზმის სფეროში ანტიმონოპოლიური ნორმების დაცვას, კონკურენციის გაშლას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, საზღვარგარეთის ტურისტულ-საკურორტო ფირმებთან კავშირების დამყარებას. მონაწილეობს დარგის წარმომადგენელთა კონგრესებში, სიმპოზიუმებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებში;
ი) ხელს უწყობს ტურისტულ-საკურორტო საქმიანობის სფეროს გაფართოებას, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის, მოქალაქეთა გაჯანსაღების, მათი ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების მიზნით;
კ) ტურისტული ცენტრებისა და საკურორტო ზონების რეკლამის მიზნით აწყობს გამოფენებს, ბაზრობებს, ტურისტულ ბირჟებს. მონაწილეობას ღებულობს საზღვარგარეთ ჩატარებულ ანალოგიურ ღონისძიებებში, სადაც რეკლამას უკეთებს მხარის ტურისტულ ღორსშესანიშნაობებს, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, აგრეთვე დარგში დასაქმებულ ცალკეულ საწარმოებსა და ორგანიზაციებს;
ლ) რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირების მიზნით ხელს უწყობს სარეკლამო-საგამომცემლო საქმიანობას. საკუთარი ბიუჯეტის და სპონსორთა სახსრების ხარჯზე გამოსცემს საინფორმაციო ბიულეტენებს, საინვესტიციო წინადადებებს, სარეკლამო ბუკლეტებს, ტურისტულ რუკებს, იყენს საჭირო ვიდეო, აუდიო და ფოტო მასალებს;
მ) ხელს უწყობს რეგიონში სასტუმროების, სანატორიუმების, ტურისტულ-საექსკურსიო სააგენტოების, ნაციონალური პარკების, ნაკრძალების, კასტრული მღვიმეების, მუზეუმების, არქეოლოგიური და სხვა ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობების, გასართობი და კვების ობიექტების, სატრანსპორტო საწარმოების და ტურისტული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების კომპლექსური ქსელის შექმნას;
ნ) ინფორმაციას აწვდის ტურიზმისა და კურორტების სფეროში დასაქმებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს დარგში ახალი ნორმატიული აქტების შემოღების ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
ო) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მონაწილეობს ტურისტების მომსახურებით დასაქმებული ობიექტების სერტიფიკაციაში და სერტიფიცირებულ მომსახურებათა საინსპექციო კონტროლის განხორციელებაში;
პ) მონაწილეობას ღებულობს ადგილობრივი საკურორტო გადასახადის გადამხდელთაგან ადგილობრივ ბიუჯეტში შესული თანხების ტურისტულ-საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გამოყენების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში;
ჟ) თავისი კომპენტენციის ფარგლებში აკონტროლებს რეგიონის კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების ფარგლებში ბუნებრივი სამკურნალო რესურსებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საქმიანობას. უზრუნველყოფს აღნიშნულ ზონებში ჩასატარებელი სანიტარიულ-გამაჯანსაღებელი, განახლებითი, აღდგენითი და სხვა ღონისძიებების შემუშავებას, კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას;
რ) იძლევა დასკვნას კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის აუქციონის ან კონკურსის წესით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე;
ს) ადგენს რეგიონში ტურისტულ-საკურორტო დარგში დასაქმებული იმ იურიდიული და ფიზიკური პირების (სასტუმროები, სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, ტურისტული ბაზები, ტუროპერატორები, ტურისტული სააგენტოები, სატრანსპორტო საწარმოები, გასართობი და კვების ობიექტები, გიდ-თარჯიმნები და სხვა) ჩამონათვალს, რომელთა სერტიფიცირება მიზანშეწონილია და წარუდგენს აღნიშულ ჩამონათვალს საქართველოს ტურიზმისა და კურორტებიის სახელმწიფო დეპარტამენტს;
ტ) აღრიცხავს რეგიონის ტურისტულ-საკურორტო დარგის მონაცემებს, რომლებსაც წარუდგენს საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტს და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ადგილობრივ ორგანოს. მხარის ტურისტულ-საკურორტო დარგის მონაცემების საშუალებით აწარმოებს მხარეში ტურისტული საქმიანობის მდგომარეობის შესწავლასა და შედეგებს იყენებს სამომავლო ღონისძიებათა შემუშავებისათვის;
უ) ხელს უწყობს ინვალიდი და ხანდაზმული მოქალაქეების მომსახურებისათვის დარგის ობიექტების მისადაგებას, მათთვის ადვილი მარშრუტების მომზადებას, მოგზაურობებისა და ექსკურსიების სათანადო პირობებში ჩატარებას;
ფ) ზრუნავს დარგის მუშაკთა სოციალურ დაცვაზე.
7. სამმართველოს მართვა
1. სამმართველოს მართვა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის ნორმატიული აქტების და ამ დებულების საფუძველზე.
2. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთან შეთანხმებით.
8. სამმართველოს უფროსი
1. იღებს გადაწყვეტილებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, ხელმძღვანელობს სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა საქმიანობას.
2. მოქმედებს სამმართველოს სახელით, წარმოადგენს მას ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში.
3. პასუხისმგებელია რეგიონში ტურისტულ-საკურორტო საქმიანობის მდგომარეობასა და განვითარებაზე.
4. ამტკიცებს სამმართველოს შინაგანაწესს.
5. კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს რეგიონში ტურიზმისა და კურორტების დარგის სახელმწიფო ქონების დაცვასა და მოვლა-პატრონობას.
9. სამმართველოს რეორგანიზაციისა და მის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
1. სამმართველოს რეორგანიზაცია შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
2. სამმართველოს დებულებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით.