1. პროგრამის ადმინისტრირებისას, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ყველა ფენის ჩართულობა. ამ მიზნით, მოსახლეობასთან საინფორმაციო კამპანია უნდა დაიგეგმოს იმგვარად, რომ გამოყენებული იქნას ინფორმაციის მიწოდების ის არხები, რომლითაც სარგებლობენ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები ინფორმაციის მისაღებად.
2. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია პროგრამაში მონაწილეობისთვის ონლაინ ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით ქალაქ ლაგოდეხიდან დაშორებული დასახლებული პუნქტებისთვის. ამ მიზნით, გამოყენებული უნდა იყოს პროგრამაში მონაწილეობის ონლაინ პლატფორმები.
3. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია მონაწილეობის ალტერნატიული ფორმების არსებობა, განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ჯგუფებისთვის, რომლებსაც გააჩნია კომპიუტერული ტექნიკის მოხმარების შეზღუდული უნარ-ჩვევები. ამ მიზნით, გამოყენებული უნდა იქნას პროგრამაში მონაწილეობის ალტერნატიული ფორმები განაცხადის წერილობით დატოვების სახით.
4. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დაცვა. ამ მიზნით, პერსონალური მონაცემები უნდა იქნეს მიღებული მხოლოდ იმ მოცულობით, რაც მინიმალურად აუცილებელია პროგრამაში მონაწილეობისთვის როგორც წინადადების წარდგენის, ასევე კენჭისყრის ეტაპზე, ხოლო სამუშაო ჯგუფის ყველა წევრმა უნდა დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ყველა მოთხოვნა.
5. პროგრამაში მონაწილეთა პირადი მონაცემების გაუხმაურებლობის მიზნით, მონაცემები ინახება კონფიდენციალურად, ხოლო მათი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ხდება იდენტიფიცირებადი მონაცემების განადგურება. ამასთან, ხდება პროგრამაში მონაწილის წინასწარი ინფორმირება/თანხმობის აღება პერსონალური მონაცემების გამოყენების თაობაზე.
6. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვა. ამ მიზნით, პროგრამის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები უნდა დაეყრდნოს წინასწარ განსაზღვრულ წესებსა და კრიტერიუმებს, ხოლო პროგრამის მიმდინარეობისა და შესრულების შესახებ ანგარიში უნდა იყოს საჯარო (გასაჯაროებას არ ექვემდებარება პერსონალური მონაცემები