„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის 2021 წლის 15 აპრილის №59- ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის ბრძანება №97 ძ/ს |
|
2021 წლის 14 ივლისი ქ. თბილისი |
1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2021 წლის 15 აპრილის №59-ძ/ს ბრძანების (სსმ, ვებგვერდი, 16/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 040110000.33.062.016125) პირველი პუნქტით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებელი თანხა გაიცემა გრანტის სახით და პროგრამის შემსრულებელი იქნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გრანტის გაცემა განხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 11 აპრილის №13 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესის“ შესაბამისად.“;
ბ) წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) პირი/ოჯახი, რომლის სოციალური მდგომარეობა არის მძიმე და არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ არცერთ კატეგორიას – არაუმეტეს 500 ლარისა.“;
გ) წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მარტოხელა მშობლებსა და აფხაზეთის ომში დაღუპული პირის მშობლებს;“;
ე) წესის მე-9 მუხლის:
ე.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე.ბ) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით:
„ე) ცნობა/წერილი სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან ქირის თანხის დაფინანსების არმიღების თაობაზე. აღნიშნული არ ვრცელდება იმ განმცხადებლებზე/ბენეფიციარებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 30 000-ზე მეტს.“;
ვ) წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ზ) წესის მე-16 მუხლის:
ზ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დეპარტამენტი დაფინანსების შესახებ დასაბუთებული მოხსენებითი ბარათით მიმართავს მინისტრს, რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დევნილი ოჯახის გამრიცხველიანება/აბონირებისთვის თანხის გამოყოფისა და შემდგომში განსახორციელებელი ქმედებების განსაზღვრის შესახებ.“.
ზ.ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ზ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კომპანიის მიერ სამუშაოების დასრულების შემდგომ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლისა და კომპანიის წარმომადგენლის მიერ შედგება სამუშაოს შესრულების მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დეპარტამენტის მიერ ეგზავნება სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.“.
თ) წესის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კომისიის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადებში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება მინისტრს, რომლის შემდგომაც ხორციელდება სამუშაოს მიმწოდებლის მოძიება და მასთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
ი) წესის 35-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) მოთხოვნილი სარემონტო/სამშენებლო მასალების ჩამონათვალი და კომპანიის მიერ გაცემული ინვოისი.“;
კ) წესის 36-ე მუხლის:
კ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კომისიის მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი ფორმით დეპარტამენტის მიერ, რომელიც შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ დახმარების მიღების უფლების მქონე ბენეფიციარ პირს/ოჯახს სამინისტროს მხრიდან გადაეცემა შესაბამისი წერილობითი შეტყობინება/გარანტია, რომლის კომპანიისათვის წარდგენის შემდგომ მასზე გაიცემა სარემონტო/სამშენებლო მასალები;
კ.გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
კ.დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სარემონტო/სამშენებლო მასალების ბენეფიციარ პირზე/ოჯახზე გაცემის ფაქტი უნდა დადასტურდეს მიღება-ჩაბარების აქტით, რომელსაც ხელს აწერს კომპანიის წარმომადგენელი, ბენეფიციარი და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი, რომლის სამინისტროში წარმოდგენის შემდგომ კომპანიას გადაერიცხება სარემონტო/სამშენებლო მასალების ღირებულების საფასური.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|