“ტრანსფუზიოლოგიური სამსახურის შემდგომი განვითარების შესახებ”
მიღების თარიღი 14.03.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №110/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.100.000.11.119.004.703
გამოქვეყნების წყარო სსმ, 29, 29/03/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.03.2001 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“ტრანსფუზიოლოგიური სამსახურის შემდგომი განვითარების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 {mso-style-name:petiti10; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 66.25pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.100.000.11.119.004.703
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N110/ნ
2001 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
ტრანსფუზიოლოგიური სამსახურის შემდგომი განვითარების შესახებ
„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 და მე-14 მუხლების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარების, თანამედროვე ტექნოლოგიების, ტრანსფუზიული მეცნიერების და პრაქტიკის უახლესი მიღწევების დანერგვის ხელშეწყობის, მოსახლეობის სამკურნალო-კონსულტაციური დახმარების გაწევის, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური და სტაციონარული დაწესებულებების საქმიანობის მეთოდური და პრაქტიკული სრულყოფის მიზნით ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) ექიმი-ტრანსფუზიოლოგის შესახებ დებულება (დანართი 1);
ბ) ექიმი-ტრანსფუზიოლოგის საკვალიფიკაციო დახასიათება (დანართი 2);
2. დაევალოს აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალურ დეპარტამენტებს, ქ.ფოთის და დაბა მესტიის მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამმართველოებს, ქ.თბილისის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურს უზრუნველყონ ბრძანების დაყვანა სამკურნალო დაწესებულებებამდე.
3.კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს მ. ღუდუშაურს.
ა. ჯორბენაძე
დანართი 1
ექიმი-ტრანსფუზიოლოგის შესახებ დებულება
1. ექიმი-ტრანსფუზიოლოგი უნდა იყოს უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე სპეციალისტი „ზოგადი პროფილის ექიმის ან პედიატრის” სპეციალობით, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, გავლილი აქვს დიპლომისშემდგომი მომზადება (რეზიდენტურა, თემატური დახელოვნება ან სპეციალიზაცია) საწარმოო ან კლინიკურ ტრანსფუზიოლოგიაში და გააჩნია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი თეორიული მომზადება და პრაქტიკული ჩვევები.
2. ექიმი-ტრანსფუზიოლოგი შეიძლება მუშაობდეს სისხლის გადასხმის ცენტრში ან საავადმყოფოს კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის განყოფილებაში (კაბინეტში).
3. ექიმი-ტრანსფუზიოლოგი მუშაობის პროცესში ხელმძღვანელობს წინამდებარე დებულებით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” და „სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ” საქართველოს კანონებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
4. ექიმი-ტრანსფუზიოლოგი სამსახურებრივად ექვემდებარება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს.
5. ექიმი-ტრანსფუზიოლოგის თანამდებობაზე დანიშვნა და განთავისუფლება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ექიმი-ტრანსფუზიოლოგი ვალდებულია კეთილსინდისიერად და მაღალი პროფესიონალიზმით შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციონალური მოვალეობები.
7. ექიმი-ტრანსფუზიოლოგი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს:
ა) სისხლის სამსახურის დაწესებულებებში დონორობის ორგანიზებაში, სისხლის მისი კომპონენტების და პრეპარატების დამზადებაში;
ბ) სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების, ტრანსფუზიოლოგიური დახმარების სამსახურის ორგანიზებაში და მის კონტროლში;
გ) სისხლის სამსახურის დაწესებულებებში მოწყობილ თათბირებსა და სამეცნიერო-პრაქტიკულ ან სხვა სახის კონფერენციებში;
დ) ქვედანაყოფის სამუშაო პროცესის სამომავლო დაგეგმარებაში და საანგარიშგებო დოკუმენტების შედგენაში;
ე) უმცროსი და საშუალო სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის მოწყობილ ღონისძიებებში;
ვ) მოსახლეობაში დონორობის აგიტაციისა და პროპაგანდის ღონისძიებებში.
8. ექიმი-ტრანსფუზიოლოგი ვალდებულია განახორციელოს:
ა) სხვადასხვა ჯგუფის დონორების სამედიცინო შემოწმება;
ბ) დონორი სისხლის, მისი კომპონენტებისა და პრეპარატების დამზადება სხვადასხვა მეთოდებით;
გ) ძვლის ტვინის და ჰემოპოეტური უჯრედების დამზადება;
დ) დონორის და რეციპიენტის შემოწმებისათვის აუცილებელი იმუნოჰემატოლოგიური გამოკვლევები და შედარებითი სინჯები, რომლებიც საჭიროა ჰემოტრანსფუზიული საშუალებების შერჩევის, აგრეთვე ჰემოპოეტური უჯრედების გადანერგვის დროს;
ე) ბაქტერიოლოგიური გამოკვლევებისათვის სისხლის, მისი კომპონენტებისა და პრეპარატების, ძვლის ტვინის და ჰემოპოეტური უჯრედების ნიმუშების შერჩევა, აგრეთვე ჰემოტრანსფუზიული საშუალებების, ძვლის ტვინის და ჰემოპოეტური უჯრედების დამზადების პირობების კონტროლი და სინჯების აღება ბაქტერიოლოგიური შემოწმებისათვის;
ვ) ჰემოტრანსფუზიული საშუალებების შენახვა და მათი გაცემა ტრანსფუზიისათვის;
ზ) ტრანსფუზიული თერაპიის ჩატარებამდე ავადმყოფთა წინასწარი გამოკვლევა და მათთვის ინდივიდუალური ტრანსფუზიული პროგრამების შედგენა სხვადასხვა დაავადებების და ტრავმების შემთხვევაში;
თ) სამკურნალო დაწესებულებაში აუტოჰემოტრანსფუზია და რეინფუზია, დაამზადოს აუტო–სისხლი და მისი კომპონენტები სხვადასხვა მეთოდებით;
ი) სისხლის, მისი კომპონენტების და პრეპარატების ტრანსფუზია, აგრეთვე სისხლის შემცვლელების ინფუზია სხვადასხვა მეთოდებით;
კ) იმ სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების შემოწმება, სადაც ადგილი ჰქონდა პოსტტრანსფუზიულ გართულებებს, მოახდინოს მათი დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობა;
ლ) ექსტრაკორპორალური ჰემოკორექციის (სამკურნალო ჰემაფერეზი და სხვა) ოპერაცია და ფოტოჰემოთერაპიის პროცედურები;
მ) დონორობის და ტრანსფუზიული თერაპიის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები;
ნ) აპარატურასთან და ხელსაწყოებთან მუშაობის პროცესში უსაფრთხოების ტექნიკის წესების და სისხლის სამსახურის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური რეჟიმის მოთხოვნების მკაცრი დაცვა;
ო) გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობების და ტრავმების დროს;
პ) უმცროსი და საშუალო სამედიცინო პერსონალის მიერ ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების განუხრელ დაცვაზე კონტროლი;
ჟ) სამედიცინო დოკუმენტაციის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისად გაფორმება და შევსება;
რ) საკუთარი თეორიული და პრაქტიკული პროფესიული მომზადების დონის ყოველდღიური ამაღლება;
ს) თანამედროვე ტექნოლოგიების, ტრანსფუზიოლოგიური მეცნიერების და პრაქტიკის უახლესი მიღწევების სამუშაო პროცესში დანერგვა;
ტ) სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ექიმებისათვის კონსულტაციური დახმარება კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის საკითხებში, მონაწილეობა მიიღოს ჰემოტრანსფუზიის დარღვევის დიაგნოსტიკაში და მკურნალობაში, აგრეთვე ტრანსფუზიული საშუალებების წარმოებაში.
9. ექიმი-ტრანსფუზიოლოგი უფლებამოსილია:
ა) აუცილებლობის შემთხვევაში მოიწვიოს სხვა სპეციალობის ექიმები დონორის ან ტრანსფუზიული თერაპიის პროცედურის ჩვენების მქონე პაციენტის გამოსაკვლევად;
ბ) განკარგულებები მისცეს საშუალო და უმცროს სამედიცინო პერსონალს და გააკონტროლოს მათი შესრულება;
გ) მონაწილეობა მიიღოს ტრანსფუზიოლოგიური საკითხებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების მუშაობაში;
დ) მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოებების, პროფილური ასოციაციების მუშაობაში სპეციალობის მიხედვით, იყოს სხვადასხვა პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი;
ე) ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სამეცნიერო გამოკვლევებში და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენის დაწესებულების საარქივო მასალები.
10. ექიმი-ტრანსფუზიოლოგი პასუხისმგებელია:
ა) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული, მასზე დაკისრებული ფუნქციონალური მოვალეობების პირნათლად შესრულებაზე;
ბ) დაწესებულებაში ჩატარებული იმუნოჰემატოლოგიური გამოკვლევების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და წარმოებული პროდუქციის ხარისხიანობაზე;
გ) უსაფრთხოების ტექნიკის წესების, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური რეჟიმის და „უსაფრთხო სისხლის” წესების მკაცრ დაცვაზე;
დ) სამუშაო პროცესში წარმოებული სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად, დადგენილი ნორმების მიხედვით წარმართვაზე.
დანართი 2
ექიმი-ტრანსფუზიოლოგის საკვალიფიკაციო დახასიათება
წინამდებარე საკვალიფიკაციო დახასიათება ადგენს მოთხოვნებს, რომელიც წარედგინება ექიმ-ტრანსფუზიოლოგს და განსაზღვრავს მისი ცოდნის და პროფესიული დახელოვნების დონეს სპეციალობის მიხედვით, ადგენს მუშაობის ძირითად დებულებებს და პირობებს.
მუხლი I. ზოგადი ცოდნა
სპეციალობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ექიმი-ტრანსფუზიოლოგი ვალდებულია იცოდეს:
1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ორგანოების და დაწესებულებების ფუნქციონირების განმსაზღვრელი ჯანმრთელობის დაცვის საკანონმდებლო აქტები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ბრძანებები და დირექტივები;
2. საავადმყოფოს, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულების სამკურნალო-პროფილაქტიკური, აგრეთვე სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ორგანიზაციის საფუძვლები;
3. კატასტროფის მედიცინის ორგანიზაციის საფუძვლები;
4. სამართლებრივი ასპექტები ექიმის მოღვაწეობის შესახებ;
5. სადაზღვევო მედიცინის პირობებში ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების და ექიმის მუშაობის პრინციპები;
6. ჯანმრთელობის დაცვის ეკონომიკის საფუძვლები;
7. ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვის სოციალურ-ფსიქოლოგიური საკითხები;
8. კლინიკური (ანამნეზი, გამოკვლევის ფიზიკალური მეთოდები), ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური გამოკვლევის მეთოდები;
9. ჰემოგრამის, სისხლის ბიოქიმიური შემადგენლობის, შარდის კლინიკური ანალიზის, ჰემოსტაზიოგრამის, სეროლოგიური რეაქციების, ინფექციური დაავადებების და ვირუსმატარებლობის დიაგნოსტიკისათვის აუცილებელი კლინიკო-ლაბორატორიული მაჩვენებლების ანალიზი;
10. სისხლის მიმოქცევის, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემების, ღვიძლის, თირკმელების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების, სისხლმბად ორგანოთა სისტემის კლინიკო-ლაბორატორიული დიაგნოსტიკის პრინციპები, მათი ფუნქციონალური მდგომარეობის შეფასების მიზნით;
11. ინფექციური დაავადებების (ჰეპატიტი, სიფილისი, მალარია და სხვა) კლინიკო-ლაბორატორიული დიაგნოსტიკის პრინციპები;
12. სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დიაგნოსტიკისა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პრინციპები;
13. იმუნოლოგიის საფუძვლები;
14. კომპიუტერთან მუშაობის ელემენტები;
15. ჯანმრთელობის დაცვის სისტემის კომპიუტერიზაციის საფუძვლები;
16. ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში სტატისტიკური კვლევის მეთოდების გამოყენების პრინციპები.
მუხლი II. ზოგადი დახელოვნება
ექიმი-ტრანსფუზიოლოგი უნდა ფლობდეს:
1. ავადმყოფის და დონორის კლინიკური გამოკვლევის მეთოდიკას (გამოკითხვა, ფიზიკალური გამოკვლევა);
2. ტრავმის და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობების დროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მეთოდიკას;
3. ტერმინალური მდგომარეობების დროს ჩასატარებელი რეანიმაციული ღონისძიებების კომპლექსს;
4. ჰემოგრამის, სისხლის ბიოქიმიური შემადგენლობის, ჰემოსტაზიოგრამის, თრომბოელასტოგრამის, ელექტროკოაგულოგრამის, ელექტროკარდიოგრამის მაჩვენებლების ანალიზის მეთოდებს;
5. ინფექციური დაავადებების და ვირუსმატარებლობის დიაგნოსტიკისათვის აუცილებელი ბიოქიმიური და სეროლოგიური გამოკვლევის შედეგების ანალიზის მეთოდებს;
6. სამედიცინო დოკუმენტაციის გაფორმების წესებს;
7. მოსახლეობაში სანიტარიულ-საგანმანათებლო მუშაობის პრინციპებს;
8. პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობის ელემენტებს.
მუხლი III. სპეციალური ცოდნა და დახელოვნება
ექიმი-ტრანსფუზიოლოგი ვალდებულია იცოდეს:
1.ტრანსფუზიოლოგია როგორც დამოუკიდებელი, კომპლექსური, სამეცნიერო-პრაქტიკული სამედიცინო დისციპლინა, მის წინაშე დასახული ამოცანებით და პრინციპებით;
2. ზოგადი, საწარმოო და კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის ძირითადი სამეცნიერო-პრაქტიკული მიმართულებების შინაარსი;
3. სისხლის სამსახურისა და ტრანსფუზიოლოგიური დახმარების ორგანიზაციის პრინციპები, ევროპის საბჭოსა და მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მეთოდური სარეკომენდაციო დოკუმენტების შესაბამისად;
4. საქართველოს სისხლის სამსახურის, ტრანსფუზიოლოგიური და ჰემატოლოგიური დახმარების ორგანიზაციის პრინციპები;
5. საქართველოს სისხლის სამსახურის ორგანიზაციულ-მეთოდოლოგიური სტრუქტურა;
6. სისხლის და ტრანსფუზიული თერაპიის სამსახურის ორგანიზაციის და მუშაობის მოქმედი ინსტრუქციულ-მეთოდური დოკუმენტები;
7. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის (სისხლის გადასხმის) ამოცანები და სტრუქტურა;
8. სისხლის გადასხმის სადგურის ამოცანები, სტრუქტურა, შტატი, აღჭურვილობა და მისი კატეგორიის განსაზღვრა;
9. საავადმყოფოს ტრანსფუზიული თერაპიის კაბინეტის ამოცანები, შტატი და აღჭურვილობა;
10. საავადმყოფოს ან პოლიკლინიკის სისხლის ფრაქციონირების (ექსტრაკორპორალური ჰემოკორექციის და ფოტოჰემოთერაპიის) და ექსტრაკორპორალური გაწმენდის განყოფილების (კაბინეტის) ამოცანები, შტატი და აღჭურვილობა;
11. სისხლის გადასხმის სადგურის ქვედანაყოფების თანამშრომელთა ფუნქციონალური მოვალეობები, ამოცანები და მუშაობის ორგანიზაციის პრინციპები;
12. საავადმყოფოს სისხლის გადასხმის განყოფილების თანამშრომელთა ფუნქციონალური მოვალეობები, ამოცანები და მუშაობის ორგანიზაციის პრინციპები;
13. საავადმყოფოს ტრანსფუზიული თერაპიის კაბინეტის თანამშრომალთა (საავადმყოფოში ტრანსფუზიული თერაპიის სამუშაოთა წარმართვაზე პასუხისმგებელი ექიმის) ფუნქციონალური მოვალეობები, ამოცანები და მუშაობის ორგანიზაციის პრინციპები;
14. საავადმყოფოს სამკურნალო განყოფილებებში ტრანსფუზიული თერაპიის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ექიმის მოვალეობები;
15. სამკურნალო დაწესებულებებში (სისხლის გადასხმის განყოფილება, კაბინეტი) ტრანსფუზიული თერაპიის ორგანიზაციის შემოწმების მეთოდიკა;
16. სისხლის სამსახურის დაწესებულებების მიერ წარმოებული ძირითადი პროდუქციის ჩამონათვალი და მათ მიმართ შესაბამისი სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნები;
17. სისხლის სამსახურის დაწესებულებების მუშაობის დაგეგმარების პრინციპები და საანგარიშგებო დოკუმენტების ნუსხა;
18. საქართველოს კანონი სისხლის და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ, სისხლის გადასხმის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული სისხლის დონორობის და ტრანსფუზიული კოდექსის ეთიკური ნორმები, დონორობის ორგანიზაციის პრინციპები;
19. დონორობის ორგანიზაციული (სოციოლოგიური) და ბიოლოგიური ნიშნით სახეობების მიხედვით კლასიფიკაცია;
20. სისხლის და მისი კომპონენტების (პლაზმაციტაფერეზი) დამზადებისათვის, იმუნური, ძვლის ტვინის დონორების შერჩევისათვის წაყენებული მოთხოვნები, ჩასატარებელი გამოკვლევების თანმიმდევრობა, სხვადასხვა სახის დონორობის რეჟიმი, დონორობის სხვადასხვა სახეობის აბსოლუტური და შედარებითი (დროებითი) უკუჩვენებები, დონორების გამოკვლევის თანმიმდევრობა და მათი დოკუმენტირება მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად;
21. დონორთა უფლებება-მოვალეობები და მათზე გავრცელებული შეღავათები;
22. დონორობის ორგანიზაცია, მისი აგიტაციისა და პროპაგანდის მეთოდები;
23. ტრანსფუზიოლოგიურ პრაქტიკაში დანერგილი იმუნოჰემატოლოგიის (სისხლის ჯგუფობრივი ანტიგენ-ანტისხეულების, სისხლის ანტიგენების სისტემები, სისხლის ჯგუფები, მისი მნიშვნელობა ფიზიოლოგიაში, პათოლოგიაში და ტრანსფუზიოლოგიაში) საფუძვლები, გამოყენებული სეროლოგიური რეაქციების პრინციპები;
24. დონორის, რეციპიენტის, ორსულის რეზუს-კუთვნილების განსაზღვრის თავისებურებანი, მათი დაფიქსირება პასპორტსა და სხვა დოკუმენტებში;
25. სისხლის სისტემა, სისხლწარმოქმნა (ჰემოპოეზია), სისხლის უჯრედების ფუნქციონალური თავისებურებანი;
26. ჰემოსტაზის სისტემა (სისხლის აგრეგაციული მდგომარეობის რეგულაციის სისტემა), მისი ფუნქციები, სტრუქტურა, შედედების და შედედების საწინააღმდეგო რგოლების შემადგენელი კომპონენტები, ჰემოსტაზის მექანიზმი, პირველადი და მეორადი ჰემოსტაზის თანამედროვე სქემები, შედედების საწინააღმდეგო დაცვითი სისტემები, ჰემოსტაზის სისტემის გამოკვლევის მეთოდები;
27. სისხლის და მისი კომპონენტების კონსერვირების საფუძვლები და მეთოდები, თანამედროვე ჰემოკონსერვანტები;
28. სისხლის და მისი კომპონენტების დამზადების ორგანიზაცია;
29. სისხლის ფრაქციონირების და დამზადების აპარატურა;
30. სისხლის პრეპარატების დამზადების ორგანიზაცია;
31. ჰემაფერეზის (პლაზმაფერეზი, ციტაფერეზი) მეთოდები და მისი ორგანიზაცია სისხლის სამსახურის დაწესებულებებში;
32. ძვლის ტვინის და ჰემოპოეტური უჯრედების დამზადების ორგანიზაცია;
33. სისხლის, მისი კომპონენტების და პრეპარატების, ძვლის ტვინის დამზადების პროცესის ბაქტერიოლოგიური კონტროლოს ზოგადი საკითხები;
34. ჰემოტრანსფუზიული საშუალებების ტრანსპორტირების და შენახვის ორგანიზაციის საკითხები;
35. სისხლის სამსახურის დაწესებულებების მიერ დამზადებული პროდუქციის ხარისხის კონტროლის ზოგადი ასპექტები;
36. გადაუდებელი ტრანსფუზიის დროს საავადმყოფოში სისხლის დამზადების ორგანიზაციის საკითხები;
37. სისხლის პრეპარატები, კლასიფიკაცია და მათი მნიშვნელობა კლინიკურ პრაქტიკაში;
38. სისხლის შემცვლელები (ჰემოკორექტორები), მათი კლასიფიკაცია შემადგენლობის და სამკურნალო თვისებების მიხედვით, მნიშვნელობა კლინიკურ პრაქტიკაში;
39. თანამედროვე ტრანსფუზიული საშუალებების სამკურნალო მოქმედების მექანიზმები (დონორი სისხლი, მისი კომპონენტები და პრეპარატები, აუტოსისხლი და მისი კომპონენტები, ჰემოკორექტორები);
40. ტრანსფუზიოლოგიური ექსტრაკორპორალური ჰემოკორექციის (ეფერენტული თერაპიის) და ფოტოჰემოთერაპიის სამკურნალო მოქმედების მექანიზმები;
41. ტრანსფუზიოლოგიური თერაპიის ჩვენებები პათოგენეზური პრინციპის მიხედვით;
42. ტრანსფუზიოლოგიური თერაპიის პროგრამების შედგენის პრინციპები;
43. სისხლის გადასხმის მეთოდები (პირდაპირი და არაპირდაპირი, გაცვლითი და შებრუნებითი სისხლის გადასხმა);
44. ტრანსფუზიული თერაპიის აპარატურა;
45. სამკურნალო დაწესებულებებში აუტოჰემოტრანსფუზიის და რეინფუზიის ორგანიზაცია;
46. ჰემოტრანსფუზიული საშუალებების სპეციალური შერჩევის ჩვენებები (დონორის სპეციალური ამორჩევა და დონორის ან სისხლის ინდივიდუალურად შერჩევა);
47. პოსტტრანსფუზიული გართულებების კლასიფიკაცია, მათი მიზეზები, პათოგენეზი, კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა;
48. კატასტროფის მედიცინის სამსახურში სისხლის სამსახურის ორგანიზაცია;
49. კატასტროფის მედიცინის სამსახურში დონორობის, სისხლის და მისი კომპონენტების დამზადების, ტრანსფუზიული თერაპიის თავისებურებანი;
50. ჰემოსტაზიოპათიის (ჰემოსტაზის დარღვევა) და ჰემორაგიული დიათეზების კლასიფიკაცია, მათი კლინიკო-ლაბორატორიული დიგნოსტიკისა და ჰემოსტაზური თერაპიის პრინციპები, ჰემოსტაზიოპათიების ტრანსფუზიული თერაპიის თავისებურებანი;
51. ქირურგიულ პრაქტიკაში ტრანსფუზიული თერაპიის თავისებურებანი;
52. თერაპიულ პრაქტიკაში ტრანსფუზიული თერაპიის თავისებურებანი;
53. ჰემატოლოგიურ პრაქტიკაში ტრანსფუზიული თერაპიის თავისებურებანი;
54. მეანობა-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ტრანსფუზიული თერაპიის თავისებურებანი;
55. პედიატრიულ პრაქტიკაში ტრანსფუზიული თერაპიის თავისებურებანი;
56. ინფექციური დაავადებების დროს ტრანსფუზიული თერაპიის თავისებურებანი;
57. ხელოვნური სისხლის მიმოქცევის ტრანსფუზიოლოგიური უზრუნველყოფა;
58. ტრანსფუზიული თერაპიის დიკუმენტაცია.
მუხლი IV . მანიპულაციები
ექიმ-ტრანსფუზიოლოგს უნდა შეეძლოს:
1. ვენეპუნქცია, ვენესექცია, მაგისტრალური ვენების (ლავიწქვეშა, თეძოს) პუნქცია და კათეტერიზაცია;
2. ABO სისტემის მიხედვით სისხლის ჯგუფობრიობის განსაზღვრა უბრალო, სტანდარტული ჰემაგლუტინაციის შრატების და სტანდარტული მონოკლონური ანტისხეულების რეაგენტების დახმარებით;
3. ABO სისტემის მიხედვით სისხლის ჯგუფობრიობის განსაზღვრა ჯვარედინი მეთოდით, სტანდარტული ჰემაგლუტინაციის შრატებით, სტანდარტული მონოკლონური ანტისხეულების რეაგენტებით და სტანდარტული ერითროციტებით;
4. A (A1და A2) ანტიგენის სახეობების განსაზღვრა;
5. რთულად სადიაგნოსტიკო შემთხვევებში, ABO სისტემის მიხედვით სისხლის ჯგუფობრიობის განსაზღვრა სხვადასხვა რეაგენტების გამოყენებით;
6. სისხლის ჯგუფობრიობის რეზუს სისტემის განსაზღვრა კონგლუტინაციის რეაქციის საშუალებით, ჟელატინის სტანდარტული პოლიკლონური (ალოიმუნური) ანტირეზუსული შრატების და სტანდარტული მონოკლონური რეაგენტების (არასრული ანტისხეულ-ანტირეზუსი) გამოყენებით;
7. სისხლის ჯგუფობრიობის რეზუს სისტემის განსაზღვრა უნივერსალური ანტირეზუსული რეაგენტით;
8. სისხლის ჯგუფობრიობის რეზუს სისტემის განსაზღვრა აგლუტინაციის სტანდარტული მონოკლონური ანტირეზუსული რეაგენტებით (სრული ანტისხეულებით) ბრტყელ ფინჯანზე და სინჯარაში;
9. სისხლის ჯგუფობრიობის რეზუს სისტემის განსაზღვრა სტანდარტული ანტირეზუსული შრატებით და სტანდარტული მონოკლონარული რეაგენტებით (არასრული ანტისხეულებით);
10. სისხლის ჯგუფობრიობის განსაზღვრის მეთოდიკა სხვა ანტიგენური სისტემებით (კელი,დაფი და სხვა);
11. კუმბსის პირდაპირი და არაპირდაპირი სინჯების მეთოდიკა;
12. სრული და არასრული ანტიერითროციტური ანტისხეულების ციტირირების მეთოდიკა;
13. ჰემოტრანსფუზიის დროს ABO-სისტემის მიხედვით შეთავსების სინჯის ჩატარება;
14. ჰემოტრანსფუზიის დროს რეზუს-ფაქტორის (ჟელატინით და პოლიგლუკინით კონგლუტინაციის რეაქცია) მიხედვით შეთავსების სინჯის ჩატარება;
15. ჰემოტრანსფიზიის დროს შეთავსებაზე ბიოლოგიური სინჯის ჩატარება;
16. ჰემოტრანსფუზიის დროს დონორის შერჩევის სპეციალური მეთოდიკა;
17. ჰემოტრანსფუზიის დროს დონორის (სისხლის) ინდივიდუალური შერჩევის მეთოდიკა;
18. დონორის გამოკვლევა სისხლის გაცემაზე, პლაზმაციტაფერეზზე, ძვლის ტვინის და ჰემოპოეტური უჯრედების დამზადებაზე უკუჩვენების გამორიცხვის მიზნით;
19. დონორის სისხლის შუშის ბოთლებში და ჰემოკონტეინერებში დამზადება;
20. ფრაქციონირება: ა)შუშის ბოთლში დამზადებული სისხლის, მისგან შემადგენელი კომპონენტების მომზადებისათვის, ბ)ჰემოკონტეინერში მოთავსებული სისხლის, მისგან შემადგენელი კომპონენტების მომზადებისათვის;
21. არააპარატული პლაზმაციტაფერეზის მეთოდი (რეფრიჟირატორული ცენტრიფუგის გამოყენებით);
22. პლაზმაციტაფერეზი სისხლის ფრაქციონატორების გამოყენებით;
23. ალოგენური და აუტოლოგიური ძვლის ტვინის და ჰემოპოეტური უჯრედების დამზადება;
24. დონორი სისხლის და მისი კომპონენტების ლაბორატორიული გამოკვლევა;
25. დონორი სისხლის, მისი კომპონენტების, ძვლის ტვინის და ჰემოპოეტური უჯრედების პასპორტიზაცია;
26. სისხლის, მისი კომპონენტების და პრეპარატების დამზადების პირობების ბაქტერიოლოგიური კონტროლი;
27. სისხლის, მისი კომპონენტების და პრეპარატების, დაკონსერვებული ძვლის ტვინის და ჰემოკონსერვანტების სინჯების შერჩევა ბაქტერიოლოგიური კონტროლისათვის;
28. სისხლის კომპონენტების კრიოკონსერვირება;
29. აუტოსისხლის და მისი კომპონენტების დამზადება სხვადასხვა მეთოდით;
30. გადაუდებელი ტრანსფუზიისათვის დონორი სისხლის დამზადება;
31. ჰემოტრანსფუზიული გარემოს და ჰემოკორექტორების ჰემოტრანსფუზიისათვის ვარგისიანობის განსაზღვრა;
32. ტრანსფუზია ვენაში, არტერიაში, ღრუბლისებრ ძვალში (მკერდის, ქუსლის და სხვა);
33. სისხლის გადასხმის მეთოდიკა;
34. სისხლის რეინფუზიის მეთოდიკა;
35. სისხლის ABO ჯგუფობრიობის და რეზუს კუთვნილების მიხედვით დონორის სისხლის და მისი კომპონენტების შერჩევა, საკონტროლო გამოკვლევების ჩატარება ჰემოტრანსფუზიისას;
36. პაციენტის მომზადება ჰემოტრანსფუზიისათვის და დაკვირვება მასზე ჰემოტრანსფუზიის მსვლელობის და მისი დამთავრების შემდგომ პერიოდში;
37. ჰემოკორექტორების (პოლიგლუკინი და სხვა) ინფუზიისას შეთავსების სინჯების წარმოება;
38. ჰემოტრანსფუზიული გართულებების დიაგნოსტიკის დროს იმუნოჰემატოლოგიური გამოკვლევების ჩატარება.