ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.07.2021
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016445
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/07/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.07.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 05.08.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დადგენის შესახებ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის N15 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს N37 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს აპარატის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, ხეივნების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 დეკემბრის №42 დადგენილების, ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2021 წლის 7 ივლისი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის
დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, თანახმად №1 დანართისა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის აღწერილობები თანახმად №2 დანართისა.
მუხლი 3🔗
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
მუხლი 5🔗
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დაცვის უზრუნველყოფა დაევალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას.
მუხლი 6🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 აგვისტოს №28 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 12/08/2015, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.113.016235).
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
დანართი №1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დროშა
დანართი №2
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების
გერბისა და დროშის აღწერილობა
გერბი
გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა 3 ( სამ ) ნაწილად.
I ნაწილი – მეწამულ ველზე ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი;
II ნაწილი – ზურმუხტის ველზე ვერცხლის ხე გარსშემოხვეული ოქროს ვაზით, რომელსაც აქვს ოქროს მტევნები და ფოთლები.
III ნაწილი – შავი ველი (სიმაღლით ფარის 1:3), რომელსაც ზემოდან გასდევს ტალღოვანი სარტყელი;
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „ოზურგეთი“
დროშა
დროშა გაყოფილია ვერტიკალურად ორ მეწამულ და მწვანე ველებად. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია თეთრი ჰერალდიკური ჯვარი, სიმაღლით დროშის ½; დროშის პროპორციებია: 2:3