„სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების წესის” დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.07.2021
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №168
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016230
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/07/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.07.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე | სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების წესის” დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 08.10.2012
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ „საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესის" დამტკიცების შესახებ მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ „ბორტკვების საწარმოს სერტიფიცირების წესის“
დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების წესის” დამტკიცების შესახებ
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №168
2021 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
„სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის და 56-ე მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების წესი“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 8 ოქტომბრის №168 ბრძანება „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
სერტიფიცირებულმა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართმა საწარმოებმა უზრუნველყონ ამ ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების წესის“ მოთხოვნებთან შესაბამისობა 2022 წლის პირველ იანვრამდე.
მუხლი 4🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე
სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების წესის“ (შემდგომ – წესი) მიზანია, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის უსაფრთხო მომსახურების უზრუნველყოფა, ასევე, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის მომზადების, შესაბამისი მოწმობის გაცემის, გაუქმების და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობების განსაზღვრა.
2. პირს არ აქვს საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის უფლება, თუ მას არ გააჩნია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ, ამ წესის შესაბამისად გაცემული სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის მოქმედი მოწმობა (შემდგომ – მოწმობა).
3. წესის მოქმედება არ ვრცელდება პირზე, თუ იგი ახორციელებს საავიაციო საწვავით საჰაერო ხომალდის გამართვას სხ-ის პირადი მიზნით ექსპლუატაციისთვის.
4. მოწმობის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, გაუქმებას, მოწმობის მფლობელის საქმიანობაზე ზედამხედველობას და კონტროლს ახორციელებს სააგენტო.
5. მოწმობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, თუ მას გავლილი აქვს საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვასთან დაკავშირებული ტექნიკური პერსონალის მომზადების პროგრამით (შემდგომ – მომზადების პროგრამა) გათვალისწინებული სწავლება და აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.
6. მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
მუხლი 2🔗.
ტექნიკური პერსონალის მომზადების პროგრამა
1. საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვასთან დაკავშირებული ტექნიკური პერსონალის მომზადების პროგრამას შეიმუშავებს და ამტკიცებს საწვავ-გასამართი საწარმო.
2. მომზადების პროგრამა შემუშავდება ამ წესის დანართის მოთხოვნების შესაბამისად და ამასთანავე:
ა) მოიცავს, შესაბამისი კატეგორიის ტექნიკური პერსონალისათვის განკუთვნილ სპეციალიზებულ სასწავლო კურსს;
ბ) შემუშავდება ქართულ ენაზე;
გ) დგება იმ ფორმატით, რომ შესაძლებელი გახდეს მასში ცვლილებების შეტანა;
დ) ითვალისწინებს გვერდების აღრიცხვის სისტემას, აგრეთვე ცვლილებების შესატან სარეგისტრაციო გვერდ(ებ)ს;
ე) დგება იმ სახით, რათა გამარტივდეს მისი განხილვის, შეთანხმებისა და დამტკიცების პროცესი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა და მასში შესატანი ნებისმიერი ცვლილება და/ან დამატება სავალდებულოდ თანხმდება სააგენტოსთან, რომელიც სააგენტოს წარედგინება ორ ეგზემპლარად.
4. ავიასაწარმო, დამტკიცებულ პროგრამას ინახავს საწარმოს საქმიანობის განხორციელების ძირითად ადგილზე, ხოლო საკონტროლო ეგზემპლარი ინახება სააგენტოში.
5. თუ პროგრამაში განსაზღვრული რაიმე მონაცემი ან პროცედურა საწარმოს მიერ არ გამოიყენება, პროგრამაში სავალდებულოდ მიეთითება ამის თაობაზე, გამოუყენებლობის მიზეზის ჩვენებით.
მუხლი 3🔗.
მოთხოვნები ტექნიკური პერსონალის მიმართ
1. ავიასაწარმო განსაზღვრავს ტექნიკური პერსონალის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:
ა) პერსონალის მიერ, ფერთა ადეკვატურად აღქმის შეფასების მოთხოვნებს, რაც უზრუნველყოფს საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლის დროს – ვიზუალური შემოწმების, მარკირების, გამოსახული საგნის სწორად ამოცნობის შესაძლებლობას;
ბ) პერსონალის მიერ, კომუნიკაციის მარტივად დამყარების მიზნით, მეტყველების უნარს.
2. ავიასაწარმო უზრუნველყოფს ტექნიკური პერსონალის პერიოდულ შემოწმებას.
მუხლი 4🔗.
ტექნიკური პერსონალის თეორიული და პრაქტიკული მომზადება/გადამზადება
1. შესაბამისი კატეგორიის მოწმობის გაცემისათვის ტექნიკური პერსონალის თეორიული და პრაქტიკული მომზადება უნდა მოიცავდეს, ამ წესის შესაბამისად, სააგენტოსთან შეთანხმებულ პროგრამაში მოცემულ საკითხებს.
2. ტექნიკური პერსონალის თეორიული სწავლება უნდა განახორციელოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ინსტრუქტორ-მასწავლებელმა, რომელიც უნდა ფლობდეს:
ა) თემატიკის სრულყოფილ და სიღრმისეულ ცოდნას;
ბ) უნარს, გამოიყენოს შესაბამისი სწავლების ტექნიკა, რომელიც უნდა იყოს დადასტურებული/დოკუმენტირებული;
გ) არანაკლებ 3-წლიან გამოცდილებას იმ სფეროში, რომელსაც ასწავლის.
3. თეორიულ მომზადებაზე პასუხისმგებელი ინსტრუქტორ-მასწავლებელი უნდა გადიოდეს პერიოდულ გადამზადებას, რათა შეინარჩუნოს ინსტრუქტორ-მასწავლებლის კვალიფიკაცია.
4. თეორიული მომზადების შემდეგ, ტექნიკური პერსონალი აბარებს წერით გამოცდას, რომელიც უნდა მოიცავდეს თეორიული მასალის საკითხებს.
5. თეორიული გამოცდის შეფასებას ახორციელებს საწარმოს პასუხისმგებელი პირი, რომელსაც უნდა გააჩნდეს შესაბამის სფეროში არანაკლებ 3-წლიანი მუშაობის გამოცდილება.
6. თეორიული მომზადების წარმატებით დასრულების შემდეგ, ტექნიკური პერსონალის პრაქტიკული მეცადინეობა ხორციელდება სამუშაო ადგილზე იმ დასახელებისა და მოდელის ტექნიკურ მოწყობილობაზე, რომელზეც პერსონალმა სამომავლოდ უნდა განახორციელოს მუშაობა.
7. პრაქტიკული მეცადინეობა ხორციელდება ავიასაწარმოს ხელმძღვანელის მიერ დანიშნული, სულ მცირე, 3 წლის სამუშაო გამოცდილების მქონე, ტექნიკური პერსონალის (მენტორის) მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
8. პრაქტიკული მეცადინეობის პროცესში, ტექნიკურ პერსონალს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არ აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება.
9. ტექნიკური პერსონალის მიერ თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მომზადების შემდეგ დგება ინდივიდუალური შეფასების ფურცელი, ამ წესის №3 და №4 დანართებში მოცემული საკითხების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
ტექნიკური პერსონალის მოწმობა
მოწმობის მისაღებად, დაინტერესებული პირი სააგენტოს წერილობით წარუდგენს ამ წესის №2 დანართის შესაბამისად შედგენილ განცხადებას.
სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის მოწმობა იყოფა ორ კატეგორიად:
ა) I კატეგორია – საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით გამართვის მომსახურება, მხოლოდ საჰაერო ხომალდის ფრთის ზემოდან გამართვის უფლებით „გრავიტაციული“ ბუნიკი (შემდგომ – პისტოლეტი);
ბ) II კატეგორია – საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით გამართვის მომსახურება ფრთის ქვემოდან წნევით მისაწოდებელი შესაერთებელი ბუნიკით და პისტოლეტით.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების, სააგენტოს მიერ განხილვის და შეფასების მასალები აისახება დასკვნაში, რომელიც შეიძლება იყოს:
ა) დადებითი, რის საფუძველზეც სააგენტოს გასცემს ტექნიკური პერსონალის მოწმობას;
ბ) უარყოფითი, რის თაობაზეც სააგენტოს წერილობით ატყობინებს განმცხადებელს, მოწმობის გაცემაზე უარის თქმის კონკრეტულ მიზეზს.
სააგენტო უფლებამოსილია, მოწმობის მაძიებელ პირს, გავლილი სწავლების თემატიკიდან გამომდინარე, შერჩევითობის პრინციპით, ჩაუტაროს დამატებითი წერითი ტესტირება და/ან ზეპირი გასაუბრება.
მუხლი 6🔗.
მოწმობის მოქმედების ვადა, მოქმედების ვადის გაგრძელება
1. მოწმობა გაიცემა სამი წლის ვადით.
2. მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, პერსონალმა თეორიული გადამზადება უნდა გაიაროს პირველადი მომზადების თემატიკის შესაბამისად, მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში.
3. მოწმობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, მოწმობის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 10 დღისა, დაინტერესებული პირი, სააგენტოს წარუდგენს ამ წესის №2 დანართის შესაბამისად შედგენილ განცხადებას და ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გავლილი თეორიული გადამზადების დამადასტურებელ დოკუმენტს.
მუხლი 7🔗.
მოწმობის გამოცვლა და გაუქმება
1. მოწმობის გამოცვლა ხდება მისი დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, მოწმობის მფლობელის განცხადების საფუძველზე.
2. სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება მოწმობის გაუქმების თაობაზე, თუ:
ა) მოწმობის მფლობელი არღვევს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 13 ნოემბრის №176 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის №2 და №3 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) ტექნიკური პერსონალისათვის მოწმობის გაუქმების მოთხოვნით, სააგენტოს მიმართავს მოწმობის მფლობელი.
3. მოწმობის გაუქმების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება საწარმოს და ტექნიკურ პერსონალს.
მუხლი 8🔗.
საწვავ-გასამართი საწარმოს ვალდებულება ტექნიკური პერსონალის მიმართ
1. საწვავ-გასამართი საწარმო ვალდებულია, უზრუნველყოს, საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით მომსახურე პერსონალის შერჩევა და მომზადება, მომზადების პროგრამის შესაბამისად.
2. საწვავ-გასამართი საწარმო ვალდებულია, უზრუნველყოს ტექნიკური პერსონალის თეორიული და პრაქტიკული მომზადება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ინსტრუქტორ-მასწავლებლის მეშვეობით.
3. საწვავ-გასამართმა საწარმომ უნდა უზრუნველყოს, ტექნიკური პერსონალის პერიოდული მომზადება/გადამზადება, საჭიროებიდან გამომდინარე (ტექნიკური აღჭურვილობა/მოწყობილობის განახლების, ტექნიკური მოთხოვნების ცვლილებების და სხვა შემთხვევაში).
მუხლი 9🔗.
სააგენტოს პასუხისმგებლობა
სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ზედამხედველობის პროცესში, ამოწმებს საწვავ-გასამართი საწარმოს მიერ ამ წესის და ტექნიკური პერსონალის მომზადების პროგრამის მოთხოვნების შესრულებას;
ბ) ითანხმებს, სააგენტოში წარმოდგენილ პროგრამას, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს ტექნიკური პერსონალის მომზადება;
გ) ახორციელებს ტექნიკურ პერსონალზე შესაბამისი მოწმობის გაცემას, მოქმედების ვადის გაგრძელებას, მოწმობის გაუქმებას;
დ) ინსპექტირების ფარგლებში, ამოწმებს ტექნიკური პერსონალის პირად საქმეებს და შესაბამის ჩანაწერებს;
ე) აწარმოებს გაცემული მოწმობების უწყებრივ რეესტრს.
მუხლი 10🔗.
უწყებრივი რეესტრი
1. ტექნიკურ პერსონალზე გაცემული მოწმობები რეგისტრირდება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების ტექნიკური პერსონალის უწყებრივ რეესტრში.
2. რეესტრში ჩანაწერების წაშლა დაუშვებელია. რეესტრი შესაძლებელია იყოს ელექტრონულ ფორმატით ან ბეჭდური ფორმით, რომლის გვერდები უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული.