📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ენერგოზედამხედველობის და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.04.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.11.110.004.728
გამოქვეყნების წყარო სსმ, 38, 19/04/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,707 სიტყვა · ~9 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ენერგოზედამხედველობის და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 {mso-style-name:petiti10; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 59.25pt 49.6pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.11.110.004.721 საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №21 2001 წლის 11 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის, „საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 დეკემბრის № 703 ბრძანებულების შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის 07.01.2000 წლის №01 ბრძანებით დამტკიცებული ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის დებულება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. მირცხულავა დებულება ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის შესახებ I. ზოგადი დებულებანი 1. ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი (შემდგომში _ დეპარტამენტი) სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) დაქვემდებარებაში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსის მქონე საზედამხედველო ორგანოა. 2. დეპარტამენტი შექმნილია „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებით. მისი, როგორც საზედამხედველო ორგანოს, სტატუსი განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით. 3. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ს/ინდექსი 380059, მარშალ გელოვანის პროსპექტი №2ა. II. დეპარტამენტის საქმიანობის საგანი 4. დეპარტამენტი ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს: ა) ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის, უსაფრთხო ექსპლუატაციის, იურიდიული პირების მიერ ელექტრო და თბოენერგიის რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებაზე; ბ) ენერგეტიკული პროდუქციის ხარისხის მართვას საქსტანდარტთან შეთანხმებული და დამტკიცებული ურთიერთმოქმედების წესის საფუძველზე; გ) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ლიცენზიების პირობების შესრულების კონტროლის ნაწილში თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე; დ) ენერგომომმარაგებელი ყველა იურიდიული პირის მიერ ხარისხიანი ენერგეტიკული პროდუქციის მომხმარებელთათვის მიწოდებაზე; ე) საქართველოს კანონების „ენერგეტიკის შესახებ”, „ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის შესახებ”, „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ”, „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკატის შესახებ”, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”, „სტანდარტიზაციის შესახებ” და საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის”, აგრეთვე „ენერგოდანადგარების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის”, „ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესების”, „ელექტრო და თბოენერგიის გამოყენების წესების” მოთხოვნათა შესრულებას (27.04.1998 წლის №95 ერთობლივი ბრძანება რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროში 29.04.1998 წ.. №070.018.003.248.) ობიექტების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის ყველა ეტაპზე, აგრეთვე სათბობ-ენერგეტიკული პროდუქციის ხარისხის დაცვას წარმოების და რეალიზაციის პროცესში. III. დეპარტამენტის უფლებამოსილება 5. დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) ჩაატაროს საზედამხედველო ობიექტების შემოწმება და წარუდგინოს იურიდიულ პირებს შესაბამისი მიწერილობები ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის, იმედიანობის, ეკონომიური, უსაფრთხო ექსპლუატაციის აღრიცხვის ხელსაწყოებით უზრუნველყოფის, პერსონალთან მუშაობის გაუმჯობესების საკითხებზე, აგრეთვე სათბობ-ენერგეტიკული პროდუქციის ხარისხის დაცვისა და შესაბამისობის სერტიფიკატის არსებობის აუცილებლობაზე; ბ) აკრძალოს ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და ძირითადი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაცია ან იმ დანადგარებისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაცია, რომელთა მდგომარეობა არ შეესაბამება დადგენილი ტექნიკური ნორმების და წესების მოთხოვნებს, საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ემუქრება დანადგარ-მოწყობილობების, შენობა-ნაგებობის სიმრთელეს; გ) გაატაროს ღონისძიებები ენერგოზედამხედველობისა და კონტროლის სისტემის დასახვეწად; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს სათბობ-ენერგეტიკული სექტორის ხელმძღვანელ მუშაკთა ცოდნის შემოწმება სათანადო დოკუმენტაციის გაფორმებით და გაცემით. მონაწილეობა მიიღოს დანარჩენი საწარმოო პერსონალის ცოდნის შემმოწმებელი კომისიების მუშაობაში; ე) საზედამხედველო ობიექტების ექსპლუატაციის (მომსახურების) აკრძალვა ან შეჩერება განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში დააყენოს პასუხისმგებლობის საკითხი შესაბამისი ორგანოების წინაშე იმ იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც თვითნებურად გააგრძელებენ ან განაახლებენ საქმიანობას; ვ) განახორციელოს საზედამხედველო ობიექტებზე ენერგორესურსების გამოყენების შესახებ ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცემული სახელმძღვანელო დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლი; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წინადადებები, განცხადებები და საჩივრები; თ) ენერგორესურსების ეკონომიის მიზნით იურიდიულ პირებს (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა), მისცეს მიწერილობა ან რეკომენდაციები, ახალი ტექნოლოგიური ხაზების და დანადგარების დასანერგად; ი) გასცეს მიწერილობები იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე არასერტიფიცირებული სათბობ-ენერგეტიკული პროდუქციის წარმოების, რეალიზაციის შეჩერებაზე ან აკრძალვაზე; კ) მიწერილობების შეუსრულებლობის შემთხვევაში განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები; ლ) აწარმოოს ფასიანი მომსახურება კანონმდებლობით დადგენილი წესით; მ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ელექტროტექნიკურ პერსონალთან მუშაობის წესების, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის, ავარიის საწინააღმდეგო და სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნათა შესრულებაზე; ნ) აწარმოოს სახელმწიფო ზედამხედველობა ახალი და დამატებითი სიმძლავრეების მიერთებაზე გაცემული ტექნიკური პირობების შესრულებაზე და გასცეს დასკვნა ელექტროქსელზე მათი მიერთების მიზანშეწონილობის შესახებ; ო) განახორციელოს იურიდიული (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) და ფიზიკური პირების მიერ ელექტრო და თბოენერგიის ხარჯვის მომჭირნეობასა და წარმოებულ პროდუქციაზე მისი ხვედრითი ნორმების ხარჯვის შემცირების ღონისძიებათა შემუშავება და კონტროლი; პ) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან („სემეკ”) შეთანხმებით გააკონტროლოს ელექტრო და თბოენერგიის წარმოებასა და მოხმარების აღრიცხვაზე ზედამხედველობა; ჟ) აწარმოოს ელექტროენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაციისა და მუშაობის რეჟიმების მართვის ოპერატიული კონტროლი, მათი აღრიცხვა და ნორმალური რეჟიმების დარღვევის საერთო ანალიზი; რ) იურიდიულ პირებს წარუდგინოს მიწერილობები ელექტროენერგეტიკული მოწყობილობების მუშაობაში და მომსახურე პერსონალის მოქმედებებში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით; ს) მიიღოს ავარიების გამოკვლევის მიზნით შექმნილი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა. 6. დეპარტამენტი გასცემს დასკვნებს შემდეგი სამუშაოების შესრულების უფლებამოსილებაზე: _ ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების სარემონტო-სამონტაჟო, გაშვება-გაწყობის და ლაბორატორიული გაზომვების სამუშაოების წარმოებაზე. (საქართველოს ტექზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას დაქვემდებარებული ობიექტების გარდა). 7. ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს, მთავარ სპეციალისტებს და წამყვან სპეციალისტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ სათანადო მოწმობა და შეუფერხებლად შევიდნენ იმ ტერიტორიებსა და სათავსებში, სადაც განთავსებულია ელექტროენერგეტიკული დანადგარები და მათი აღრიცხვის ხელსაწყოები; ბ) საზედამხედველო ობიექტების ხელმძღვანელობას წარუდგინონ სავალდებულო მიწერილობა ელექტროენერგეტიკული დანადგარების მოწყობის ტექნიკური ექსპლუატაციის, უსაფრთხოების ტექნიკისა და ელექტრო და თბოენერგიების გამოყენების წესებიდან გადახრების ლიკვიდაციის შესახებ; გ) იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან მოითხოვონ იმ ელექტროენერგეტიკული დანადგარების ექსპლოატაციის შეჩერება, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს ან დანადგარების უსაფრთხოებას; დ) წარუდგინოს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სავალდებულო მითითება ელექტროტექნიკური პერსონალის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, რომელთაც არ გაუვლიათ ექსპლოატაციისა და უსაფრთხოების წესების ცოდნის შემოწმება ან დაარღვიეს ამ წესების მოთხოვნები; ე) დადგენილი წესით უზრუნველყონ ელექტროენერგეტიკული დანადგარების ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ავარიების გამომწვევი მიზეზების გამომკვლევი კომისიის ჩამოყალიბება და მონაწილეობა მიიღონ უბედური შემთხვევების გამომკვლევი კომისიების მუშაობაში; ვ) წარუდგინონ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სავალდებულო მიწერილობა „ელექტრო და თბოენერგიით სარგებლობის წესებით” გათვალისწინებული აღრიცხვის ხელსაწყოებით, კონტროლისა და მოხმარების სისტემების აღჭურვის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში აღკვეთონ მათი გამოყენება; ზ) შეამოწმონ ახალი და რეკონსტრუქციას დაქვემდებარებული ელექტროენერგეტიკული დანადგარების პროექტების შესაბამისობა უსაფრთხოების ტექნიკის, ელექტროდანადგარების მოწყობისა და ელექტრო და თბოენერგიის რაციონალურად გამოყენების მოთხოვნებთან და მისცენ შესაბამის თანამდებობების პირებს მიწერილობა გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებლად; თ) შეამოწმონ გაცემული „ტექნიკური პირობების” სისწორე მომხმარებელთა კატეგორიის გათვალისწინებით და საჭიროების შემთხვევაში დააყენოს საკითხი შესაბამის ორგანოებში ტექნიკური პირობების გაუქმების თაობაზე; ი) ელექტროენერგიითა და სათბობით სარგებლობის დადგენილი წესების დარღვევის ან აღურიცხავი და უხარისხო სათბობ-ენერგეტიკული პროდუქციის რეალიზების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში შეადგინონ სათანადო აქტი (ან ოქმი) კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. ცენტრალური აპარატის მეშვეობით დაინტერესებულ და კომპეტენტურ ორგანიზაციებთან ერთად ორგანიზაციას უწევს: ა) ელექტროენერგეტიკული დანადგარების მოწყობის, ექსპლუატაციის უსაფრთხოების და ელექტროენერგიის აღრიცხვის წესების დამუშავებას;  ბ) ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მომზადებას, სტანდარტების დამუშავებას, სამეცნიერო-ტექნიკურ და საინფორმაციო საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 9. საქართველოს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით: ა) გასცემს დასკვნებს ენერგეტიკულ საწარმოებში წარმოების საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ; ბ) ამოწმებს ლიცენზიის პირობების შესრულების მიმდინარეობას და შესაბამის მიწერილობას რეაგირებისათვის წარუდგენს „სემეკს”; გ) ახორციელებს ელექტრო და თბოენერგიის წარმოებისა და მოხმარების აღრიცხვაზე ზედამხედველობას; დ) ამოწმებს ლიცენზირებულ საწარმოებში გამოყენებული მოწყობილობების, ელექტროტექნიკური დანადგარების, მარაგნაწილების სერტიფიკატებთან შესაბამისობას. IV. დეპარტამენტის მართვა 10. დეპარტამენტი შედგება ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან. 11. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი. 12. დეპარტამენტის სტრუქტურას ამტკიცებს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი. საშტატო განრიგი მტკიცდება დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ. 13. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები (მათ შორის, ერთი პირველი), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით. 14. დეპარტამენტის თავმჯდომარე: ა) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს მისი კომპეტენციის ფარგლებში, მინდობილობის გარეშე მოქმედებს დეპარტამენტის სახელით; ბ) თანამდებობაზე ნიშნავს აპარატში შემავალი სამმართველოების უფროსებს, სამსახურების, აგრეთვე ტერიტორიული სამმართველოების ხელმძღვანელებს და მათ თანამშრომლებს; გ) წარმართავს დეპარტამენტისა და მისდამი დაქვემდებარებული განყოფილებების, სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას; დ) საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით აყენებს საკითხს სამინისტროს წინაშე დეპარტამენტის სტრუქტურაში ცვლილებების შესახებ, შეაქვს ცვლილება საშტატო განრიგში; ე) განსაზღვრავს მოადგილეებისა და სხვა თანამდებობების პირთა ფუნქციებსა და მოვალეობებს; ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს და დისციპლინარულ ღონისძიებებს შეუფარდებს დეპარტამენტის თანამშრომლებს; ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს დეპარტამენტის შემოსავლებს. 15. სამმართველოს უფროსები, სამსახურების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები წარმართავენ თავინთ საქმიანობას დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში. V. პასუხისმგებლობა 16. სახელმწიფო ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი პასუხისმგებელია: ა) სათბობ-ენერგეტიკული პროდუქციის მომპოვებელი, მწარმოებელი, შემნახველი, გადამცემი, გამანაწილებელი, რეალიზატორი და მომხმარებელი იურიდიული (მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) და ფიზიკური პირების კუთვნილი დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის, უსაფრთხო ექსპლუატაციის ენერგორესურსების აღრიცხვისა და მისი რაციონალური გამოყენების სახელმწიფო ენერგოზედამხედველობის განხორციელებაზე; ბ) დოკუმენტებისა და გაანგარიშებების კვალიფიციურ და დროულ მომზადებაზე; გ) წაყენებულ წინადადებათა (მიწერილობათა) საფუძვლიანობაზე; დ) დეპარტამენტის ძირითადი ამოცანების შესრულების ორგანიზაციასა და კონტროლზე; ე) სახელმწიფო და კანონით დაცული საიდუმლოების შენახვაზე. 17. დეპარეტამენტის თავმჯდომარე პერსონალურად აგებს პასუხს დეპარტამენტის მთელ საქმიანობაზე, მისი მოადგილეები, განყოფილებათა უფროსები, სპეციალისტები და მოსამსახურეები პასუხისმგებელნი არიან თავიანთ საქმიანობაზე იმ მოვალეობის ფარგლებში, რომლებიც მათი დავალებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებითაა განსაზღვრული. VI. დეპარტამენტის ქონება და შემოსავალი 18. დეპარტამენტის ქონებაა ძირითადი საბრუნავი საშუალებები, რომლებიც აისახება დამოუკიდებელ ბალანსზე და რომელიც იმავდროულად სახელმწიფოს საკუთრებაცაა. 19. დეპარტამენტის ფინანსური შემოსავლებია: ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან მიზნობრივად გამოყოფილი სახსრები. 20. დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩარიცხული თანხების 30 პროცენტი და სახელშეკრულებო საქმიანობითა და ფასიანი მომსახურებით მიღებული შემოსავლები, სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემდეგ. VII. დასკვნითი დებულებები 21. დეპარტამენტის საქმიანობა არ ვრცელდება საქტექზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე, ელექტროდანადგარებსა და მოწყობილობებზე, გარდა ქვესადგურებისა და გადამცემი ხაზებისა, თბო და ჰიდროელექტროსადგურებში გენერატორებისა და ყველა გამანაწილებელი მოწყობილობისა.