1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 ივლისის №13 დადგენილების შესაბამისად დამტკიცდა საპროექტო წინადადებებისათვის განსაზღვრული შემდეგი კრიტერიუმები:
საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს ლაგოდეხის თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში;
საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს წინასწარ დამტკიცებულ ლიმიტს (ბიუჯეტს);
წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ჩასმული დასაგეგმი წლის ბიუჯეტის პროექტში;
ტექნიკურად უნდა იყოს შესაძლებელი საპროექტო წინადადების განხორციელება;
2. პროგრამის კოორდინატორი ახდენს საპროექტო წინადადებების წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებთან მიმართებაში შეფასების აღრიცხვას (ე.წ. check-list) თანდართული ფორმი