აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/304
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/07/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/304

2021 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე


,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016  წლის 25 მარტის  №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში - კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 19 მარტის N01/750,  N01/746, N01/747, N01/742 და N01/743 განცხადებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და  

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი), საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №316 განკარგულების (შესულია ცვლილება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის №53 განკარგულებით) საფუძველზე ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზის (სიგრძით - 15 კმ) სარეაბილიტაციო სამუშაოებს (შემდგომში - პროექტი).

ადგილობრივი მნიშვნელობის მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზა დაახლოებით 15 კმ სიგრძისაა და უმოკლესი მანძილით აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი (ფონიჭალა)-მარნეული-გუგუთი (სომხეთის საზღვარი) და თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზებს, წარმოადგენს მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელ საავტომობილო გზას. იგი ასევე უმოკლესი მანძილით აკავშირებს რეგიონულ ცენტრს - ქალაქ რუსთავს ქალაქ მარნეულთან. აღნიშნული გზით ძირითადად სარგებლობს გზის გასწვრივ, მჭიდროდ დასახლებული სოფლების მოსახლეობა და სხვადასხვა დანიშნულების საწარმოები (ფერმები, წისქვილკომბინატი, მარნეულის სასურსათო ქარხანა და სხვა).  საავტომობილო გზის 15 კმ უბანი ძირითადად მიუყვება მარნეულის მთათა შორის დადაბლებას, რომელიც წარმოადგენს მდინარეების ხრამისა და ალგეთის ქვედა დინებების სუსტად დეპრესირებულ ალოვიურ ვაკეს. რიგ შემთხვევებში არსებულ გზას ებჯინება იაღლუჯის სამხრეთ დამრეც ფერდობზე განვითარებული მშრალი ხევები და ხევაკები. თანამედროვე გეოლოგიური პროცესებიდან აღსანიშნავია ზედაპლიოცენურ-მეოთხეული კონგლომერატების, კენჭნარის და თიხნარების გამოფიტვის შედეგად წარმოქმნილი მასების გავრცელება იაღლუჯის სამხრეთ ფერდობზე და ამ ფერდობზე განვითარებულ ხევებში. თოვლის დნობისა და ძლიერი პერიოდული წვიმების დროს არსებულ ხევებში შეინიშნება წყლის ინტენსიური ნაკადების ზემოქმედების შედეგები და ფერდობის მხირდან მცირე და საშუალო ზომის გამოტანის კონუსები. არსებული მდგომარეობით გზის ასფალტ-ბეტონის საფარი თითქმის სრულად დაზიანებულია, მხოლოდ ქალაქის ფარგლებში შეინიშნება, თუმცა დაძველებულია და ნგრევის პროცესშია, სხვა მონაკვეთებზე კი ასფალტ-ბეტონის საფარი საერთოდ არ არსებობს. საპროექტო გზის მთელ სიგრძეზე მწყობრიდან არის გამოსული გზიდან წყლის აცილების სისტემა, არსებული მილები დაშლილია და დაკარგული აქვს თავისი ფუნქცია, სავალ ნაწილზე შეინიშნება დაუშვებელი ზომის ჯდენები და დეფორმაციები, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გართულებულია, ხოლო წვიმიან ამინდში ზოგიერთი მონაკვეთი ფაქტობრივად გაუვალია. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება მიწის ვაკისის პროფილირება სათანადო ნორმების ფარგლებში, მოეწყობა ახალი საგზაო მილები სათანადო კვეთებით, განხორციელდება არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთება, საგზაო სამოსი მოეწყობა სათანადო საანგარიშო დატვირთვების უზრუნველყოფის გათვალისწინებით, მოხდება კიუვეტების გაჭრა გრუნტებში და დამატებით ბეტონით გამაგრებული კიუვეტების მოწყობა, გზა აღიჭურვება სათანადო საგზაო ნიშნებით და მონიშვნით, მოეწყობა ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილიონები. ასევე განხორციელდება გზის შემოფარგვლის სამუშაოები.

პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით,  მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული:

1. ირინა მანსუროვას (პ/ნ 28001112620) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ N83.02.13.427)  ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

2. პარვანა გულებენზერის (პ/ნ 28001025594) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ N83.02.13.402) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

3. ჯეიხუნ რზაევის (პ/ნ 28001115137) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ N83.02.13.400) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

4. ელშად რუსტამოვის (პ/ნ 28001027011) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონები (ს/კ N83.02.13.431) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

5. მაზახირ აბასოვის (პ/ნ 28001015682) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ N83.02.13.392 და ს/კN 83.02.13.420) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. 

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება  ადგილობრივი მნიშვნელობის მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულში  მდებარე 1000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N83.02.13.427) მესაკუთრეა ირინა მანსუროვა (პ/ნ 28001112620).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ირინა მანსუროვას საკუთრებაში  არსებული მიწის ნაკვეთი  სრულად   (ს/კ N83.02.13.427).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულში მდებარე 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N 83.02.13.402) მესაკუთრეა პარვანა გულებენზერი (პ/ნ  28001025594).

დადგენილია, რომ  პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა პარვანა გულებენზერის საკუთრებაში  არსებული უძრავი ქონება სრულად (ს/კ N83.02.13.402).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულში მდებარე 1000 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N83.02.13.400) მესაკუთრეა ჯეიხუნ რზაევი (პ/ნ 28001115137).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ჯეიხუნ რზაევის საკუთრებაში  არსებული უძრავი ქონება სრულად (ს/კ N 83.02.13.400).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულში მდებარე 1000 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N83.02.13.431) მესაკუთრეა  ელშად რუსტამოვი (პ/ნ 28001027011).

დადგენილია, რომ  პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ელშად რუსტამოვის საკუთრებაში  არსებული უძრავი ქონება (ს/კ N 83.02.13.431).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულში მდებარე 1000 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N83.02.13.392) და მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულში მდებარე 1000 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N83.02.13.420)  მესაკუთრეა მაზახირ აბასოვი (პ/ნ 28001015682).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა მაზახირ აბასოვის საკუთრებაში არსებული 2 უძრავი ქონება სრულად (ს/კ N 83.02.13.392 და ს/კ N83.02.13.420 ).

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან,  დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების  ჩამორთმევის  საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  2016  წლის 25 მარტის  №1-1/159 ბრძანებით   შექმნილი კომისიის  2021 წლის 24 ივნისის ოქმის საფუძველზე,  ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ადგილობრივი მნიშვნელობის მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:
1.1 მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულში მდებარე ირინა მანსუროვას (პ/ნ 28001112620) საკუთრებაში არსებულ 1000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების, მიწის ნაკვეთზე (ს/კ N83.02.13.427).

1.2 მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულში მდებარე პარვანა გულებენზერის (პ/ნ 28001025594) საკუთრებაში არსებულ 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ N83.02.13.402).

1.3 მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულში მდებარე ჯეიხუნ რზაევის (პ/ნ 28001115137) საკუთრებაში არსებულ 1000 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კN 83.02.13.400).

1.4 მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულში მდებარე ელშად რუსტამოვის (პ/ნ 28001027011) საკუთრებაში არსებულ 1000 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ N83.02.13.431).

1.5 მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულში მდებარე მაზახირ აბასოვის (პ/ნ 28001015682) საკუთრებაში არსებულ 1000 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ N83.02.13.392) და 1000 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ N83.02.13.420).

2.  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი  №64).

მინისტრი                                                      ნათელა თურნავა