“დებულების “ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის შესახებ” დამტკიცების თაობაზე”

მიღების თარიღი 15.03.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნომერი №10/39
სარეგისტრაციო კოდი 390.050.020.12.212.004.698
გამოქვეყნების წყარო სსმ, 27, 26/03/2001
matsne.gov.ge 2,419 სიტყვა · ~12 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

“დებულების “ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის შესახებ” დამტკიცების თაობაზე” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; border:none; padding:0in; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 {mso-style-name:petiti10; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:49.65pt 63.7pt 49.65pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 390.050.020.12.212.004.698 საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის   ბრძანება №10/39 2001 წლის 15 მარტი ქ. თბილისი „ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის შესახებ”  დებულების დამტკიცების თაობაზე  საქართველოს კანონის „საქართველოს ტყის კოდექსი“ (მიღებულია 1999 წლის 22 ივნისს, №2124-II-ს) ოცდამეთორმეტე თავის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების, ოცდამეთხუთმეტე თავის 116-ე მუხლის „დ.ი.“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველსაყოფად, ვბრძანებ:  1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებული დებულება „ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის შესახებ”.  2. დაევალოს ტყეთმოწყობისა და ტყით სარგებლობის სამმართველოს (ი. ბაბუხადია) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება დადგენილი წესის შესაბამისად. გ. ჯაფარიძე დებულება ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის შესახებ 1. „ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის შესახებ“ დებულების საფუძვლები 1. დებულება „ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის შესახებ“ ეფუძნება საქართველოს კანონის „საქართველოს ტყის კოდექსი“ (მიღებულია 1999 წლის 22 ივნისს, №2124-II-ს) ოცდამეთორმეტე თავის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებს, ოცდამეთხუთმეტე თავის 116-ე მუხლის „დ.ი“ ქვეპუნქტს და საქართველოს შესაბამის კანონმდებლობას. 2. ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვაზე, შეჩერებაზე, შეწყვეტასა და აღდგენაზე უფლებამოსილი პირი 1. გადაწყვეტილებას ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვისა და შეჩერების, აგრეთვე ამ უფლების აღდგენის შესახებ იღებს შესაბამისი ტყით სარგებლობის დოკუმენტის გამცემი ორგანო. 2. ტყით სარგებლობის უფლების შეწყვეტისა და ამ შემთხვევაში მისი აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ტყით სარგებლობის დოკუმენტის გამცემი ორგანო ან მისი ზემდგომი ორგანო. 3. გარემოსდაცვითი, ტყით სარგებლობის წესების და საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ტყის დაცვის მუშაკის მიერ ხორციელდება ტყით სარგებლობის საქმიანობის შეზღუდვა ან შეჩერება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ტყით სარგებლობის საქმიანობის შეზღუდვის ან შეჩერების ყველა ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ტყით სარგებლობის სათანადო უფლების გამცემ ორგანოს. 3. ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხის დასმაზე უფლებამოსილი პირი 1. სათანადო საფუძვლების არსებობისას, ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე საკითხის დასმის უფლება აქვს ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს. 2. სათანადო მტკიცებულებების წარდგენის საფუძველზე, ტყით სარგებლობის დოკუმენტის გამცემი შესაბამისი ორგანოსაგან ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვა, შეჩერება და შეწყვეტა შეიძლება მოითხოვოს; ა) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და მისმა ტერიტორიულმა ორგანომ; ბ) ზემდგომმა ორგანომ; გ) ტყის დაცვის მუშაკმა; დ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანომ; ე) საგადასახადო სისტემის სამსახურმა. 3. ტყით სარგებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების გამო ამ სამუშაოების განხორციელების ზონაში მომუშავე ან/და მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, ტყით სარგებლობის საქმიანობისა და უფლების შეზღუდვა და შეჩერება შეუძლია მოითხოვოს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით უფლებამოსილმა პირმა. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტყით სარგებლობის დოკუმენტის გამცემი შესაბამისი ორგანო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეისწავლის ან/და იხილავს ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების და შეწყვეტის თაობაზე მასთან შესულ ყველა ინფორმაციას. 5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტყით სარგებლობის დოკუმენტის გამცემი შესაბამისი ორგანო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში, იხილავს ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების და შეწყვეტის თაობაზე მასთან შესულ ოფიციალურ ინფორმაციას. 4. ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერებისა და შეწყვეტის წესი 1. ტყით სარგებლობის უფლების გამცემი ორგანო ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების და შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკითხის დასმაზე უფლებამოსილი პირის წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე. 2. ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის და შეჩერების თაობაზე ტყით სარგებლობის უფლების გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას: ა) ტყით მოსარგებლის შესახებ; ბ) ტყით სარგებლობის საქმიანობის განხორციელების ტერიტორიის შესახებ; გ) ტყით სარგებლობის სახის შესახებ; დ) ტყით სარგებლობის განხორციელებისას გამოვლენილი დარღვევებისა და მისი მასშტაბების შესახებ; ე) გარემოსდაცვითი და ტყით სარგებლობის დადგენილი წესებიდან გადახვევით გამოწვეული ზიანის (მ.შ. მატერიალური) და ქმედებათა გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ; ვ) არსებული დარღვევებისა და მათგან გამოწვეული უარყოფითი (გაუთვალიწინებელი) შედეგების გამოსწორების ღონისძიებებისა და ვადების თაობაზე მითითებების შესახებ; ზ) სხვა აუცილებელ ინფორმაციას. 3. ტყით სარგებლობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს აგრეთვე ტყით სარგებლობის შესაწყვეტად გასატარებელი აუცილებელი (მათ შორის, კონსერვაციის) ღონისძიებებისა და მათი განხორციელების ვადების შესახებ მოთხოვნებს. 4. ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების და შეწყვეტის თაობაზე ტყით სარგებლობის უფლების გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება გადაეცემა ტყით მოსარგებლეს ან საკონფლიქტო ტერიტორიაზე სამუშაოს უშუალოდ განმხორციელებელს (შემსრულებელს). 5. ტყით სარგებლობის დოკუმენტის გამცემის ზემდგომი ორგანოს მიერ ტყით სარგებლობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ტყით სარგებლობის დოკუმენტის გამცემი ორგანო მისი ზემდგომის გადაწყვეტილების საფუძველზე დაუყოვნებლად იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ტყით სარგებლობის უფლების შეწყვეტაზე და განახორციელებს მას ამ დებულების შესაბამისად. 6. ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების და შეწყვეტის თაობაზე ტყით სარგებლობის უფლების გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით დასმული კანონიერი მოთხოვნები და მითითებები ტყით მოსარგებლისათვის სავალდებულოა შესასრულებლად. 7. ამ დებულების დარღვევით ტყით მოსარგებლის მიერ ტყით სარგებლობის თვითნებურად გაგრძელების ან განახლების შემთხვევაში, ტყით სარგებლობის დოკუმენტის გამცემი ორგანო უფლებამოსილია გააუქმოს ტყით სარგებლობის დოკუმენტი, რომლის დროსაც ტყით მოსარგებლეს არ აუნაზღაურდება გაწეული ხარჯები, ამავე დროს იგი არ თავისუფლდება დაკისრებული გადასახადებისა და ჯარიმებისაგან, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პასუხისმგებლობისაგან. 5. ტყით მოსარგებლეთა სამეურნეო ან სხვა საქმიანობის შეჩერება, შეწყვეტა, აკრძალვა და აღდგენა 1. გარემოსდაცვითი და სატყეო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, ტყის დაცვის მუშაკს უფლება ეძლევა შეაჩეროს, შეწყვიტოს და აკრძალოს ტყით მოსარგებლის სამეურნეო ან სხვა საქმიანობა 5 დღემდე ვადით, რისთვისაც ის ადგენს სპეციალურ აქტს. 2. ტყით მოსარგებლის სამეურნეო ან სხვა საქმიანობის შეჩერების, შეწყვეტის ან აკრძალვის თაობაზე აქტში ტყის დაცვის მუშაკის მიერ დაფიქსირებული კანონიერი მოთხოვნები და მითითებები ტყით მოსარგებლისათვის სავალდებულოა შესასრულებლად. 3. ტყით მოსარგებლის სამეურნეო ან სხვა საქმიანობის შეჩერებაზე, შეწყვეტასა და აკრძალვაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის ტყის დაცვის მუშაკს. 4. ტყის დაცვის მუშაკის მიერ ტყით მოსარგებლის სამეურნეო ან სხვა შეჩერებული, შეწყვეტილი ან აკრძალული საქმიანობა 5 დღემდე ვადაში აღდგება შესაბამის აქტში მოცემული მითითებების შესრულებისა და დაშვებული დარღვევების აღმოფხვრის თაობაზე ტყის დაცვის მუშაკის მიერ შესაბამისი აქტის შედგენისთანავე. 5. ტყის დაცვის ის მუშაკი, რომელმაც შეაჩერა, შეწყვიტა ან აკრძალა ტყით მოსარგებლის სამეურნეო ან სხვა საქმიანობა, ვალდებულია ტყით მოსარგებლის მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გადაამოწმოს ტყით სარგებლობის საქმიანობის შეჩერების, შეწყვეტის ან აკრძალვისას მიცემული მითითებების შესრულების მდგომარეობა და დაუყოვნებლივ შეადგინოს სათანადო აქტი ტყით მოსარგებლის საქმიანობის აღდგენის მიზანშეწონილობის ჩვენებით. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის ტყის დაცვის მუშაკის მიზეზით დარღვევის შემთხვევაში, ტყით მოსარგებლის შეჩერებული, შეწყვეტილი ან აკრძალული საქმიანობა ითვლება აღდგენილად. 7. ტყის დაცვის მუშაკის მიერ ტყით მოსარგებლის სამეურნეო ან სხვა საქმიანობის შეჩერების, შეწყვეტის ან აკრძალვისას მიცემული მითითებების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში, ტყის დაცვის მუშაკი ვალდებულია, ტყით სარგებლობის უფლების გამცემი ორგანოს წინაშე წარადგინოს შესაბამისი აქტები და დასვას საკითხი შემდგომი რეაგირების შესახებ. 8. ტყით მოსარგებლის სამეურნეო ან სხვა საქმიანობის შეჩერების, შეწყვეტის ან აკრძალვის საქმეში გარემოს დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება ხორციელდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში და ამ დებულებით დადგენილ ვადებში. 6. ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის ვადები 1. ტყით სარგებლობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან/და შეჩერდეს სამ თვემდე ვადით. 2. ტყით მოსარგებლის მიზეზით სამ თვეზე მეტი ხნით ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის ან შეჩერების შემთხვევაში, საკითხი ისმება ტყით სარგებლობის შეწყვეტის თაობაზე. 3. ტყით მოსარგებლის მიერ ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვა ან/და შეჩერება ხორციელდება ტყით სარგებლობის დოკუმენტის გამცემი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და ამის თაობაზე წერილობითი ინფორმაციის მიღებისთანავე. 4. სტიქიური მოვლენების და საომარი მდგომარების გამო, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვისა და სხვა მსგავსი მიზნით ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერებისა და შეწყვეტის, აგრეთვე ამ უფლების აღდგენის ვადები დგინდება ამ მოვლენებთან დაკავშირებით გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტით. 5. ტყით სარგებლობის უფლების გამცემი ორგანო ვალდებულია ტყით მოსარგებლის მიერ მისი შეზღუდული ან შეჩერებული უფლების აღდგენის მიზნით მასთან განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში შეამოწმოს მის მიერ დასმული კანონიერი მოთხოვნებისა და მითითებების შესრულების მდგომარეობა და 10 დღის ვადაში მიიღოს არსებული მდგომარეობის შესაბამისი გადაწყვეტილება. 6. ტყით სარგებლობის უფლების გამცემი ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მასთან ტყით მოსარგებლის მიერ განცხადების შეტანიდან მე-18 დღეს ტყით მოსარგებლის უფლებები ითვლება აღდგენილად. 7. კონტროლი ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვისა და შეჩერების მიზეზების აღმოსაფხვრელად განხორციელებულ საქმიანობაზე და ამ საქმიანობის შედეგების შეფასება 1. ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერებისა და შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი (ტყის დაცვის მუშაკი, სატყეო მეურნეობა, აჭარის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი, დაცული ტერიტორია, სატყეო მეურნეობის ან დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი) ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერებისა და შეწყვეტის შემთხვევაში, ვალდებულია (უფლებამოსილია) განახორციელოს სისტემატური კონტროლი ამ დებულების შესაბამისად მის მიერ მიცემული მითითებების განხორციელების მიმდინარეობაზე. 2. ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის ან/და შეჩერების შემთხვევაში, მიცემული მითითებების სრულად განხორციელების შემთხვევაში შესაბამისი ტყის დაცვის მუშაკი ადგენს სათანადო წერილობით დოკუმენტს საკონფლიქტო უბანზე არსებული მდგომარეობის შესახებ და აკეთებს დასკვნას ტყით სარგებლობის უფლების აღდგენის მიზანშეწონილობის თაობაზე. 3. ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვისა და შეჩერების მიზეზების აღმოსაფხვრელად განხორციელებულ საქმიანობაზე კონტროლს და ამ საქმიანობის შეფასებას გარემოს დაცვის ინსპექტორი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. 8. სამ თვეზე მეტი ხნით ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის ან შეჩერების შემთხვევაში ტყით სარგებლობის უფლების შეწყვეტის წესი 1. ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვიდან ან შეჩერებიდან 3 თვის განმავლობაში ტყით სარგებლობის უფლების გამცემ ორგანოში ტყით მოსარგებლის მიერ უფლებების აღდგენაზე განცხადების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ტყით სარგებლობის უფლება ითვლება შეწყვეტილად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტყით სარგებლობის უფლება წყდება ტყით სარგებლობის უფლების შეწყვეტისათვის დადგენილი წესით. 9. ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ ტყით მოსარგებლის ინფორმირების წესი 1. ტყით სარგებლობის უფლების გამცემი ორგანოს მიერ ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ ტყით მოსარგებლეს ინფორმაცია მიეწოდება გადაწყვეტილების მიღების დღესვე, ხოლო წერილობითი დოკუმენტი წარედგინება არა უგვიანეს 3 დღისა. 10. ტყით მოსარგებლის მიზეზით ტყით სარგებლობის ხანგრძლივი ვადით (ერთი და მეტი წელი) შეჩერებისას ტყით სარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძვლები ტყით მოსარგებლის მიზეზით ტყით სარგებლობის ხანგრძლივი ვადით (ერთი და მეტი წელი) შეჩერებისას ტყით სარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძვლები შესაძლოა იყოს: ა) დაწყებული და დაუმთავრებელი სამუშაოები, რომელთა დაუსრულებლობა მიუღებელია გარემოსდაცვითი თვალსაზრისით; ბ) გზების გადაკეტვა ან ჩახერგვა; გ) ტყით სარგებლობასთან დაკავშირებული ისეთი სამუშაოების შეჩერება, რომლებიც მოითხოვენ კონსერვაციას (გზის მშენებლობის, მიწის და სხვა დაუმთავრებელი სამუშაოები); დ) ტყით სარგებლობის შეჩერება, რითაც ფერხდება ან შეუძლებელი ხდება სხვის მიერ კანონიერი ტყით სარგებლობის განხორციელება;  ე) ტყით სარგებლობის შეჩერება, რაც ზრდის ტყის ფონდზე მავნებლების, ხანძრის, ეროზიული ან სხვა საშიში მოვლენების გაჩენის რისკს. 11. სტიქიური მოვლენების, საგანგებო და საომარი მდგომარების გამო, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვისა და სხვა მსგავსი მიზნით ტყითსარგებლობის უფლების შეზღუდვა, შეჩერება, შეწყვეტა, აღდენა და მათი განხორციელების წესი სტიქიური მოვლენების საგანგებო და საომარი მდგომარების გამო, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვისა და სხვა მსგავსი მიზნით ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვა, შეჩერება და შეწყვეტა, აგრეთვე ამ უფლების აღდგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი პირის მიერ ამ მოვლენებთან დაკავშირებით გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის შესაბამისად. 12. პირობები, რომელთა არსებობისას შეუძლებელია ტყით სარგებლობის შემდგომი გაგრძელება და ამ შემთხვევაში ტყით სარგებლობის შეწყვეტის წესი 1. პირობები, რომელთა არსებობისას შეუძლებელია ტყით სარგებლობის შემდგომი გაგრძელება, შესაძლოა იყოს: ა) რესურსის ამოწურვა; ბ) სტიქიური მოვლენების ან სხვა მიზეზების გამო რესურსის განადგურება ან სხვა გარემოებების შექმნა; გ) ტყეთ მოწყობის, ტყეკაფის გამოყოფის და სხვა ღონისძიებების დროს დაშვებული შეცდომების გამო ტყით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტთან ან/და ტყით მოსარგებლის მიზნებთან რესურსის პარამეტრების შეუსაბამობა; დ) ტყით მოსარგებლის გაკოტრება ან ისეთი გარემოებების შექმნა, როცა იგი თვითონ ვეღარ უზრუნველყოფს ტყითსარგებლობის გაგრძელებას; ე) ტყის ფონდისათვის დანიშნულების, კატეგორიის შეცვლა, წიაღის აღმოჩენა, ან ეკონომიკურად უფრო გამართლებული თვალსაზრისით, ამ ტერიტორიის გამოყენების პერსპექტივა. 2. ამ მუხლით განსაზღრულ შემთხვევებში ტყით სარგებლობის უფლების შეწყვეტა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში (გარდა „დ“ ქვეპუნქტისა) დასახელებული უფლების ისეთი გარემოებების გამო შეწყვეტისას, როცა შეუძლებელია მისი გაგრძელება, ტყით მოსარგებლეზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 13. ტყით მოსარგებლის ინიციატივით ტყით სარგებლობის შეწყვეტის წესი 1. ტყით მოსარგებლე, საკუთარი ინიციატივით ტყით სარგებლობის შეწყვეტისას, ვალდებულია: ა) თავისი გადაწყვეტილების შესახებ ტყით სარგებლობის უფლების გამცემ ორგანოს აცნობოს ერთ თვით ადრე; ბ) განახორციელოს გარემოსდაცვითი და ტყის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის ღონისძიება, რომელიც აუცილებელია ტყით სარგებლობის შეწყვეტით მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება ტყით მოსარგებლისათვის სავალდებულოა ტყით სარგებლობის უფლების შეწყვეტის შემდეგაც და მათი განხორციელების რეალურ ვადებს ადგენს ტყის მართვაზე უფლებამოსილი პირი. 14. ტყით სარგებლობის უფლების აღდგენის წესი 1. ტყით სარგებლობის შეწყვეტილი უფლება აღდგენას არ ექვემდებარება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ტყით სარგებლობა შეწყდა სტიქიური მოვლენების, საგანგებო და საომარი მდგომარების გამო, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვისა და სხვა მსგავსი მიზეზით. 2. ტყით სარგებლობის წესების დარღვევის გამო ტყით სარგებლობის უფლების შეწყვეტის შემთხვევაში, ამ უფლების მქონე პირზე იმავე სახის ტყით სარგებლობის უფლება არ გაიცემა ტყით სარგებლობის უფლების შეწყვეტიდან 2 წლის განმავლობაში. 15. გარემოსდაცვითი მოთხოვნები ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერებისა და შეწყვეტის შემთხვევაში და პასუხისმგებელი პირი მათ განხორციელებაზე ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების სარეალიზაციოდ განსახორციელებელი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები ექვემდებარება გარემოსდაცვით მოთხოვნებს და მათ განხორციელებაზე პასუხისმგებელია ტყით მოსარგებლე. 16. ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვით, შეჩერებითა და შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წესი ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვით, შეჩერებითა და შეწყვეტით გამოწვეული ზიანი დგინდება და მისი ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 17. ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის გასაჩივრების წესი 1. ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერებისა და შეწყვეტის, აგრეთვე ამ უფლების აღდგენის შემთხვევაში წარმოშობილ დავას წყვეტს სასამართლო. 2. ტყით მოსარგებლის სამეურნეო ან სხვა საქმიანობის ტყის დაცვის მუშაკის მიერ შეჩერება, შეწყვეტა ან აკრძალვა შეიძლება გასაჩივრდეს მის ზემდგომთან ან სასამართლოში. 18. საზოგადოების წარმომადგენელთა უფლებები ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საქმეში საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ: ა) ტყით სარგებლობის უფლების გამცემი ორგანოსაგან მოითხოვონ ინფორმაცია ტყით სარგებლობის პირობებისა და ტყით მოსარგებლის მიერ გატარებული სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების კანონმდებლობასთან და გარემოსდაცვით მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე; ბ) ტყით სარგებლობის უფლების გამცემი ორგანოსაგან მოითხოვონ ინფორმაცია ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ, ან მათ წინაშე დასვან საკითხი ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის თაობაზე; გ) გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებები.