⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.05.2022)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.07.2021
ძალის დაკარგვა 01.05.2022
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016314
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,659 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.07.2021 მიღება
01.05.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2021 წლის 29 ივლისი ქ. ონი ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტის შესაბამისად,  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –  შიდა აუდიტის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №18  დადგენილება „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის– შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 05/04/2018, 010260020.35.118.016237). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე დანართი ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს ონის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და ანგარიშვალდებულებას, ასევე, აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მერიის დებულების შესაბამისად. 3. სამსახური მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. 4. სამსახურის სრული დასახელებაა – ონის მუნიციპალიტეტის პიველადი სტრუქტურული ერთეულის მერიის შიდა აუდიტის  სამსახური. 5. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად. 6. მერი უზრუნველყოფს შიდა აუდიტორის ფუნქციურ დამოუკიდებლობას აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშგებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში, ასევე რეაგირებას ახდენს საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულება/შეუსრულებლობაზე. 7. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის შესწავლისა და ანალიზის საგანს შესაძლებელია წარმოადგენდეს დაწესებულებაში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი და საქმიანობის სფერო. 8. სამსახურის საქმიანობის მიზნებისათვის, დაწესებულებაში იგულისხმება: მერიის ერთიანი სისტემა – მერიის სტრუქტურული ერთეულები, კომისიები/სამუშაო ჯგუფები და მერიის სისტემაში შემავალი თანამდებობის პირები. ასევე, მერიის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები. 9. სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს, საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით. 10. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში. 11. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო,  ქალაქი ონი, დ. აღმაშენებლის ქუჩა №40. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის პრინციპები სამსახური საქმიანობას ახორციელებს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, შიდა აუდიტორთა პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და წინამდებარე დებულების მოთხოვნებისა და შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით: ა) დამოუკიდებლობა; ბ) კეთილსინდისიერება; გ) ობიექტურობა; დ) პროფესიონალიზმი; ე) კონფიდენციალურობა; ვ) კანონიერება; ზ) გამჭვირვალობა; თ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა; ი) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები. მუხლი 3🔗. სამსახურის მიზნები და ამოცანები 1. სამსახური ახორციელებს დაწესებულების საქმიანობის გაუმჯობესებისკენ, მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისა და მისი ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ მიმართულ დამოუკიდებელ, ობიექტურ, მარწმუნებელ და საკონსუ­ლტაციო საქმიანობას, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანი­ზე­ბული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ეფექ­ტიანობას. 2. სამსახურის ამოცანას წარმოადგენს, დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნ­ველყოს ინფორმაციით, დაწესებულებაში არსებული მართვისა და კონტროლის მექა­ნიზ­მების ადეკ­ვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარ­ტებ­­­­თან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ. მუხლი 4🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები 1. სამსახური ეხმარება დაწესებულებას მიზნების მიღწევაში შემდეგი საქმიანობების განხორციელებით: ა) დაწესებულების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექ­ტიანობის შეფასება; გ) დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება; დ) დაწესებულების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქ­ტი­ულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება; ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ვ) დაწესებულების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვა­ტურად დაცულობის შეფასება; ზ) მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების, ა(ა)იპ-ების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო ან/და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო იურიდიული პირების ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ არსებული ინფორმაციის მოძიება; თ) დაწესებულებაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების, მათი შესაძლებლობის რისკების გამოვლენა; ი) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინასური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს. 2. სამსახური ახორციელებს გაცემული რეკომენდაციების შესრულების უწყვეტ მონი­ტო­რინგს და შესაბამის ანგარიშგებას, რაც წარმოადგენს შიდა აუდიტის განუყოფელ და უმნიშვნე­ლოვანეს ეტაპს. 3. სამსახური აწარმოებს სამუშაო დოკუმენტაციის (მიმოწერა, ანგარიშები, რეკომენ­დაციები, შემუშავებული პროექტები, სხვა სახის კორესპონდენცია და ა.შ.) სისტემატიზაციას (ფიზიკური ან/და ელექტრონული ფორმით, ქრონოლოგიური, თემატური ან სხვა ნიშნით) და შენახვას. დოკუმენტაციის სისტემატიზაციის მიზანია საჭიროების შემთხვევაში, ჩატარებული აუდიტორული შემოწმებისა და მონიტორინგის შედეგების ამსახველი და სხვა ცალკეული დოკუმენტის დროული მოძიება, სამსახურებრივი ანგარიშების მომზადებისა და სტატის­ტი­კის წარმოების გამარტივება, სამსახურის ფუნქცია - მოვალეობების შესრულების ხელშეწყობა და გაადვილება. მუხლი 5🔗. სამსახურის მიერ უფლებამოსილების განხორციელება 1. სამსახური ახორციელებს შიდა აუდიტორულ შემოწმებას აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი. 2. შიდა აუდიტის საქმიანობის დაგეგმვა ხდება რისკის შეფასების საფუძველზე. გეგმის სახეებია: ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა; ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა; გ) შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა. 3. შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს სამსახურის უფროსი და ამტკიცებს მერი. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს მერიის გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს. 4. სამსახური მერის თანხმობით დამტკიცებულ წლიურ და სტრატეგიულ გეგმებს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრს (მოთხოვნის შესაბამისად). 5. რეკომენდაციების შესრულების ადეკვატურობის, ეფექტიანობისა და დროულობის შესაფასებლად შიდა აუდიტის წლიური გეგმა უნდა ითვალისწინებდეს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. 6. შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმები მტკიცდება დაგეგმილი პერიოდის დაწყებამდე. 7. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება სამსახურის უფროსის წინადადებით, რისკების შეფასების საფუძველზე. 8. თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმებისათვის, სამსახური შეიმუშავებს აუდი­ტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის უფროსი. ინდივიდუალური გეგმა განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს, აუდიტის სახეს და სხვა. 9. შიდა აუდიტორული შემოწმება ხორციელდება ინფორმაციის იდენტიფიკაციის, შეგროვების, ანალიზის, შეფასებისა და დოკუმენტირების საშუალებით. 10. შიდა აუდიტორული შემოწმება შედგება შემდეგი ეტაპებისაგან: ა) აუდიტის დაგეგმვა; ბ) აუდიტის განხორციელება; გ) ანგარიშგება; დ) გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი. 11. შიდა აუდიტის განხორციელების პროცედურები, მეთოდები და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები რეგულირდება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონით, შიდა აუდიტის მეთოდოლოგით, შიდა აუდიტის სტანდარტებით და სხვა სამართლებრივი აქტებითა და სახელმძღვანელოებით, რომელთა მოთხოვნების დაცვა აუცილებელია შიდა აუდიტის განხორციელებისას. 12. სამსახურის საქმიანობის შედეგად დანაშაულის/ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, სამსახური ინფორმაციას წარუდგენს მერს, შესაბამისი რეაგირების მიზნით და კონკრეტულ მასალებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნის შესახებ. 13. სამსახური თავის ფუნქციების შესრულების დროს უფლებამოსილია: ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია (როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით არსებული), მოსთხოვოს და მიიღოს შესაბამისი განმარტება, დაწესებულების ყველა რგოლის მუშაკებისა და თანამდებობის პირებისაგან, ასევე, ნებაყოფლობის საფუძველზე, გამოკითხოს და განმარტება ჩამოართვას იმ პირს, რომელიც არ არის დაწესებულების თანამშრომელი; ბ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში; გ) მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და შეუფერხებლად, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გარდა, მიუწვდებოდეს ხელი მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (წერილობითი, ზეპირი, ელექტრო­ნული ვერსია და სხვა); დ) შემაჯამებელი ანგარიშების და მომსახურების შედეგების გასამყარებლად განახორციელოს საკმარისი რაოდენობის, სანდო, შესაბამისი და სასრგებლო ინფორმაციის დოკუმენტალური გაფორმება. მოახდინოს გამოკითხვის ოქმების კონფიდენციალურობის დაცვა  გარეშე პირებისგან, გამოკითხულთა უფლებების დაცვისათვის; ე) შიდა აუდიტის ობიექტების ხელმძღვანელებს მიმართოს მითითებით უკანონო ქმედებათა დროული აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით; ვ) საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტე­ბი/იურიდიული პირები და სათანადო წესით დაუკვეთოს მათ ექსპერტიზის ან/და სხვა სახის კვლევების ჩატარება შესაბამისი კომპეტენტური დასკვნის, ცნობის, რეკომენდაციის და კონსულტაციის მიღების მიზნით; ზ) სამსახურის ფუნქციების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა ქმედებები. 14. მარწმუნებელ საქმიანობასთან ერთად, შიდა აუდიტის სუბიექტი უფლებამოსილია ფორმალური პროცედურების განხორციელების გარეშე, კომპეტენციის ფარგლებში გასწიოს არაფორმალური/ზეპირი საკონსულტაციო მომსახურება. პროფესიული რჩევის მიცემა შეიძლება განხორციელდეს ადვილად და დროულად დაწესებულებაში არსებული ყველა დაინტერესებული მხარისათვის. თუმცა, შიდა აუდიტორები პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ განხორციელებული სამუშაოს ხარისხზე და იმ გადაწყვეტილების ეფექტიანობაზე, რომელსაც დაინტერესებულ მხარეს სთავაზობენ. ასევე, უნდა ახდენდენ კონსულტაციის გაწევის დროს გაწეული მოსაზრებების  დოკუმენტირებას. საკონსულტაციო მომსახურება მიზნედ ისახავს ორგანიზაციული მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების გაუმჯობესებას შიდა აუდიტორისგან მენეჯმენტის პასუხისმებლობის აღების გარეშე, როგორიცაა რჩევა, ფასილიტირება, სწავლება. 15.სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 16. სამსახურის მიერ კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ცალკეული ასპექტები და შიდა მმართველობითი რეგულაციები, რაც დადგენილი არ არის საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, მათი მოთხოვნების შესაბამისად და მათგან გამომდინარე, შესაძლებელია განისაზღვროს მერის ან/და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. 17. სამსახური მერთან შეთანხმებით და მისი წარდგინებით  შიდა აუდიტის ანგარიშებს  წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განსახილველად.  მუხლი 6🔗. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანუ­ლი კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს შიდა აუდიტის განხორციელებისათვის საჭირო აუდიტის სახე, მოქმე­დების სფერო, შიდა აუდიტის განხორციელების სიხშირე და შიდა აუდიტორთა რაოდენობა. 3. სამსახურის უფროსი წარმართავს სამსახურის საქმიანობას „სახელმწიფო შიდა ფინან­სური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე დებულების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. 4.  სამსახურის უფროსი ანგარიშვალებულია მერის წინაშე და: ა) შეიმუშავებს და მერს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; ბ) კოორდინაციას უწევს სამსახურის თანამშრომლეთა საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; გ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას, უზრუნველ­ყოფს შიდა აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვ­ნების დაცულობას; დ) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს, გაწეული საქმიანობის შესახებ; ე) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და სამსახურის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; ვ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე, დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას; ზ) უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწ­ყობას; თ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას; ი) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებ­ლობის ფარ­გლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს; კ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენ­დაციების შესრულებაზე. პასუხისმგებელია შიდა აუდიტის მონიტორინგის პროცედურების განხორციელებისას,   რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის დაგეგმვაზე; ლ) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას; მ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგა­ნა­­წესის და­ც­ვას,  საჯარო მოსამსა­ხუ­რეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომების გამოყე­ნების  შესახებ; ნ) პასუხს აგებს სამსახურისათვის სარგებლობაში გადაცემული ქონების დაცვასა და ჯეროვნად გამოყენებაზე; ო) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას, სამსახურის თანამშრო­მელთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე; პ) სამსახურის თანამდებობის პირებს აძლევს შესაბამის დავალებებსა და მითითებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას; ჟ) დადგენილი წესით, მერს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანო­ბის შესახებ; რ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინის­ტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ს) უფლებამოსილია ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გამოყოს პასუხისმგებელი პირი ან პირთა ჯგუფი; ტ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად; უ) ესწრება მერის თათბირებს; ფ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს, ასეთის უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში; ქ) სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციის შესრუ­ლებას, რომელიც ასევე ახორციელებს სამსახურებრივი დოკუმენტაციის სისტემატიზაციას; ღ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლე­ბამოსილებებს. 5. სამსახურის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციელების შეუძლებლობის ან/და გათავისუფლების შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ფუნქციებს, მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 6. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახუ­რებრივი ურთიერთობის შეჩერე­ბის საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 7🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები 1. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით. 2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის თანამდებობის პირებისაგან, სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება; ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით; ზ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება; თ) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს; ი) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; კ) მიიღოს შრომითი გასამრჯელო, რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოსა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს; ლ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; მ) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით; ნ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 3. სამსახურის მოხელე მოვალეა: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე; დ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი; ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები; ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე, ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ; თ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება; ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის; კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა – გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის წინსვლის წესები განისაზღვრება ონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 5. სამსახურის მოსამსახურე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, სხვა ინსტრუქციებისა და სამართლებრივი აქტების შესაბამისად. დაუშვებელია შიდა აუდიტორის საქმიანობაში ჩარევა, ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება. 6. მერი უზრუნველყოფს შიდა აუდიტორის (სამსახურის მოსამსახურე) ფუნქციურ დამოუკიდებლობას აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშგე­ბისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში. ასევე, უზრუნველყოფს საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე შესაბამის რეაგირებას. 7.ნებისმიერი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის შიდა აუდიტის დამოუკიდებლად და ეფექტურად ჩატარებას, ან ქმნის ამ საფრთხის წარმოშობის წინაპირობას, უნდა განიხილებოდეს, როგორც მნიშვნელოვანი დაბრკოლება. შესაბამისად, შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი ვალდებულია აცნობოს დაწესებულების ხელმძღვანელს აღნიშნულის შესახებ, რათა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს მსგავსი დაბრკოლებების განმეორების თავიდან აცილებას. მუხლი 8🔗. სამსახურის ანგარიშგება 1. შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად სამსახური ადგენს შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესს და მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს. 2. სამსახური შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშის პროექტს უგზავნის შიდა აუდიტის ობიექტს მასში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარდგენის მიზნით, რომელიც აისახება საბოლოო ანგარიშში. 3. სამსახური საბოლოო სახით ჩამოყალიბებული შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშს და შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმას უგზავნის მუნიციპალიტეტის მერს. 4. სამსახური შიდა აუდიტორული შემოწმებისას გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმის შესაბამისად აწარმოებს მონიტორინგის და მონიტორინგის ანგარიშს წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. 5. სამსახური მერიის სისტემაში და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში სამსახურებრივი მონიტორინგის განხორციელების ანგარიშს წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. 6. სამსახური შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. 7. მონიტორინგის განხორციელების პროცესში სამსახური უფლებამოსილია: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს მონიტორინგის განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპებისა და პროცედურების შემუშავებასა და დამკვიდრებაში; ბ) აწარმოოს სამსახურის მიერ განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმებების შედეგად გაცემული რეკომენდაციების რეესტრი. მონიტორინგის შედეგების გათვალი­სწინებით პერიოდულად განაახლოს რეესტრის მონაცემები; გ) შეიმუშაოს მონიტორინგის განხორციელების ვადები, ფორმები და მეთოდები; დ) შიდა აუდიტის წლიური გეგმის ფარგლებში და რეკომენდაციების რეესტრის შესაბამისად, რეკომენდაციების პრიორიტეტულობისა და აუდიტის ობიექტის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის ვადების გათვალისწინებით, განახორციელოს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; ე) შეაფასოს რეკომენდაციების საპასუხოდ განხორციელებული იმ ქმედებების ადეკვატურობა, ეფექტიანობა და დროულობა, რომლებიც შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელობის მიერ იქნა განხორციელებული. რეკომენდაციების შეუსრულებ­ლობის შემთხვევაში გაანალიზოს რეკომენდაციების შეუსრულებლობის შედეგები და შეაფასოს დამატებითი რისკები, რაც გამოწვეულია შიდა აუდიტის ობიექტის უმოქმედობით ან არასაკმარისი ძალისხმევით. ვ) მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით სამსახურის უფროსს წარუდგინოს შესაბამისი ანგარიში; ზ) განახორციელოს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგთან დაკავში­რებული ინფორმაციისა და მონაცემების სტატისტიკური და ანალიტიკური დამუშავება; 8. რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით, სამსახუ­რის მართლზომიერი მოთხოვნა ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მათი შეუსრულებლობა შესაძლოა განხილული იქნეს დაწესებულების მოხელის/ თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლად. 9. რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის შედეგად დანაშაულის ნიშნე­ბის შემცველი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, სამსახური, შესაბამისი რეაგირების მიზნით, ინფორმაციას წარუდგენს მერს. მუხლი 9🔗. ინტერესთა კონფლიქტი 1. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც ახორციელებს შიდა აუდიტორულ შემოწმებას/მონიტორინგს, უფლება არ აქვს დაწესებულებაში შეასრულოს სხვა ფუნქციები, გარდა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მისგან გამომდინარე სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურე, რომელიც მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებას ან მონიტორინგის განხორციელებაში, ვალდებულია დაიცვას „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი. 3. სამსახურის შიდა აუდიტორი არ მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა: ა) შიდა აუდიტორი შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა შიდა აუდიტის ობიექტში; ბ) შიდა აუდიტორის პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკავიათ ან შესამოწმებელ პერიოდში ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები შიდა აუდიტის ობიექტში; გ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც აფასებს სამსახურის უფროსი. მუხლი 10🔗. სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები 1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ქალაქ ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 2. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით. მუხლი 11🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.