ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.07.2021
ძალაში შესვლა 28.07.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №85-73
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016890
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/07/2021
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა დაინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის (სივრცითი მოწყობისა და ნებართვების გაცემის განყოფილება) და ზედამხედველობის სამსახურის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ან მისი ნაწილის, სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების, უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №85-73
2021 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-19 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის 75-ე მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ მე-4 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 1413 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესი და პირობები“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 28 ივლისიდან.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესი და პირობები
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესი და პირობები“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ (შემდგომში – მუნიციპალური ინსპექცია) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და გაცნობის წესსა და პირობებს.
2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გაცნობა ხდება ამ წესის და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე ელექტრონული ან/და მატერიალური დოკუმენტის ფორმით გამოცემული სამართლებრივი აქტი;
ბ) ავტორიზაცია – „ემესში“ რეგისტრაციის შედეგად მიღებული „მომხმარებლის სახელისა“ და „პაროლის“ მეშვეობით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში შესვლა, რომლითაც დაინტერესებული პირი ადასტურებს საკუთარ ვინაობას და ახორციელებს ელექტრონულ დოკუმენტზე ხელმოწერას ID ბარათის გამოყენებით;
გ) ავტორიზებული თანამშრომელი – „ემესის“ მომხმარებლად რეგისტრირებული პირი, რომელსაც გააჩნია მომხმარებლის სახელი და პაროლი და „ემესში“ საკუთარი თანამდებობის შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა;
დ) დაინტერესებული პირი – საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1413 მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული პირი- პირვანდელი მესაკუთრე/დამკვეთი, აგრეთვე სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომლის კანონიერი ინტერესი დასტურდება როგორც ინდივიდუალურად, ისე საერთო/თანაზიარი უფლების/ინტერესის სახით.
ე) დოკუმენტის ვიზირება – შესაბამისი უფლებამოსილი პირის წერილობითი ან/და ელექტრონული თანხმობა დოკუმენტის შინაარსზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) ელექტრონული განცხადება – დაინტერესებული პირის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსებული ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი ფორმით შექმნილი წერილობითი მოთხოვნა;
ზ) ელექტრონული დოკუმენტი – ელექტრონული ფორმით შენახული ტექსტობრივი, ხმოვანი, ვიზუალური ან აუდიოვიზუალური ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა;
თ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის სისტემა, რომლის მონაწილეთა/მხარეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით;
ი) ელექტრონული საქმისწარმოება – ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება ან/და განცხადების განხილვა ელექტრონული საქმისწარმოების მეშვეობით (მათ შორის ელექტრონული განცხადების რეგისტრაცია, შენახვა, შესრულება და ადმინისტრაციული წესების დაცვა) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
კ) ელექტრონული შტამპი – ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის სისწორის დასადასტურებლად გამოიყენება;
ლ) ელექტრონული ხელმოწერა – ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის ხელმოსაწერად გამოიყენება;
მ) ემესი – ელექტრონული მართვის ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს: www.ms.gov.ge apps.municipal.gov.ge – შიდაორგანიზაციული ელექტრონული მართვის ერთიანი სისტემა; maps.tbilisi.gov.ge – მუნიციპალური გეოსივრცითი მონაცემების მართვის სისტემა;
ნ) პირადი გვერდი – დაინტერესებული პირის ინდივიდუალური გვერდი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში, სადაც ფიქსირდება მისი დოკუმენტბრუნვა მუნიციპალურ ინსპექციასთან
მუხლი 3🔗.
მომხმარებლის რეგისტრაცია, ავტორიზაცია
1. ელექტრონული განცხადების წარდგენის უფლება აქვს პირს, რომელიც რეგისტრირებულია „ემესში“ პორტალზე www.ms.gov.ge როგორც მომხმარებელი და გააჩნია მომხმარებლის სახელი და პაროლი.
2. მომხმარებლის რეგისტრაცია ხორციელდება პორტალზე www.ms.gov.ge სახელის, პაროლისა და რეგისტრაციისთვის საჭირო პერსონალური მონაცემების შევსების გზით.
3. ელექტრონული განცხადების წარდგენამდე დარეგისტრირებულმა დაინტერესებულმა პირმა საჭიროა, ავტორიზაცია გაიაროს პორტალზე www.ms.gov.ge.
მუხლი 4🔗.
ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და ელექტრონული განცხადების შეტანა
1. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ელექტრონული განცხადების განთავსება.
2. ელექტრონული განცხადება დამოწმდება ელექტრონული ხელმოწერით ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. დაინტერესებული პირის მიერ მისი ელექტრონული განცხადების განუხილველად დატოვების მოთხოვნის შემთხვევაში, ელექტრონული განცხადება განუხილველი რჩება დაინტერესებული პირის მიერ პორტალზე www.ms.gov.ge, ამ მოთხოვნით ელექტრონული განცხადების ატვირთვისთანავე.
მუხლი 5🔗.
დოკუმენტაციის წარდგენა
1. დაინტერესებული პირი ყველა დოკუმენტს და ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ელექტრონულ განცხადებაში აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, მუნიციპალურ ინსპექციას წარუდგენს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით პორტალზე www.ms.gov.ge.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, თანდართული დოკუმენტების ნამდვილობაზე ან/და ორიგინალთან მათ შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაინტერესებულ პირს.
3. მუნიციპალურ ინსპექციას, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ელექტრონული განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ გადაეგზავნება, თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს ელექტრონულ განცხადებაზე მიბმული ყველა სავალდებულო ველის შევსებას, რაც გულისხმობს მუნიციპალური ინსპექციისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესით განხილვისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის ან/და ინფორმაციის მიწოდებას.
4. თუ დაინტერესებული პირი მუნიციპალურ ინსპექციას არ წარუდგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან/და ინფორმაციას, რაც აუცილებელია საკითხის გადაწყვეტისათვის, მუნიციპალური ინსპექცია დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისათვის. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები.
5. ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე, მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან კერძო და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ან შესაბამისი პირობების შესრულება უშუალოდ ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით, რისთვისაც მუნიციპალური ინსპექცია დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დამატებითი დოკუმენტის ან/და მოთხოვნილი პირობის შესრულების შესახებ ინფორმაციის წარდგენისათვის. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები.
6. დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე ელექტრონული განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
7. მუნიციპალური ინსპექცია ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 სამუშაო დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა.
8. თუ ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტების საფუძველზე დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან/და ინფორმაციას, ელექტრონული განცხადება განუხილველად იქნება დატოვებული. მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია ელექტრონული განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ ცალკე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოსცეს.
9. ელექტრონული განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდება შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე.
მუხლი 6🔗.
ელექტრონული განცხადების განხილვა, გადაწყვეტილების მიღება და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
1. ელექტრონული განცხადების განხილვა, დოკუმენტის ვიზირება და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით. დოკუმენტის ვიზირება ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მიმოწერის საშუალებით.
2. მუნიციპალური ინსპექციის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, ელექტრონული ხელმოწერით ან/და ელექტრონული შტამპით დამოწმებით;
3. მუნიციპალური ინსპექცია, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1413 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ ადასტურებს დარღვევით წარმოებულ მშენებლობას განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების გათვალისწინებით. იგი ვალდებულია ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ან ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. მუნიციპალური ინსპექცია ამ გადაწყვეტილებას იღებს მისთვის შესაბამისი ელექტრონული განცხადების წარდგენიდან 6 თვის ვადაში. მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ეს ვადა 6 თვით გრძელდება. მუნიციპალური ინსპექციის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. ამ ვადაში აღნიშნული გადაწყვეტილების მიუღებლობა პირს არ უზღუდავს უფლებას, მუნიციპალური ინსპექციას განმეორებით წარუდგინოს ელექტრონული განცხადება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით.
4. მუნიციპალური ინსპექციის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე.
5. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობად ჩაითვლება დაინტერესებული პირის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მის პირად გვერდზე განთავსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პირველივე ნახვა, ელექტრონული დოკუმენტის გახსნის მეშვეობით.
6. იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირი არ გაეცნობა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ ხარვეზის დამდგენ შუალედურ აქტს/აქტებს, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1413 მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ, ელექტრონული განცხადება წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ დარჩება განუხილველი.
7. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით შექმნილი დოკუმენტის ნამდვილობის დადგენა შესაძლებელია: მისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში გადამოწმების ან/და დაშიფრული კოდის სპეციალური წამკითხველის საშუალებით. დაშიფრული კოდი მოიცავს დოკუმენტის მონაცემების ერთობლიობას: დოკუმენტის ნომერს და დოკუმენტის მოძრაობის ნომერს.
8. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი, თარიღი და კანონმდებლობით დადგენილი სხვა რეკვიზიტები განისაზღვრება ავტომატურ რეჟიმში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.
9. ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი არის ელექტრონული დოკუმენტის ასლი და მას ელექტრონული დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუ ის უფლებამოსილი პირის მიერ არის დამოწმებული ან/და დადასტურებული.
10. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით შექმნილი ელექტრონული დოკუმენტი ინახება უვადოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗.
ელექტრონული მომსახურების ვადები
1. ელექტრონული მომსახურების განხორციელებისას გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1413 მუხლით გათვალისწინებული ვადები.
2. ელექტრონული განცხადების/დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტის განხილვის ვადის დინება აითვლება მისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსების შემდგომი სამუშაო დღიდან.
მუხლი 8🔗.
ელექტრონული მომსახურების ინსტრუქცია
ელექტრონულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დამატებითი საკითხები, საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვრება ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.