“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი ქცევის წესის შესახებ”
მიღების თარიღი 11.04.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
ნომერი №177
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.114.004.731
გამოქვეყნების წყარო სსმ, 37, 18/04/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.04.2001 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი ქცევის წესის შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 {mso-style-name:petiti10; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.1pt 73.35pt 1.0in 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.114.004.731
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის
ბრძანება №177
2001 წლის 11 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი ქცევის წესის შესახებ
საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის 2001-2003 წლების განმავლობაში ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის შესახებ მემორანდუმის მოთხოვნების შესასრულებლად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული ინსტრუქცია „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი ქცევის წესის შესახებ”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. მაჭავარიანი
ინსტრუქცია საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი ქცევის წესის შესახებ
მოცემული ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის 2001-2003 წლების განმავლობაში ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის შესახებ მემორანდუმის მოთხოვნების შესასრულებლად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი ქცევის წესებს.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ეს ინსტრუქცია ადგენს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა (შემდგომში _ სამინისტროს მოსამსახურე) სამსახურებრივი ქცევის წესებს.
მუხლი 2🔗
სამინისტროს მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ან სამინისტროს სისტემის ორგანოებში.
თავი II
სამსახურებრივი მოვალეობანი
მუხლი 3🔗
1. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობანი, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით.
2. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც სამსახურს ეხება და მის სამსახურებრივ ადგილს უკავშირდება.
მუხლი 4🔗
1. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს პირადი უფროსის ან დაწესებულების ხელმძღვანელის ერთჯერადი უშუალო განკარგულება სამსახურებრივ საკითხებზე, რომელთა შესრულების მოვალეობა არ უკავშირდება სამსახურის ადგილს, გარდა ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაწესებულების ხელმძღვანელის განკარგულების შესახებ სამინისტროს მოსამსახურემ უნდა აცნობოს თავის პირად უფროსს.
2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განკარგულების შესრულებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული წინააღმდეგობა სამინისტროს მოსამსახურის მიერ თავის სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში, იგი ვალდებულია ეს მოახსენოს განკარგულების გამცემს და განკარგულების განმეორების შემთხვევაში აღასრულოს იგი.
3. განკარგულების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე სამინისტროს მოსამსახურემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განკარგულების გამცემს და ზემდგომ უფროსს. განკარგულების წერილობითი ფორმით განმეორებისას იგი უნდა შესრულდეს, გარდა ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 5🔗
1. სამინისტროს მოსამსახურემ უნდა შეასრულოს დაწესებულების ხელმძღვანელის დავალება, რომელიც არ შედის სამსახურებრივ მოვალეობათა რიცხვში, თუ ამის გაკეთება აუცილებელია ამ დაწესებულებაში სტიქიური უბედურებისა და უბედური შემთხვევის დროულად ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისაგან გადასარჩენად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი დავალების შესრულება საზიანოა სამინისტროს მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის ან აშკარად აღემატება მის შესაძლებლობებს.
2. სამინისტროს მოსამსახურეს, რომელიც დროებით თავისუფლდება სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისაგან, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უნარჩუნდება ძველი თანამდებობრივი სარგო.
მუხლი 6🔗
1. სამინისტროს მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დავალებათა შესრულებაზე, თუ მათი შესრულება:
ა) მიმართული იქნებოდა მისი მეუღლის, მშობლის, ძმის, დის, შვილის ან სხვა ახლობელ ადამიანთა წინააღმდეგ;
ბ) საზიანოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის;
გ) მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს.
2. დავალების შესრულებაზე უარის შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურემ დავალების მიმცემს უნდა გააცნოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოება.
მუხლი 7🔗
1. სამინისტროს მოსამსახურე მოვალეა შვებულებაში გასვლამდე, აგრეთვე თანამდებობიდან გათავისუფლებამდე სამსახურთან დაკავშირებით მისთვის მინდობილი ქონების დასაბრუნებლად მიმართოს ამისათვის დანიშნულ პირს, რომელიც ვალდებულია ჩაიბაროს საქმისწარმოება და ქონება.
2. სამინისტროს მოსამსახურის მოვალეობა და პასუხისმგებლობა ამ ქონების დაბრუნებასთან და ჩაბარებასთან დაკავშირებით განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
თავი III
მოქმედების შეზღუდვა
მუხლი 8🔗
სამინისტროს მოსამსახურეს უფლება არა აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოიყენოს საჯარო სამსახურის ინტერესების საწინააღმდეგოდ ან იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც არ განეკუთვნება მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას.
მუხლი 9🔗
1. კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია, როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ისე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება, სხვა პირთა ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით.
2. სამინისტროს მოსამსახურეს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს ან არასამსახურებრივი მიზნებისთვის გამოიყენოს სამსახურებრივი ინფორმაცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით და რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებით.
მუხლი 10🔗
1. სამინისტროს მოსამსახურეს, რომელიც საჯარო სამსახურის გამო ვალდებულია უფასოდ გასწიოს მომსახურება ან მიიღოს გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით.
2. სამინისტროს მოსამსახურეს, რომელიც საჯარო სამსახურის გამო ვალდებულია ოფიციალური წესით დადგენილი ოდენობის საფასურად გასწიოს მომსახურება ან მიიღოს გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს უფრო დიდი ოდენობის ანაზღაურება.
3. სამინისტროს მოსამსახურეს უფლება არა აქვს მიიღოს რაიმე ანაზღაურება სახაზინო დაწესებულების მიერ შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის, ან ამ ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისათვის.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია საჯაროა და მისი მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
მუხლი 11🔗
1. სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება:
ა) გარიგების დასადებად მისთვის მინდობილი დაწესებულების ქონების შეძენა;
ბ) ქონებრივი გარიგების დადება იმ დაწესებულებასთან, სადაც საქმიანობს, გარდა კანონმდებლობით დაშვებული გამონაკლისებისა;
გ) როგორც საჯარო მოსამსახურემ, დადოს გარიგება თავისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთან, პარტიასთან ან სხვა დაწესებულებასთან;
დ) როგორც საჯარო მოსამსახურემ, დადოს ქონებრივი გარიგება საკუთარ მეუღლესთან, საკუთარ ან მეუღლის ბებიასთან, ბაბუასთან, მშობელთან, ძმასთან, დასთან, შვილთან ან შვილიშვილთან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით დადებული გარიგება ბათილია.
თავი IV
თანამდებობრივი შეუთავსებლობა
მუხლი 12🔗
1. ამ წესით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება სამინისტროს იმ მოსამსახურეებზე (მისი ოჯახის წევრებზე), რომლის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციით ან სხვა საკანონმდებლო აქტებით.
2. სამინისტროს მოსამსახურეს არა აქვს უფლება ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა.
3. სამინისტროს მოსამსახურე არ უნდა იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოს წევრი.
4. სამინისტროს მოსამსახურე არ უნდა იღებდეს შემოსავალს იმ ორგანიზაციებიდან, რომლებსაც სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების წესით უწევს ზედამხედველობას.
5. სამინისტროს მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება, მას შეუძლია მხოლოდ ფლობდეს აქციებსა და წილს.
6. არ შეიძლება სამინისტროს მოსამსახურეს დაეკისროს სამსახურებრივი ზედამხედველობა იმ ორგანიზაციებისადმი, რომელთა ხელმძღვანელ ორგანოებში საქმიანობენ მისი ოჯახის წევრები.
7. სამინისტროს მოსამსახურეს, ან მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვს ფლობდეს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც პირადად მის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
8. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე საჯარო მოხელედ არ შეიძლება დაინიშნოს ამ პირის ახლო ნათესავი, კონკურსის წესით დანიშვნის გარდა.
9. სამინისტროს მოსამსახურე, მისი ოჯახის წევრი ვალდებულია ამ სამინისტროს მოსამსახურის მიერ თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში, თუ კანონმდებლობით სხვა არ არის განსაზღვრული, გადადგეს შეუთავსებელი თანამდებობიდან, შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა.
10. სამინისტროს მოსამსახურე, თუ ის ან მისი ოჯახის წევრი დაარღვევს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, დაუყოვნებლივ, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.
თავი V
ეკონომიკური ინტერესების განცხადება და გამოქვეყნება
მუხლი 13🔗
სამინისტროს მოსამსახურეები, რომლებზეც ვრცელდება ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარირების ვალდებულება და დეკლარირების წესი, მოქმედებენ კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VI
გარდამავალი დებულებები
მუხლი 14🔗
ეს ინსტრუქცია მოქმედებს „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და სამინისტროს სისტემის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი ქცევის კოდექსის” ამოქმედებამდე.