„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №746 |
|
2021 წლის 13 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 170020000.22.027.017075) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. ნოტარიუსი უფლებამოსილია დანიშნოს შემცვლელი პირი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლითა და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლით დადგენილი წესით და ამის შესახებ აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთ (გარდა სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიისა) სანოტარო მოქმედების შესრულება შესაძლებელია, თუ მომსახურების მიღება დაინტერესებული პირისთვის გადაუდებლად აუცილებელია და მას ობიექტური მიზეზების გამო არ შეუძლია სანოტარო ბიუროში მისვლა. ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთ სანოტარო მოქმედების შესრულებისას, ნოტარიუსი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების/გაცემული რეკომენდაციების დაცვა.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ნოტარიუსი ვალდებულია იმუშაოს კვირაში არანაკლებ ხუთი დღე. ნოტარიუსი სანოტარო ბიუროში მუშაობას იწყებს არაუგვიანეს 11:00 საათისა. სანოტარო ბიუროში, სამუშაო დღის განმავლობაში, ნოტარიუსმა მომსახურება უნდა გასწიოს არანაკლებ 7 საათისა. თუ ნოტარიუსი მეძუძური დედაა ან მას ჰყავს შვილი/ნაშვილები, რომელიც 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანია ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, ან/და ჰყავს მასთან მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან საჭიროებს განსაკუთრებულ ზრუნვას, ნოტარიუსი უფლებამოსილია მომსახურება გასწიოს დღეში არანაკლებ 6 საათისა. თუ ნოტარიუსი გადაწყვეტს, რომ სანოტარო ბიურო გახსნას დასვენების ან უქმე დღეს, იგი უფლებამოსილია თავად განსაზღვროს სამუშაოს დაწყების და დასრულების დრო იმ პირობით, რომ მან მომსახურება უნდა გასწიოს არანაკლებ 4 საათისა. ნოტარიუსთა პალატა ვალდებულია დასვენების დღეს - შაბათს უზრუნველყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა იმ დასახლებებისა, სადაც დანიშნულია და მუშაობს მხოლოდ ერთი ნოტარიუსი) მოქალაქეთათვის სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა, რისთვისაც ადგენს შაბათ დღეს მომუშავე ნოტარიუსთა სამუშაო გრაფიკს. ნოტარიუსი და საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ვალდებული არიან უზრუნველყონ ნოტარიუსთა სამუშაო გრაფიკის (სამუშაო დღეების, სამუშაო დროის დაწყების და დასრულების) შესახებ სრული ინფორმაციის მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომობა.“. 2. მე-2 მუხლის: ა) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.07.2021.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.07.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №746. სარეგისტრაციო კოდი — 170020000.22.027.017237.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.07.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №746, 13.07.2021, სარეგისტრაციო კოდი 170020000.22.027.017237 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5214326/