საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.07.2021
ძალის დაკარგვა 04.05.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016414
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/07/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,001 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.07.2021 მიღება
04.05.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 2
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
# გაცემის თარიღი
დაბრუნების თარიღი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2021 წლის 19 ივლისი ქ. ყვარელი საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-8 და მე-15 ნაწილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს N 1-1/345 ბრძანების შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე−35-ე მუხლებით,  36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი N1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ტიპური ფორმა - დანართი N2-ის შესაბამისად (შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 2021 წლის 2 ივლისის N MES 0 21 0000662684 წერილით); მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ახსნა-განმარტების და შენიშვნების ფორმა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის გამო დანართი N3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართი N4-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დამტკიცდეს დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართი N5-ის შესაბამისად. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ქევხიშვილი                                                                                                                                                                                        დანართი №1 საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. წესის რეგულირების საგანი წინამდებარე წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად, განსაზღვრავს ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს. მუხლი 2🔗. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადებაზე უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვასა და ადმინისტრაციული სახდელების დადებაზე უფლებამოსილება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ენიჭებათ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საჯარო მოსამსახურეებს. მუხლი 3🔗. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი 1. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას) მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. 2. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილებზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ორივე ნაწილს, დაისმება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭედი, ხოლო საჯარიმო ქვითრის ყუაზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 4. საჯარიმო ქვითარი ივსება სამ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ საჯარო მოსამსახურესთან, მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს, ხოლო საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების აუცილებლობის შემთხვევაში, საჯარიმო ქვითრის მესამე პირი, სააღსრულებო ფურცელთან ერთად ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 5. საჯარიმო ქვითრის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში. 6. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის: ა) I ნაწილს ავსებს უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე; ბ) I ნაწილის: ბ.ა) პირველ პუნქტში შეიტანება შედგენის ადგილი; ბ.ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ბ.გ) მე-3 პუნქტში შეიტანება ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; ბ.დ) მე-4 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები. ფიზიკური პირის შემთხვევაში: პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში: იურიდიული პირის დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ.ე) მე-5 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი; ბ.ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისი მუხლის ნაწილი, რომლითაც განსაზღვრულია პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის  და ჯარიმის ოდენობა; ბ.ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები; ბ.თ) მე-8 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება, ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა. 7. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები საჯარო მოსამსახურე მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს – სამსახურის უფროსს. 8. საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი საჯარო მოსამსახურე და სამართალდამრღვევი. მოწმის არსებობის შემთხვევაში, საჯარიმო ქვითარზე – სამართალდარღვევის ოქმზე ხელს აწერს მოწმეც. 9. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი საჯარო მოსამსახურის მიერ, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად. 10. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე დასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 11. II ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ I ნაწილის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად. 12. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში. 13. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების თაობაზე ინფორმაცია სამსახურის მიერ 10 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. მუხლი 4🔗. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელების წესი სამსახური და უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეები საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას, ახორციელებენ „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესის მოთხოვნათა დაცვით. მუხლი 5🔗. საჯარიმო ქვითრებით – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგება, საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, წარმოების და დაბრუნების წესი 1. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია საჯარიმო ქვითრებით – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგებას ახორციელებს სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეებისათვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება სამსახურის უფროსის მიერ. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, მიღება აღირიცხება „საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში“ (შემდგომში – ჟურნალი) დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში – ჟურნალი) . 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალები იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში. 4. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამსახურის უფროსის ხელმოწერით და მერიის ბეჭდით. 5. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. 6. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა” აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 7. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას. 8. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების რეგისტრაციის შემდეგ, სამსახურის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ. 9. ჟურნალი ინახება სამსახურში, რომელიც შემდგომში დადგენილი წესით გადაეცემა არქივს. 10. ჟურნალის შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყოს მისი დაცულობა. 11. ჟურნალი წარმოადგენს შიდაგამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 6🔗. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო; გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. 3. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 8🔗. ჯარიმის გადახდა 1. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 9🔗. სააღსრულებო ფურცლის გამოწერა უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ სააღსრულებო ფურცლის გამოწერა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მუხლი 10🔗. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება 1. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი სამართალდარღვევის დადგენილება, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან და შემდგომ სასამართლოში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული დადგენილების განხილვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 234​​1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. დანართი 2 ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი  N 000000 ნაწილი I.                                                                                                                                                   ბ.ა. 1. შედგენის ადგილი: ______________________            2. შედგენის თარიღი:____________________                                                                                                                                       (რიცხვი, თვე, წელი) 3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი: _____________________________________________________________________________________ 4. სამართალდამრღვევის მონაცემები: _____________________________________________________________________________________ ფიზიკური პირი (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი) ______________________________________________________________________________________ იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი) 5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი: _______________________________________________________________________________________ 6. პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია ნარჩენების მართვის კოდექსის ________ მუხლის  ________ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ________ ლარის ოდენობით. 7. მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები: ________________________________________________________________________________________ 8. ოქმს ერთვის სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: _____________________________________________________________________________________ (ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა) მიმღები მოლარე: ____________________                        __________________________________                                          (ხელმოწერა და თარიღი)                                  (საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი) სამართალდამრღვევის ხელმოწერა:                   ____________________________________ ოქმის შემდგენლის ხელმოწერა:                             ____________________________________ მოწმის ხელმოწერა:                                               ____________________________________ აღნიშვნა სამართალდამრღვევის მიერ ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ: _____________________________________________________________________________________ სემგს-ს რეგისტრაციის N საჯარიმო ქვითრის ყუა ნაწილი II (ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში) 1. _________________________________________ (გადამხდელის სახელი და გვარი/დასახელება) 2.__________________________________________             (გადამხდელის მისამართი) 3. __________________________________________ (გადამხდელის პირადი N/საიდენტიფიკაციო N) 4. __________________________________________                         (ჯარიმის ოდენობა) 5. __________________________________________  (ნარჩენების მართვის კოდექსის მუხლი, ნაწილი) 6. __________________________________________ (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი) 7. __________________________________________ (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი) 8. მიმღები მოლარე: _________________________                                                  (ხელმოწერა) 9. შემომტანი:  ______________________________                                               (ხელმოწერა)                                                               ბ.ა. თარიღი: ___________________________________                          (რიცხვი, თვე, წელი) საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ. დამკვეთი: ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია დამამზადებელი: სემგს-ს რეგისტრაციის №. დანართი 3 ახსნა-განმარტების და შენიშვნების ფორმა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის გამო ახსნა-განმარტება და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულისამართალდარღვევის ოქმის შინაარსის გამო 1. დამრღვევის: ა) გვარი, სახელი, მამის სახელი: ________________________________________________________ ბ) პირადი №: ________________________________________________________________________ გ) მისამართი: ________________________________________________________________________ დ) დაბადების თარიღი: _______________________________________________________________                                                                    (რიცხვი, თვე, წელი) ე) სამუშაო ადგილი: __________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ ვ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის სერია და ნომერი: _____________________ ზ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: ________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ თ) ნარჩენების მართვის კოდექსის: _____________________________________________________                                                                                           (მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი) 2. ახსნა-განმარტების ან/და შენიშვნის შინაარსი: _________________________________________ ____________________________________________________________________________________ დამრღვევის ხელმოწერა: ________________________________                    თარიღი: _____________________________                        (რიცხვი, თვე, წელი). დანართი №4 საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევი ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა # გაცემის თარიღი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის # საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამცემი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიმღები შენიშვნა სახელი გვარი თანამდებობა ხელმოწერა სახელი გვარი თანამდებობა ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 დანართი 5 დაბრუნებული  (გაფუჭებული, უვარგისი) საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა № დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის ნომერი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის № საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დამბრუნებელი პირი დაბრუნებული საჯარიმო  ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიმღები პირი შენიშვნა სახელი გვარი თანამდებობა ხელმოწერა სახელი გვარი თანამდებობა ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13