ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ დიხაშხოს N12 ქუჩისათვის ნიკოლოზ აგიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 14.07.2021
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-65.65211951
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016012
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/07/2021
matsne.gov.ge 252 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის N1 ქუჩისთვის მერაბ კოსტავას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 17.04.2024 ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში სოლომონ II-ის ქუჩა N59-ში მდებარე რაგბის მოედნისა და ტრიბუნისათვის ბეჟან ხურციძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 11.10.2018 ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის N12 ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 17.04.2024 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლესიჭინეში მდებარე სტადიონის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 06.11.2023 დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაღაროსკარში უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული ნიკოლოზ თურმანაულის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 06.09.2019

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ დიხაშხოს N12 ქუჩისათვის ნიკოლოზ აგიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის  განკარგულება №გ-65.65211951 2021 წლის 14 ივლისი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს  ადმინისტრაციულ ერთეულში  მდებარე სოფელ დიხაშხოს N12 ქუჩისათვის ნიკოლოზ აგიაშვილის სახელის მინიჭების  შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   24-ე მუხლის  1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე  გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის N239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების,  აღრიცხვისა და დაცვის  მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი   სამთავრობო კომისიის 2021 წლის 11  ივნისის სხდომის ოქმის  N26 ამონაწერის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  გ ა დ ა წ ყ   ვ  ი  ტ ა  : 1. მოხდეს ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ დიხაშხოს N12  ქუჩის  სახელდება და მას მიენიჭოს მწერლისა  და პუბლიცისტის ნიკოლოზ აგიაშვილის    სახელი. 2. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად   საჭირო   ღონისძიებების გატარება. 3. ვანის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  მმართველობის სფეროში  მოქმედ საჯარო  სამართლის იურიდიულ პირს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან  საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ  საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ „საჯარო  რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“. 4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ვებგვერდზე,  მისი მიღებიდან 10 დღის   ვადაში. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის  დღიდან. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი  თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა N1). ალექსანდრე ლილუაშვილი       ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო საკრებულოს  თავმჯდომარე