“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 25 აგვისტოს №199 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი200.220.010.11.114.004.734
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის
ბრძანება №227
2001 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 25 აგვისტოს №199 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ო” ქვეპუნქტისა და მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:
1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 25 აგვისტოს №199 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა. მე-11 მუხლში სიტყვებს „დასკვნების მომზადება საბაჟო გაფორმებისათვის სხვადასხვა იურიდიული ფაქტების დასადგენად” შემდეგ დაემატოს სიტყვები „დასკვნების მომზადება საბაჟო ბროკერისა ან საბაჟო გადამზიდველის საქმიანობაზე ლიცენზიის მიღების მიზნით მაძიებლის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. მაჭავარიანი