სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 19.07.2021
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016480
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/07/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.07.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდარიშვილი | სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) განსაზღვრის შესახებ ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38
2021 წლის 19 ივლისი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 94-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების 22-ე და მე-23 მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 იანვრის №13 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა წესის მე-2 მუხლის 2.5 პუნქტისა.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის 2.5 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბადრი კალანდარიშვილი
დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის წესი
1. განისაზღვროს I კლასს დაქვემდებარებული შემდეგი სახეობების შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის პროცედურების გარეშე:
ა) 60 მ2‑მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
ბ) 20 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე;
დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლებია ან ტოლია 6 მ-ისა;
ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზისა და ბიოგაზის დანადგარი);
ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);
ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;
თ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები;
ი) დაბალი წნევის გაზსადენი, ასევე ისეთი საშუალო წნევის გაზსადენი, რომლის შიდა დიამეტრი არ აღემატება 100 მმ-ს, 10 ატმოსფერომდე 500 მმ-მდე დიამეტრის წყალსადენი, 600 მმ-მდე დიამეტრის წყალარინების მილი, ქუჩის ნაწილი, რომელიც არის ჩიხი/გასასვლელი, ელექტროგადამცემი ხაზი 1 კ. ვოლტიდან 20 კ. ვოლტამდე;
კ) ლანდშაფტური მშენებლობა;
ლ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა;
მ) ბანკომატის განთავსება;
ნ) საჩრდილობლის მოწყობა;
ო) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება;
პ) ღია სათამაშო და სპორტული (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე) მოედნებისა და ღია ავტოსადგომების მოწყობა;
ჟ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა;
რ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე 25 მ3-მდე მოცულობის და არაუმეტეს 2.2 მ სიღრმის აუზის, ღია საცურაო აუზის, აგრეთვე ჭებისა და წყაროების მოწყობა;
ს) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2 მ3-მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნეო კოშკების მშენებლობა;
ტ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობა;
უ) გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრება;
ფ) აბრებისა და რეკლამების განთავსება;
ქ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრისა და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი;
ღ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება.
2. „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების 22-ე მუხლის თანახმად, ამ წესის პირველი პუნქტის „გ“, „ვ“, „ზ“-„ჟ“, „ს“, „ტ“, „ფ“-„ღ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
2.1. მშენებლობის ნებართვის მაძიებლის/მშენებლობის ნებართვის მფლობელის მიერ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ განცხადებასთან ერთად ნებართვის გამცემი ორგანოსათვის დამატებით უნდა იქნეს წარდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის საკუთრების შესახებ;
ბ) არქიტექტურული ესკიზი;
გ) საჭიროების შემთხვევაში წინასაპროექტო კვლევის შედეგები;
დ) წინასწარი გადაწყვეტილება (არსებობის შემთხვევაში).
2.2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელმა შეტყობინებას უნდა დაურთოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
2.3. კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) არსებულ საინჟინრო კომუნიკაციების არხებში, შახტებსა და გვირაბებში, აგრეთვე არსებულ ბოძებსა და ანძებზე, ასევე სხვა შენობა-ნაგებობებზე გაყვანის/მონტაჟისა და ტრანშეის გაყვანის შემთხვევაში მარტივი შეტყობინება უნდა მოიცავდეს:
ა) სამონტაჟო ტერიტორიის, მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო კომუნიკაციების ნაგებობის მესაკუთრეთა თანხმობას, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში – ასევე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობას;
ბ) კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გაყვანის/მონტაჟის ტრასის პროექტს, მათ შორის ტოპოგრაფიულ რუკას, არსებული ინფრასტრუქტურის ჩვენებით.
2.4. I კლასის ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში შეტყობინებას თან უნდა დაერთოს:
ა) მიწისქვეშა ხაზობრივ ნაგებობათა მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში: ხაზობრივი ნაგებობების ტრასის სქემატური ნახაზი, ხოლო მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში დამატებით მზიდი კონსტრუქციების სქემატური ნახაზი;
ბ) სამონტაჟო ტერიტორიის, მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო კომუნიკაციების ნაგებობის მესაკუთრეთა თანხმობას, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში – ასევე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობას;
გ) გაზსადენის მშენებლობის შემთხვევაში: არქიტექტურული პროექტი და ტექნოლოგიური სქემა.
2.5. I კლასის ელექტროგადამცემი ხაზის, გაზსადენის, წყალსადენის ან წყალარინების მილის მშენებლობისას, არ არის სავალდებულო განცხადებას თან დაერთოს ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან საზოგადოებრივ სივრცეში ამ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, 5 დღის ვადაში დაადგინოს განცხადების შესაბამისობა და განცხადება, თანდართულ საბუთების ასლებთან ერთად, წარუდგინოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს (მათ შორის, სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განკარგვაზე თავად არის უფლებამოსილი). სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში. ასეთი მშენებლობის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობასა და მისი განხორციელების შესაძლებლობას ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო წერილობით ადასტურებს განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში, წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანო(ები)ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.
2.6. ლანდშაფტური მშენებლობისას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შეტყობინებას თან უნდა დაერთოს:
ა) ხე-ნარგავების ინვენტარიზაციის გეგმა (განმარტებითი ბარათით და ხე-ნარგავების აღწერის მონაცემთა ცხრილით), საჭიროების შემთხვევაში;
ბ) დენდროპროექტი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) ლანდშაფტის კეთილმოწყობის გეგმა.
2.7. ამ მუხლის 2.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არქიტექტურული ესკიზი არ მოითხოვება, თუ დაინტერესებული პირი წარმოადგენს არქიტექტურულ პროექტს.
3. „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების 23-ე მუხლის თანახმად, ამ წესის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „რ“, „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
3.1. მშენებლობის ნებართვის მაძიებლის/მშენებლობის ნებართვის მფლობელის მიერ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ განცხადებასთან ერთად ნებართვის გამცემი ორგანოსათვის დამატებით უნდა იქნეს წარდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის საკუთრების შესახებ;
ბ) არქიტექტურული პროექტი;
გ) საჭიროების შემთხვევაში წინასაპროექტო კვლევის შედეგები;
დ) წინასწარ გადაწყვეტილება (არსებობის შემთხვევაში);
ე) საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები.
4. საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ღერძიდან 100 მეტრში ორივე მხარეს და სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ და საკურორტო ზონებში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით გარდა 10 მ2‑მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 2 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობისა, 1 კ. ვოლტიდან 20 კ. ვოლტამდე ელექტროგადამცემი ხაზისა, ბანკომატის აპარატებისა; გარე რეკლამის ბანერებისა და აბრებისა; ლანდშაფტური მშენებლობისა; კონდინციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობისა; საჩრდილობელის მოწყობისა; შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოებისა, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობისა; ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრისა და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟისა; შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლებისა.
5. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 106-ე მუხლის მიხედვით, II კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ განცხადებასთან ერთად ნებართვის გამცემი ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის (არსებობის შემთხვევაში) საკუთრების შესახებ;
ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან ინფორმაციას განაშენიანების დეტალური გეგმის შესახებ;
გ) წინასაპროექტო კვლევის შედეგებს;
დ) არქიტექტურულ პროექტს;
ე) მშენებლობის ორგანიზების პროექტს;
ვ) წინასწარ გადაწყვეტილებას (არსებობის შემთხვევაში);
ზ) საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას, კონსტრუქციულ სქემას/პროექტს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ტექნოლოგიურ სქემას/პროექტს;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − არქიტექტურული პროექტის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, კონსტრუქციული სქემის/პროექტის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ტექნოლოგიური სქემის/პროექტის თაობაზე აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის დასკვნას;
ი) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
კ) საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს.