„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №579 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№740
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.017231
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №740

2021 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №579 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №579 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.017073) დამტკიცებული წესის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის, „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სანოტარო აქტით დამოწმებული ხელშეკრულების ნაცვლად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს უცხო ქვეყანაში დადებული, კერძო სანოტარო აქტით დამოწმებული ხელშეკრულება, თუ დასტურდება, რომ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა ხელშეკრულების დამოწმებისას, არ ითვალისწინებდა საჯარო სანოტარო აქტით გარიგების დამოწმებას და ხელშეკრულება დადებულია 2020 წლის 10 აპრილიდან 2021 წლის 16 ივნისამდე პერიოდში.“.

 

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე წარდგენილი ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ განცხადებები განიხილება ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით. 
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 8 ივლისიდან.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე