ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.07.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №326
სარეგისტრაციო კოდი 400060000.10.003.022881
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/07/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,086 სიტყვა · ~10 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 96% 19.05.2021 აკვაკულტურის შესახებ საქართველოს კანონი 92% 24.06.2020 წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონი 89% 19.12.2019 დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 10.05.2022 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 30.06.2015

დოკუმენტის ტექსტი

ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №326 2021 წლის 6 ივლისი    ქ. თბილისი ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და პირობები“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და პირობები მოწესრიგების სფერო ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრავს და აწესრიგებს საქართველოს შიდა წყლებში – წყალსატევებში (მათ შორის, მდინარეთა მონაკვეთებზე) ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის (შემდგომში – ნებართვა) გაცემასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗. წყალსატევებში ექსტენსიური აკვაკულტურის წარმოება და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოები 1. საქართველოს შიდა წყლებში − წყალსატევებში (მათ შორის, მდინარეთა მონაკვეთებზე) ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობა ხორციელდება ნებართვის საფუძველზე. 2. ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 3. ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში, ამ წესისა და „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოები არიან: ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო); ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტო, შესაბამის ფართობზე სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის/საბადოს ან გამოვლინების არარსებობის დასადასტურებლად; გ) სამინისტროს სსიპ – ველური ბუნების ეროვნული სააგენტო; დ) სამინისტროს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტო – თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს დაცული ტერიტორიის ფარგლებში ნებართვის გაცემის თაობაზე; ე) სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტო – თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს მის მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფართობზე არსებულ წყალსატევზე ნებართვის გაცემის თაობაზე; ვ) სამინისტროს სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სოფლის განვითარების სააგენტო; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია – თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს სასაზღვრო ზოლში ან/და სასაზღვრო ზონებში არსებულ წყალსატევებში ნებართვის გაცემის თაობაზე; თ) იმ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნებართვის გაცემის თაობაზეც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. მუხლი 4🔗. ნებართვის მაძიებელი 1. ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი (თევზის მეურნეობის კოოპერატივი). გამონაკლის შემთხვევაში, სოციალური, ეკონომიკური ან სხვა საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის თანხმობით, ნებართვა შეიძლება, გაიცეს სხვა იურიდიულ პირზე. 2. ტბაზე, წყალსაცავზე, ტბის ტიპის სხვა წყალსატევზე შეიძლება, გაიცეს მხოლოდ ერთი ნებართვა, ხოლო მდინარეზე − რამდენიმე (მხოლოდ მდინარის სხვადასხვა მონაკვეთზე). წყალსატევზე ნებართვის არსებობისას ამ წყალსატევზე სხვა აკვაკულტურის ნებართვა (გარდა ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვისა) შეიძლება, გაიცეს მხოლოდ აკვაკულტურის კონსტრუქციის განთავსების შემთხვევაში. 3. მდინარის მონაკვეთზე ნებართვის გაცემა დასაშვებია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიულ პირზე. 4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე შეიძლება, იყოს მხოლოდ შესაბამისი მუნიციპალიტეტის წყალსატევის მიმდებარე დასახლებაში მუდმივად მცხოვრები – რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები – საქართველოს მოქალაქე. წყალსატევის მიმდებარე დასახლებაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი დასტურდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით. 5. წყალსატევზე ნებართვის არსებობისას, ამ წყალსატევზე აკვაკულტურის კონსტრუქციის განთავსების შემთხვევაში, სხვა აკვაკულტურის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში ნებართვის მფლობელი წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს და იგი სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი უფლებებით. მუხლი 5🔗. განაცხადის წარდგენა 1. ნებართვის მაძიებლის განაცხადი წარედგინება სააგენტოს. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს, სააგენტოსგან მოითხოვოს წინასწარი კონსულტაცია ნებართვის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით. 2. ნებართვის გაცემაზე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე. დაინტერესებულ საზოგადოებას ან დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, წარადგინონ კომენტარები განაცხადთან დაკავშირებით. 3. ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულების გარდა, უნდა წარადგინოს: ა) კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანების ასლი; ბ) თევზის მეურნეობის კოოპერატივის წევრების შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, მისამართი, საქმიანობა) და ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია; გ) ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილის შესახებ ინფორმაცია (წყალსატევისა და მუნიციპალიტეტის დასახელებები და გეოგრაფიული კოორდინატები); დ) წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის ზოგადი კონცეპტუალური გეგმა; ე) თევზის მეურნეობის კოოპერატივის წევრთა საკუთრებაში არსებული თევზსაჭერი ბადე-იარაღების, მცურავი საშუალების, ნავმისადგომისა და დამხმარე ნაგებობის შესახებ ინფორმაცია; ვ)  საინვესტიციო ან/და ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) ინფორმაცია მეთევზეობის/აკვაკულტურის სფეროში გამოცდილების შესახებ; თ) ინფორმაცია აკვაკულტურის წარმოების წლიური წარმადობის შესახებ; ი) ინფორმაცია ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობის დაფინანსების წყაროების შესახებ. 4. თუ ნებართვის მაძიებელი არ არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, ნებართვის მაძიებლის განაცხადი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების გარდა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „ვ“ – „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას; ბ) მოსაშენებელი სახეობების (თევზის ან/და სხვა ჰიდრობიონტის ქართული და ლათინური სახელწოდებები) გენეტიკური ფორმის შესახებ ინფორმაცია; გ) ჩასასმელი მასალის (ლარვის, ლიფსიტის, ახალმოზარდეულის) მიღების გზები; დ) საკვებისა და საკვები დანამატების შესახებ დეტალური ინფორმაცია (ხელოვნური ზედაპირული წყალსატევების შემთხვევაში); ე) პროდუქციის წლიური ოდენობის შესახებ ინფორმაცია; ვ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების დეტალური გეგმა; ზ) ველურ სახეობაზე თევზის დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია; თ) მცურავი საშუალებისა და მისი ექსპლუატაციის შესახებ ინფორმაცია; ი) აკვაკულტურის საქმიანობის არეალის მიმდებარე არეალში განსახორციელებელი აკვაკულტურის საქმიანობიდან მისაღები სარგებელი (ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ და სხვა შესაბამისი ინფორმაცია). 5. იმ შემთხვევაში, თუ წყალსატევი გამოიყენება ენერგეტიკული, საირიგაციო, სასმელი დანიშნულებით, წარმოდგენილი უნდა იქნეს აღნიშნული მომსახურების უზრუნველმყოფ სუბიექტთან წყალსატევზე ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობის შესახებ შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება/შეთანხმება). ხელშეკრულება/ შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს თევზის სამელიორაციო ან/და სხვა შესაბამის სისტემებში მოხვედრისაგან  დაცვის და მხარის/მხარეთა მიერ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის/ზომების მიღების ვალდებულებას. მუხლი 6🔗. ნებართვის გაცემის წესი 1. ნებართვა გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სოციალური და ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არსებობს სააგენტოს დასაბუთებული შუამდგომლობა, სამინისტრო მიმართავს საქართველოს მთავრობას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე, საქართველოს მთავრობის თანხმობით, ნებართვის პირდაპირი წესით გაცემის თაობაზე. 3. იმ შემთხვევაში, თუ წყალსატევზე ნებართვის მიღების მიზნით შეიქმნა  და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიიღო ორმა ან მეტმა კოოპერატივმა, ნებართვა გაიცემა აუქციონის წესით. მუხლი 7🔗. ნებართვის გაცემა აუქციონის წესით 1. აუქციონი ცხადდება სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის გამოცემის საფუძველია ნებართვის მაძიებლის განაცხადი, რომელსაც სააგენტო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, ან სააგენტოს გადაწყვეტილება. 2. აუქციონის წესით ნებართვა გაიცემა იმ იურიდიულ პირზე, რომელიც იკისრებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს ნებართვის გამცემის მიერ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული მოთხოვნები და წამოადგენს ყველაზე მაღალ ფასს. 3. აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით. აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას სააგენტო აქვეყნებს სააგენტოს ინტერნეტგვერდსა და ინტერნეტგვერდზე – www.eauction.ge. 4. აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი გადახდილ უნდა იქნეს აუქციონის გამართვიდან არა უგვიანეს 15 დღისა. ნებართვა გაიცემა ნებართვის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარდგენიდან 7 სამუშაო დღეში. 5. აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის განკარგულებით. მუხლი 8🔗. აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი და პირობები 1. აუქციონის წესით ნებართვის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიულ პირებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ დადგენილ პირობებს. 2. აუქციონში მონაწილეობის პირობები და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა ამ წესის შესაბამისად განისაზღვრება სააგენტოს მიერ. 3. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განაცხადი მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. განაცხადების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს სააგენტო. 4. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, გადაიხადოს ბე. ბეს ოდენობა განისაზღვრება აუქციონის საწყისი ფასის 10%-ით. 5. თუ აკვაკულტურის საქმიანობის მიზნით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, მიღებული იქნა საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგინდა ისეთი პირობები, რომლებიც არსებითად ცვლის აუქციონის პირობებს, ნებართვის მაძიებელს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, აუქციონზე დაფიქსირებული და გადახდილი საბოლოო/შეთავაზებული თანხა უბრუნდება. მუხლი 9🔗. სანებართვო პირობები ნებართვის მფლობელი ვალდებულია: ა) ნებართვის მიღებიდან 6 თვის ვადაში სამინისტროს წარუდგინოს წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმა (შემდგომში – მართვის გეგმა), რომლის შემუშავების, დამტკიცებისა და მასში ცვლილების შეტანის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. ამ მოთხოვნის დაუცველობა წარმოადგენს ნებართვის გაუქმების უპირობო საფუძველს; ბ) ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობა განახორციელოს მართვის გეგმის შესაბამისად და დაიცვას მართვის გეგმით დადგენილი მოთხოვნები; გ) ნებართვით განსაზღვრულ წყლის ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტები და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ; დ) წყლის ობიექტებითა და მათში არსებული რესურსით ისარგებლოს მხოლოდ ნებართვით განსაზღვრული მიზნებითა და ნებართვის ფარგლებში; ე) დაიცვას თევზჭერის ვადები და წესები; ვ) დაიცვას თევზჭერის კვოტები; ზ) უზრუნველყოს წყლის ობიექტში არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვა, მათი მრავალფეროვნებისა და სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების შენარჩუნება, მათი აღწარმოების პროგრამების შემუშავება და განხორციელება; თ) უზრუნველყოს დადგენილი ფორმით სარეწაო ჟურნალის, აგრეთვე თევზის მეურნეობის კოოპერატივში თევზის რესურსით სარგებლობის, მისი აღწარმოებისა და დაცვის შიდასააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება; ი) მართვის გეგმის დამტკიცებამდე წყალსატევის დათევზიანება განახორციელოს სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო მართვის გეგმის დამტკიცების შემდეგ – მხოლოდ მართვის გეგმით განსაზღვრული წესით; კ) იმ შემთხვევაში, თუ მას დამტკიცებული აქვს თევზჭერის წლიური კვოტა, სახეობების მიხედვით, თევზჭერის პერიოდში, ყოველი თვის 5 რიცხვის ჩათვლით, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი) მიაწოდოს ინფორმაცია მოპოვებული თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების (როგორც ბუნებრივად, ასევე ხელოვნურად მოშენებულის) შესახებ სახეობებისა და ოდენობების ჩვენებით; ლ) სამინისტროსა და სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს  დაუყოვნებლივ აცნობოს თევზის ან/და სხვა ჰიდრობიონტის დაავადების, მისი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობის ან/და დაღუპვის შესახებ; მ) ნებართვის გაცემის წლის მომდევნო წელს და შემდეგ ყოველწლიურად, სააგენტოში წარადგინოს მოთხოვნა თევზის რესურსის მოპოვების კვოტის დამტკიცების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში უნდა აისახოს შესაბამისი კვლევის საფუძველზე მომზადებული ინფორმაცია თევზის რესურსის მარაგის თაობაზე. აღნიშნულ ინფორმაციაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს წყალსატევის თევზპროდუქტიულობა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ მონაცემები, თევზის სახეობებისა და ოდენობების მიხედვით; ნ) განახორციელოს წყალსატევის დათევზიანება; ო) კანონით დადგენილ ვადაში, ყოველწლიურად, დეპარტამენტს წარუდგინოს სრული ანგარიში სანებართვო პირობებისა და მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების თაობაზე (მათ შორის, თევზსამეურნეო ღონისძიებების გატარების, თევზის რესურსის მარაგების აღრიცხვის, წყალსატევის თევზპროდუქტიულობისა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ, სახეობებისა და ოდენობების მიხედვით); პ) ხელი არ შეუშალოს მისთვის გადაცემულ წყლის ობიექტზე სამინისტროს/სააგენტოს თანხმობის საფუძველზე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებას. ამ შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს წინასწარ უნდა ეცნობოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარების შინაარსისა და ვადების შესახებ; ჟ) უზრუნველყოს წყალსატევში წყლის რაციონალური გამოყენება და იზრუნოს მისი ხარისხის შესანარჩუნებლად და აღსადგენად. დაიცვას წყალსარგებლობის დადგენილი წესები, ნორმები და რეჟიმი, ხოლო, თუ წყალსატევი გამოიყენება ენერგეტიკული, საირიგაციო, სასმელი დანიშნულებით, არ დაუშვას თევზის მოხვედრა სამელიორაციო ან/და სხვა სისტემებში, ამ წესის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. უზრუნველყოს წყლის დაცვა დაბინძურებისგან, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან, წყლის რესურსებზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება და მისი შედეგების ეფექტიანი ლიკვიდაცია; რ) სააგენტოსა და შესაბამის უწყებებთან შეთანხმების გარეშე არ დაუშვას თავის სარგებლობაში არსებულ წყალსატევზე ან წყალდაცვით ზოლში ფსკერდამაღრმავებელი, ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოება, შემსვლელი და გამსვლელი არხების გაყვანა, კანონმდებლობით დადგენილი სათანადო ნებართვის გარეშე მშენებლობა, ნაპირის ამაღლება, დამბებით გადაკეტვა და სხვა სახის სამუშაოების ჩატარება, რომლებმაც შესაძლოა, გამოიწვიოს წყალსატევის რეჟიმის შეცვლა; ს) შეწყვიტოს თევზჭერის ობიექტებით სარგებლობა და დაუყოვნებლივ აცნობოს დეპარტამენტს, სამინისტროს სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურს თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობისა და დაღუპვის შესახებ. განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი; ტ) მართვის გეგმით გათვალისწინებული დათევზიანების ღონისძიებების განხორციელების შესახებ (დაწყებისა და დამთავრების ვადები) დათევზიანებამდე 2 კვირით ადრე შეატყობინოს სააგენტოსა და დეპარტამენტს (აგრეთვე დაცული ტერიტორიების სააგენტოს, თუ წყალსატევი მდებარეობს დაცულ ტერიტორიტორიაზე) და მხოლოდ მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით უზრუნველყოს დათევზიანება (რაზეც დგება შესაბამისი აქტი). დათევზიანებისას აუცილებელია „საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №325 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმების და მათი გაცემის წესით“ დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინება, ვეტერინარული მოწმობის – ფორმა №1-ის თანხლებით, სავალდებულო გადაადგილებასთან დაკავშირებით; უ) ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის წლისათვის უზრუნველყოს წყალსატევში თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების მართვის გეგმით განსაზღვრული აღწარმოების გათვალისწინებით მიღწეული მარაგის არსებობა, ასევე გადააბაროს დეპარტამენტს ნებართვით განსაზღვრულ წყლის ობიექტში არსებული ბუნებრივი რესურსი; ფ) ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებართვის გაუქმებისას მატერიალურად აგოს პასუხი და მოიყვანოს წყლის ობიექტი ამ მუხლის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მდგომარეობაში და განახორციელოს ამავე მუხლის „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები; ქ) ხელი არ შეუშალოს მოსახლეობას, წყალსატევი გამოიყენოს დასვენებისა და ესთეტიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მიზნით; ამასთან, ნებართვით განსაზღვრულ წყალსატევში ან წყალსატევის უბანზე თევზჭერა (მათ შორის, სამოყვარულო, რეკრეაციული და სპორტული თევზჭერა), წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ნებართვის მფლობელის თანხმობით; ღ) ხელი არ შეუშალოს წყალსატევის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტების (წყალმომარაგება და სხვ.) განხორციელებასა და ფუნქციონირებას; ყ)  შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წყლის დაცვისა და გამოყენების, ასევე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის მოთხოვნები და საინვესტიციო ან/და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული ვალდებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 10🔗. ხელოვნური საკვების გამოყენება ხელოვნურ ზედაპირულ წყალსატევებზე ექსტენსიური აკვაკულტურის წარმოებისას დასაშვებია ხელოვნური საკვების გამოყენება თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შესაბამისად. მუხლი 11🔗. ნებართვის მოქმედების ვადა. ნებართვის მოწმობა 1. ნებართვა გაიცემა არა უმეტეს 20 (ოცი) წლის ვადით. 2. ნებართვის მოწმობის ფორმას ამტკიცებს მინისტრი. 3. ნებართვის მოწმობა შედგენილი უნდა იქნეს 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა აკვაკულტურის სუბიექტს, მეორე კი ინახება ნებართვის გამცემ ორგანოში. მუხლი 12🔗. გარდამავალი დებულება 1. „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე გაცემული თევზჭერის ლიცენზიები, რომლებიც ითვალისწინებს საქართველოს შიდა წყლების − წყალსატევების დათევზიანებას, იურიდიულ ძალას ინარჩუნებს მოქმედების ვადის გასვლამდე, ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად – გაუქმებამდე. ამ ლიცენზიების მოქმედების ვადის გასვლის ან მათი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმების შემთხვევაში ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად. 2. ამ წესის მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ბრძანების გამოცემამდე წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შემუშავების, დამტკიცებისა და მასში ცვლილების შეტანის წესი განისაზღვრება „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით. 3. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემა თავისუფლდება სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.