„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის № ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის
ბრძანება №ს-45
1. შეიცვალოს „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ (შემდგომში - სააგენტო) დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის № ს-44 ბრძანების დანართი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სააგენტოს მეწარმეობის დეპარტამენტს.
3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2).
|
№ |
განსახორციელებელი ეტაპების (ღონისძიებების/აქტივობების) ამონათვალი |
ღონისძიებების /აქტივობების განხორციელების ვადები |
|
1 |
განაცხადების (ბიზნეს იდეების) მიღება |
05.10.2020-26.10.2020 |
|
2 |
განაცხადების (ბიზნეს იდეების) გადარჩევა |
05.10.2020-08.11.2020 |
|
3 |
განაცხადების (ბიზნეს იდეების) ეტაპის გამარჯვებულების გამოვლენა |
08.11.2020-24.11.2020 |
|
4 |
განაცხადების (ბიზნეს იდეების) ეტაპის შედეგების გასაჩივრება |
24.11.2020-26.11.2020 |
|
5 |
განაცხადების (ბიზნეს იდეების) ეტაპის საჩივრების განხილვა |
24.11.2020-10.12.2020 |
|
6 |
ტრენინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან ბიზნეს გეგმის შედგენაში |
24.11.2020-18.12.2020 |
|
7 |
პროექტების (ბიზნეს გეგმები) მიღება |
01.12.2020-25.12.2020 |
|
8 |
პროექტების (ბიზნეს გეგმები) შეფასება |
01.12.2020-18.01.2021 |
|
9 |
გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან |
08.12.2020-08.02.2021 |
|
10 |
დაფინანსებამდე მონიტორინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან |
15.02.2021-15.03.2021 |
|
11 |
პროექტების (ბიზნეს გეგმები) შეფასების გასაჩივრება |
06.04.2021-08.04.2021 |
|
12 |
პროექტების (ბიზნეს გეგმები) შეფასების საჩივრების განხილვა |
08.04.2021-28.04.2021 |
|
13 |
ბენეფიციარებთან ხელშეკრულების გაფორმება |
07.04.2021-21.05.2021 |
|
14[1] |
ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი |
12.04.2021-30.06.2021 |
|
15 |
ბენეფიციარებისათვის თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა |
12.04.2021-10.08.2021 |
|
16 |
თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტორინგი |
19.05.2021-05.10.2021 |
|
17 |
დამატებითი ტრენინგები |
19.04.2021-30.11.2021 |
|
18 |
ბენეფიციარების საბოლოო მონიტორინგი |
20.09.2021-25.11.2021 |
|
19 |
ბენეფიციარების დამატებითი მონიტორინგი |
15.02.2021-30.11.2021
[1] თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგის განხორციელების ბოლო ვადა შესაძლოა 2021 წლის 30 ივნისის ნაცვლად განისაზღვროს 2021 წლის 30 ივლისით, მხოლოდ იმ ბენეფიციარების მიმართ, რომლებიც ვადის გადაწევის თაობაზე დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავენ სააგენტოს მიმდინარე წლის 10 ივლისამდე.
|