„საბაჟო ბროკერისა და საბაჟო გადამზიდველის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე”
მიღების თარიღი 17.04.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
ნომერი №228
სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.11.114.004.735
გამოქვეყნების წყარო სსმ, 37, 18/04/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.04.2001 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლიცენზიის გამცემი ორგანოს გერბიანი ბეჭედი | საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელმოწერა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)
- მეწარმეთა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონი
დოკუმენტის ტექსტი
„საბაჟო ბროკერისა და საბაჟო გადამზიდველის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:LitNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:LitNusx; font-weight:normal;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:LitNusx;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:LitNusx;}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:LitNusx; font-weight:bold;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt 63.0pt 1.0in 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.11.114.004.735
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის
ბრძანება №228
2001 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
„საბაჟო ბროკერისა და საბაჟო გადამზიდველის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე”
საქართველოს საბაჟო კოდექსის 113-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 118-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საბაჟო ბროკერისა და საბაჟო გადამზიდველის შესახებ თანდართული დებულებები და ლიცენზიის ფორმები.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. მაჭავარიანი
საბაჟო ბროკერის დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. საბაჟო ბროკერი (შუამავალი) შეიძლება იყოს „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომელსაც აქვს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული ლიცენზია საბაჟო ბროკერის საქმიანობის განსახორციელებლად.
საბაჟო ბროკერი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კოდექსისა და ამ დებულების საფუძველზე.
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირებას ახორციელებს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი ან საბაჟო ბროკერი.
2. საბაჟო ბროკერს უფლება აქვს თავისი სახელით მისი მარწმუნებლის ხარჯზე და დავალებით განახორციელოს საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო ოპერაცია და შეასრულოს სხვა საშუამავლო ფუნქციები საბაჟო საქმის სფეროში, კერძოდ:
ა) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირება;
ბ) საქართველოს საბაჟო ორგანოსათვის საბაჟო მიზნებისათვის აუცილებელი დოკუმენტებისა და დამატებითი მონაცემების წარდგენა;
გ) დეკლარირებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენა;
დ) საბაჟო გაფორმებისა და საბაჟო კონტროლისათვის აუცილებელი სხვა ღონისძიებების განხორციელება.
3. წინასწარი ოპერაციების განხორციელების დროს საბაჟო ბროკერს შეუძლია:
ა) წინასწარ აცნობოს საქართველოს საბაჟო ორგანოს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების შესახებ;
ბ) წინასწარი ოპერაციების განხორციელებისას წარადგინოს საბაჟო მიზნებისათვის აუცილებელი დოკუმენტები;
გ) მოათავსოს საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები დროებითი შენახვის საწყობში.
II. ლიცენზიის გაცემის წესი
4. საბაჟო ბროკერის საქმიანობის განსახორციელებლად ლიცენზიის მიღებისათვის აუცილებელია:
ა) დადოს ბროკერის საქმიანობის საგარნტიო ან სადაზღვევო ხელშეკრულება. სადაზღვევო თანხა ან გირაო არ უნდა იყოს 50000 ლარზე ნაკლები.
ბ) შექმნას პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო ოპერაციების განხორციელებას, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებებზე განხორციელებული ოპერაციების ზუსტად და სრულად ამსახველი აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოებას;
გ) გადაიხადოს საბაჟო ბროკერის ლიცენზიის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებელი;
დ) ჰქონდეს საბაჟო ბროკერის საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა.
5. საბაჟო ბროკერის საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2 წლის ვადით.
6. ლიცენზიის მისაღებად საწარმომ უნდა მიმართოს საბაჟო დეპარტამენტს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი), წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, ლიცენზიის სახე.
7. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) სადამფუძნებლო დოკუმენტაცია;
ბ) საგარანტიო ხელშეკრულების, სადაზღვევო პოლისის ან საგირავნო ხელშეკრულების ასლი;
გ) საბაჟო ბროკერის საქმიანობის განსახორციელებლად ლიცენზიის მისაღებად მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
8. საბაჟო დეპარტამენტის მიერ ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება განიხილება მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში.
9. განცხადების განხილვის შედეგების მიხედვით საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა იურიდიული სამმართველოს დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის შესახებ ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
10. საბაჟო ბროკერის საქმიანობის ლიცენზია ფორმდება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საბაჟო დეპარტამენტში.
11. საბაჟო ბროკერის საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე მაძიებელს შეიძლება უარი ეთქვას, თუ:
ა) განცხადებაში შეტანილი მონაცემები არასრულია ან არასარწმუნო, ან საწარმო არ პასუხობს არსებული კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნას;
ბ) ლიცენზიის მაძიებელს უკვე გაუუქმდა ლიცენზია და ლიცენზიის გაუქმებიდან არ გასულა 6 თვე.
12. ლიცენზიის გაცემაზე უარის შემთხვევაში საბაჟო დეპარტამენტის მიერ საწარმოს ეცნობება წერილობითი სახით უარის თქმის მიზეზების ჩვენებით.
13. ლიცენზიის გამცემი ორგანო ლიცენზიის ასლებს უგზავნის საბაჟო ორგანოებს.
III. საბაჟო ბროკერის მოვალეობანი
14. საბაჟო ბროკერის მოვალეობებია:
ა) დაწესებული ფორმით და დაწესებულ ვადებში განაცხადოს საბაჟო მიზნებისათვის აუცილებელი მონაცემები საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებებზე და მათ საბაჟო რეჟიმზე;
ბ) საბაჟო ორგანოს მოთხოვნაზე წარმოადგინოს დეკლარირებული საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები;
გ) საბაჟო ორგანოს მოთხოვნით დაესწროს საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებას და აღმოუჩინოს დახმარება საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირებს საბაჟო გაფორმების წარმოებაში;
დ) საბაჟო ორგანოს მოთხოვნით მარწმუნებელი პირის ხარჯზე განახორციელოს საქონლის ტრანსპორტირება, აწონვა ან მისი რაოდენობის სხვაგვარი განსაზღვრის, საბაჟო გაფორმებას დაქვემდებარებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების დატვირთვის, გადმოტვირთვის, გადატვირთვის, დაზიანებული შეფუთვის გასწორების, შეფუთვის გახსნის, შეფუთვის შეცვლის ოპერაციები;
ე) სარგებლობისა და განკარგვის პირობებისა და შეზღუდვების დაცვა იმ საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა მიმართ საბაჟო გაფორმება არ დამთავრებულა, ასეთი საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების გაშვებამდე ან მათ გადაცემამდე მარწმუნებელი პირის განკარგვაში არჩეული საბაჟო რეჟიმის შესაბამისად;
ვ) საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო ოპერაციების დასრულებისას შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა საბაჟო ორგანოსათვის საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების გაშვებაზე გადაწყვეტილების მიღებისა და საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო პროცედურების განხორციელების მიზნით;
ზ) საბაჟო ბროკერის მიერ დეკლარირებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის წარმოება;
თ) ბროკერის მიერ გამოყენებული ინფორმაციის დამუშავების ავტომატიზირებული საშუალებებისა და პროგრამული ინფორმაციის შეთავსების უზრუნველყოფა საბაჟო დეპარტამენტის ორგანოებში გამოყენებული ინფორმაციის დამუშავების ავტომატიზირებულ საშუალებებთან და პროგრამულ ინფორმაციებთან;
ი) საბაჟო ბროკერისა და მისი მუშაკების მიერ მარწმუნებლისაგან მიღებული ინფორმაციის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის;
კ) ინფორმაცია, რომელიც შეიცავს კომერციულ, საბანკო და კანონით დაცულ სხვა საიდუმლოს არ შეიძლება გახმაურდეს. აკრძალულია ასეთი ინფორმაციის გამოყენება საბაჟო ბროკერის მიერ საკუთარი მიზნებისათვის, აგრეთვე მისი გადაცემა მესამე პირისათვის (გარდა საბაჟო ორგანოებისა), საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ლ) საბაჟო ბროკერის მონაცემებისა და იმ მუშაკთა ხელმოწერების ნიმუშების წარდგენა საქართველოს საბაჟო ორგანოში, რომლებიც ახორციელებენ საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო ოპერაციებს.
15. საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო ოპერაციების განხორციელებისათვის საბაჟო ბროკერი ასრულებს ყველა მოვალეობას და მას ეკისრება ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორიც დაეკისრებოდა საბაჟო საზღვრის გავლით საქონლის დამოუკიდებლად გადამაადგილებელ პირს.
IV. საბაჟო ბროკერის უფლებამოსილებანი
16. თავისი საქმიანობის განსახორციელებლად საბაჟო ბროკერი უფლებამოსილია:
ა) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით დაესწროს საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებას, საქონლის საბაჟო გაფორმების მიზნებისათვის საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირების მიერ საქონლის სინჯებისა და ნიმუშების აღებას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) საბაჟო კონტროლის ქვეშ აწარმოოს საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება, მათი აწონვა და რაოდენობის სხვაგვარი განსაზღვრა, აგრეთვე საბაჟო ორგანოს თანხმობით აიღოს საქონლის სინჯები და ნიმუშები;
გ) გაეცნოს საქონლის აღებული სინჯებისა და ნიმუშების საბაჟო ორგანოების მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგებს;
დ) მარწმუნებელი პირის ხარჯზე უზრუნველყოს საქონლის სინჯებისა და ნიმუშების გამოკვლევა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) საბაჟო ორგანოების ნებართვით უზრუნველყოს იდენტიფიკაციის საშუალებების შეცვალა, მოცილება ან გაანადგურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) საბაჟო დეპარტამენტში წარმოადგინოს იმ მუშაკების სია, რომლებსაც აქვთ საბაჟო კონტროლის ზონებში შესვლის უფლება, რათა საბაჟო ორგანოებმა ამ მუშაკებზე დადგენილი წესით გასცენ საშვები;
ზ) მიიღოს საბაჟო საკითხებზე ინფორმაცია და კონსულტაციები საბაჟო ორგანოებისაგან წესით, რომელსაც საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრავს საბაჟო დეპარტამენტი;
თ) ჩაერთოს საბაჟო ორგანოების საინფორმაციო ქსელში, რომლებიც მათ მიერ გამოიყენება ინფორმაციის ავტომატური დამუშავებისათვის, საბაჟო მიზნებისათვის აუცილებელი მონაცემების ელექტრონული გადაცემისათვის;
ი) გაასაჩივროს დადგენილი წესით საბაჟო ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებები, მოქმედებები ან უმოქმედობა.
17.საბაჟო ბროკერის უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო ორგანოებთან მიმართებაში არ შეიძლება შეზღუდულ იქნას მარწმუნებელ პირთან დადებული ხეკლშეკრულებით.
18. საბაჟო ორგანოები დახმარებას უწევენ საბაჟო ბროკერებს მათ მიერ თავიანთი უფლებების განხორცილებასა და მოვალეობების შესრულებაში, ქმნიან პირობებს, რომლებიც ხელს უწყობენ საბაჟო ბროკერების მიერ დეკლარირებული და წარმოდგენილი საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო ოპერაციების დაჩქარებას.
19. საბაჟო ორგანოებს უფლება არა აქვთ ცალკეულ საბაჟო ბროკერებს შეუქმნან საქმიანობის განხორციელების შეღავაღიანი პირობები.
V. საბაჟო ბროკერისა და საბაჟო ორგანოს ურთიერთდამოკიდებულება
20. საბაჟო ბროკერის მიერ განხორციელებული საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო ოპერაციების ან ნებისმიერი საშუამავლო ფუნქციის შესრულება საბაჟო საქმის სფეროში ექვემდებარება სავალდებულო აღრიცხვას.
21. საბაჟო ბროკერი აღრიცხვის უზრუნველყოფის მიზნით აწარმოებს:
ა) საბაჟო ბროკერის მიერ განხორციელებული საბაჟო გაფორმებისათვის და საბაჟო კონტროლისათვის საჭირო ოპერაციათა აღრიცხვის ჟურნალს;
ბ) მარწმუნებელ პირთან დადებული ხელშეკრულების რეესტრს.
22. ოპერაციების აღრიცხვის ჟურნალი და ხელშეკრულებათა რეესტრი იწარმოება კალენდარული წლის შესაბამისად. ისინი წინასწარ უნდა იქნეს აკინძული, დანომრილი და ბეჭედდასმული საბაჟო დეპარტამენტის მიერ.
საბაჟო ბროკერის მიერ აღნიშნულ ჟურნალებში უკანასკნელი მონაცემების შეტანის შემდეგ ჟურნალები გადაეცემა შესამოწმებლად საბაჟო ორგანოს, მოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით. შემოწმების შემდეგ ისინი უბრუნდება საბაჟო ბროკერს და ინახება დებულებით დადგენილი ვადით. დამატებითი ჩანაწერების ან ცვლილებების შეტანა შემოწმების შემდეგ აკრძალულია.
ოპერაციების აღრიცხვის ჟურნალი და ხელშეკრულებათა რეესტრი უნდა წარედგინოს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე.
23. საბაჟო ბროკერი ყოველკვარტალურად, კვარტლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 10 დღისა, წარუდგენს საბაჟო დეპარტამენტს განზოგადებულ ანგარიშს საანგარიშო პერიოდში წარმოებული ყველა ოპერაციისა და მარწმუნებელ პირებთან დადებული ხელშეკრულებების, ასევე საანგარიშო პერიოდში მოქმედი ყველა ხელშეკრულების თაობაზე.
ანგარიში ხელმოწერილი უნდა იქნეს საბაჟო ბროკერის ხელმძღვანელის და მთავარი ბუღალტრის მიერ და დამოწმდეს ბეჭდით.
24. საბაჟო ბროკერმა თავის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები უნდა შეინახოს 6 წლის ვადით.
25. საბაჟო დეპარტამენტსა და საბაჟო ბროკერს შორის წარმოქმნილი დავები გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
VI. საბაჟო ბროკერთა უწყებრივი რეესტრი
26. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი აწარმოებს საბაჟო ბროკერთა უწყებრივ რეესტრს. საბაჟო დეპარტამენტის იურიდიულ სამმართველოს მონაცემები შეაქვს უწყებრივ რეესტრში ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.
27. საბაჟო ბროკერთა უწყებრივ რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) მონაცემები საბაჟო ბროკერის შესახებ (საფირმო სახელწოდება, სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები, ადგილსამყოფელი);
ბ) საქმიანობის სახე;
გ) ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი;
დ) მონაცემები ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, განახლების, ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.
28. ლიცენზიის თაობაზე საბაჟო დეპარტამენტის უწყებრივ რეესტრში შეტანილი მონაცემები, შეტანიდან 10 დღის ვადაში უნდა ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის შემდგენელ ორგანოს.
VII. ლიცენზიის გაუქმება, შეჩერება, ჩამორთმევა, ძალადაკარგულად ცნობა
29. საბაჟო ბროკერის საქმიანობის შეწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს საბაჟო კოდექსით. საბაჟო ბროკერის ლიცენზია საბაჟო დეპარტამენტმა შეიძლება გააუქმოს, თუ:
ა) ლიცენზია გაიცა არასრული ან არასარწმუნო ცნობების საფუძველზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილების მისაღებად;
ბ) საბაჟო ბროკერს არ შეუძლია ლიცენზიის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში საქმიანობის დაწყება ან შეაჩერებს ამ საქმიანობას 6 თვეზე მეტი ვადით;
გ) საბაჟო ბროკერი აღარ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელთა საფუძველზეც გაიცა ლიცენზია;
დ) გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ ძალაშია მისი მიღების დღიდან.
30. ლიცენზიის გაუქმების შესახებ საბაჟო დეპარტამენტი წერილობით აცნობებს საბაჟო ბროკერს გაუქმების საფუძვლების მითითებით.
31. საბაჟო ბროკერის ლიცენზიის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს, თუ არსებობს საფუძველი, რომ საბაჟო ბროკერი არაკეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობებს. საბაჟო ბროკერის ლიცენზიის მოქმედება საბაჟო დეპარტამენტის მიერ შეიძლება შეჩერდეს 3 თვემდე ვადით. გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება მის მფლობელს ლიცენზიის შეჩერების მოტივისა და საფუძვლის მითითებით.
32. თუ საბაჟო ბროკერი მიჩნეულ იქნება ვალაუვალად ან თუ საბაჟო ბროკერი თავს გაკოტრებულად გამოაცხადებს, მისი ლიცენზია ავტომატურად ძალადაკარგულად ითვლება.
33. საბაჟო ბროკერს ლიცენზია შეიძლება ჩამოერთვას საბაჟო დეპარტამენტის მიერ, თუ საბაჟო ბროკერი:
ა) არღვევს, არ ასრულებს ან არ შეუძლია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) არამართლზომიერად აყენებს ზიანს მარწმუნებელს, მათ შორის იმ ცნობების უკანონო გამოყენებით, რომლებიც შეიცავს კომერციულ საიდუმლოს ან საიდუმლო ინფორმაციას, რაც დადგენილია სასამართლოს მიერ.
34. გადაწყვეტილება საბაჟო ბროკერის ლიცენზიის გაუქმების, ჩამორთმევის და მისი მოქმედების შეჩერების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
35. საბაჟო ბროკერის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, ლიცენზიის მისაღებად გადახდილი მოსაკრებელი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. საბაჟო ბროკერის ლიცენზიის განმეორებით გაცემის დროს გადაიხდევინება სალიცენზიო მოსაკრებელი მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული თანხის ოდენობით.
36. საბაჟო დეპარტამენტი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში აწვდის ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლიცენზიის გაცემის, შეჩერების და გაუქმების თაობაზე.
დანართი №
სერია სბ
საბაჟო დეპარტამენტის ემბლემა
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი
ლ ი ც ე ნ ზ ი ა №000 000
საბაჟო ბროკერის საქმიანობის განსახორციელებლად
ამ ლიცენზიით საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი აძლევს
უფლებას _________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________
(საწარმოს სრული დასახელება)
საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს თავისი საქმიანობა, როგორც საბაჟო ბროკერმა ნებისმიერი ტრანსპორტით გადაადგილებული ყველა სასაქონლო ჯგუფის მიმართ სასაქონლო ნომენკლატურის კოდის შესაბამისად.
ლიცენზიის გაცემის თარიღი „ _____ “ ___________ წ.
ლიცენზიის მოქმედების ვადა „ _____ “ __________ წ.
ლიცენზიის გამცემი
ორგანოს გერბიანი ბეჭედი
საბაჟო დეპარტამენტის
ხელმძღვანელის ხელმოწერა
ლიცენზიისგაცემაზე უფლებამოსილი
პირის თანამდებობა, გვარი, ინიციალები
საბაჟო გადამზიდველის შესახებ დებულება
I. საერთო დებულება
1. საბაჟო გადამზიდველი შეიძლება იყოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომელსაც აქვს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული ლიცენზია საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის განსახორციელებლად.
2. საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლია მხოლოდ საბაჟო გადამზიდველს, რომელსაც აღებული აქვს საბაჟო გადამზიდველის ლიცენზია საბაჟო კოდექსით განსაზღვრული წესის შესაბამისად (საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა).
3. საბაჟო გადამზიდველი მოქმედებს საბაჟო კოდექსის და ამ დებულების საფუძველზე.
4. საბაჟო გადამზიდველის ურთიერთობა საქონლისა და დოკუმენტების გამომგზავნთან ან მის წარმომადგენელთან განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე.
II. ლიცენზიის გაცემის წესი
5. საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის განხორციელების შესახებ ლიცენზიის მისაღებად საწარმო ვალდებულია:
ა) გააჩნდეს ისეთი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ტექნიკურად გამართულია და აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) გააფორმოს გადამზიდველის საქმიანობის საგარანტიო ან სადაზღვევო ხელშეკრულება. სადაზღვევო თანხა, ან ქონების გირაოს ფასი არ უნდა იყოს 100 000 ლარზე ნაკლები;
გ) გააჩნდეს საკუთრებაში ან სრულ სამეურნეო გამგებლობაში, ან სულ ცოტა სამი წლის ვადით იჯარით აღებული სათანადოდ აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებების ისეთი რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს 48 სთ-ის განმავლობაში, თუნდაც ერთი სატრანსპორტო საშუალების მისვლას საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბაჟო გაფორმების ადგილზე. ამასთან, იჯარის მოქმედების ვადა მთლიანად უნდა მოიცავდეს ლიცენზიის მოქმედების ვადას;
დ) გადაიხადოს კანონით გათვალისწინებული მოსაკრებელი.
6. ლიცენზიის მისაღებად საწარმომ განცხადებით უნდა მიმართოს საბაჟო დეპარტამენტს.
განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
ა)საწარმოს სრული და შემოკლებული დასახელება;
ბ) იურიდიული მისამართი;
გ) გადასახადის გადამხდელთა რეესტრში ჩართვის სარეგისტრაციო ფორმის ნომერი;
დ) სატრანსპორტო საშუალებების სახეობა და რაოდენობა (რომელიც გააჩნია მფლობელობაში);
ე) საბანკო ანგარიშების ნომრები;
ვ) ამ ბანკების სრული რეკვიზიტები.
7. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) საწარმოს დამფუძნებელი და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ბ) სატრანსპორტო საშუალებების საკუთრების, სრული სამეურნეო მფლობელობის ან იჯარის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
გ) საბაჟო გადამზიდველის სტატუსში ლიცენზიის მისაღებად საჭირო სადაზღვევო ხელშეკრულება, საგირაო ქონების აუდიტორული შეფასების და სადაზღვევო პოლისის ასლი;
დ) საწარმოს ძირითადი ფონდების (ბალანსი, ბალანსიდან ამონაწერი, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და ა.შ.) ღირებულების და მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც დამოწმებულია დადგენილი წესით.
8. საბაჟო დეპარტამენტის მიერ განცხადება განიხილება 30 დღის განმავლობაში მისი მიღების დღიდან.
აღნიშნულ ვადაში საბაჟო დეპარტამენტი ამოწმებს საწარმოს მიერ განცხადებული მონაცემების შესაბამისობას მოცემული დებულების მოთხოვნებთან.
საბაჟო დეპარტამენტს უფლება აქვს წარმოდგენილი მონაცემების დასადასტურებლად გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები სახელმწიფო ორგანოებიდან, ბანკებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან.
9. ლიცენზია საბაჟო გადამზიდველის სტატუსით მოღვაწეობის განხორციელებაზე ფორმდება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთ-ერთი რჩება საბაჟო დეპარტამენტში.
განცხადების განხილვის შედეგების მიხედვით საბაჟო დეპარტამენტის ხელშეკრულება იურიდიული სამმართველოს დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის შესახებ ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
10. ლიცენზიის გაცემაზე საწარმოს შეიძლება უარი ეთქვას, თუ:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტები არასრულია ან არასარწმუნო;
ბ) თუ საწარმო არ პასუხობს მოცემული დებულების მოთხოვნებს;
გ) ლიცენზიის მაძიებელს შეჩერებული აქვს ლიცენზია და არ არის აღმოფხვრილი ლიცენზიის შეჩერების საფუძველი;
დ) ლიცენზიის მაძიებელს უკვე გაუუქმდა ლიცენზია და გაუქმებიდან არ გასულა 6 თვე.
11. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საბაჟო დეპარტამენტი ატყობინებს საწარმოს ამის შესახებ წერილობით, მასში უარის თქმის მიზეზების მოტივირებით.
12. ლიცენზიის გაცემაზე უარი შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
13. საბაჟო დეპარტამენტი მის მიერ დამოწმებული ლიცენზიის ასლს აგზავნის ყველა რეგიონალურ საბაჟოში.
III. ლიცენზიის გაუქმება, შეჩერება, ჩამორთმევა, ძალადაკარგულად ცნობა
14. საბაჟო გადამზიდველს ლიცენზია შეიძლება გაუუქმოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, თუ:
ა) საბაჟო გადამზიდველის საქმიანობაზე ლიცენზია გაიცა არასრული ან არასარწმუნო ცნობების საფუძველზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილების მისაღებად;
ბ) საბაჟო გადამზიდველს არ შეუძლია ლიცენზიის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში საქმიანობის დაწყება ან შეაჩერებს ამ საქმიანობას 6 თვეზე მეტი ვადით;
გ) საბაჟო გადამზიდველი აღარ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია;
დ) გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ ძალაშია მისი მიღების დღიდან.
15. საბაჟო გადამზიდველს ლიცენზია შეიძლება ჩამოართვას საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, თუ:
ა) საბაჟო გადამზიდველი არ ასრულებს ან არ შეუძლია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, საქონლის გადატანაზე აცხადებს დაუსაბუთებელ უარს, გამოყენებისათვის გამიზნული სატრანსპორტო საშუალებები ტექნიკურად გაუმართავია და არ შეესაბამება სტანდარტებს ანდა არ არის საჭიროებისამებრ აღჭურვილი, აგრეთვე გადაზიდვაზე ხელოვნურად არის გაზრდილი საფასური, რაც არ შეესაბამება ასეთი მომსახურების საშუალო ღირებულებას:
ბ) ირღვევა საბაჟო კოდექსითა და შესაბამისი დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
გ) მესაკუთრეს ან მის წარმომადგენლებს მიაყენეს ზიანი;
დ) ეს გადამზიდველის სურვილია.
16. საბაჟო გადამზიდველს ლიცენზიის მოქმედება შეიძლება შეუჩერდეს 3 თვის ვადით, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისა, რომ გადამზიდველი ბოროტად იყენებს თავის უფლებებს.
17. გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების, ჩამორთმევის ან ძალდაკარგულად ცნობის, ანდა მოქმედების შეჩერების თაობაზე ძალაშია მისი მიღების დღიდან.
18. ლიცენზიის მიღებაზე საბაჟო გადამზიდველის განმეორებითი განცხადება შეიძლება განხილულ იქნეს განცხადების გაუქმების, ჩამორთმევისა და ძალადაკარგულად ცნობის ანდა მოქმედების შეჩერების დღიდან 6 თვის შემდეგ.
19. საბაჟო დეპარტამენტი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში აწვდის ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლიცენზიის გაცემის, შეჩერების ან გაუქმების თაობაზე.
IV. საბაჟო გადამზიდველის მოვალეობანი
20. საბაჟო გადამზიდველი ვალდებულია:
ა) მიიტანოს დანიშნულების ადგილზე საქონელი და მისი დოკუმენტაცია საქონლის შეფუთვის ან მისი მდგომარეობის ყოველგვარი ცვლილების გარეშე, გარდა ბუნებრივი ცვეთის, ან ნორმალურ პირობებში ტრანსპორტირებისას და შენახვისას მიღებული ცვლილებისა, ყოველგვარი სხვა მიზნებისათვის გამოყენების გარეშე;
ბ) დაიცვას საქონლისა და მისი დოკუმენტების მიტანის ვადები და მოძრაობის მარშრუტი, რომლებსაც განსაზღვრავს საბაჟო ორგანო. მიტანის ვადები დგინდება მიტანის ჩვეულებრივი ვადების გათვალისწინებით სატრანსპორტო საშუალების შესაძლებლობიდან, დადგენილი მარშრუტისა და სხვა გადაზიდვის პირობებიდან გამომდინარე;
გ) არ დაუშვას საბაჟო კონტროლის ქვეშ მოძრავ ტვირთებთან ერთად სხვა საქონლის გადაზიდვა;
დ) უზრუნველყოს საქონლის შენახვა;
ე) წარუდგინოს საქონელი და გადასცეს მისი თანმხლები დოკუმენტები დანიშნულების საბაჟო ორგანოს (ან სხვა უფლებამოსილ საბაჟო ორგანოს), ხოლო ამ ორგანოების მოთხოვნით წარადგინოს საქონელი საბაჟო კონტროლისათვის;
ვ) დანიშნულების ადგილზე მოათავსოს საქონელი, საბაჟო კონტროლის ზონაში, საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს მიტანის შემთხვევაში;
ზ) არ დატოვოს უყურადღებოდ საქონელი საბაჟო ორგანოების ნებართვის გარეშე მისი ადგილზე მიტანის შემდეგ, არ შეცვალოს დგომის ადგილი, არ დაუშვას საქონლის დატვირთვა, ჩამოტვირთვა ან გადატვირთვა, არ შეცვალოს საქონლის საწყისი ადგილმდებარეობა, არ დაუშვას საფუთავის გახსნა, შეფუთვა ან ხელახალი შეფუთვა, დაზიანებული შეფუთვის შეკეთება, არ დაუშვას საბაჟო საიდენტიფიკაციო საშუალებების დაზიანება ან განადგურება;
თ) უნდა ჰყავდეს შტატში პერსონალი, რომლებსაც შესწავლილი აქვთ საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი ტვირთების გადაზიდვის წესები;
ი) საბაჟო გადაზიდვების განსახორციელებლად აწარმოოს საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაზიდვების აღრიცხვა და წარუდგინოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნისთანავე;
კ) იქონიოს სატრანსპორტო საშუალებები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში და უზრუნველყოს სატრანსპორტო საშულებების მუდმივად აღჭურვილ მდგომარეობაში ყოფნა;
ლ) უზრუნველყოს საქონლის დატვირთვა ან გადატვირთვა საკუთარ სატრანსპორტო საშუალებებზე, ჩამოტვირთვა და გადატვირთვა ამ სატრანსპორტო საშუალებებიდან საკუთარი ძალებით ან სხვა საწარმოებთან და ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე;
მ) დანიშნულების საბაჟო ორგანოს მოთხოვნით დაუყოვნებლივ ან ამ ორგანოს მიერ დადგენილ ვადებში უზრუნველყოს დგომის ადგილების შეცვლა, ჩამოტვირთვა და გადმოტვირთვა, საქონლის საწყისი ადგილმდებარეობის შეცვლა, შეფუთვის გახსნა, საქონლის შეფუთვა ან ხელახალი შეფუთვა, იდენტიფიკაციის საშუალებების შეცვლა, მოცილება ან განადგურება;
ნ) ავარიისა და დაუძლეველი ძალის მოქმედების დროს გაატაროს აუცილებელი ზომები საქონლის დაცვის უზრუნველსაყოფად და არ დაუშვას ნებადაურთველად საქონლის სხვა მიზნებით გამოყენება, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საბაჟო ორგანოს საქმის გარემოების, სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის ადგილმდებარეობის შესახებ, უზრუნველყოს საქონლის უახლოეს საბაჟო ორგანოში გადატანა და გაატაროს სხვა ზომები, რომლებიც განსაზღვრული იქნება ამ საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო კონტროლის უზრუნველსაყოფად.
21. გამგზავნი საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება საბაჟო გადამზიდველის მიერ საქონლის გადაზიდვაზე წარმოადგენს აუცილებლობას ამ გადამზიდველისათვის, საქონლისა და მისი დოკუმენტების გამგზავნისა და მიმღებისათვის.
22. საქონლის გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯების საკითხი გამგზავნს, მიმღებსა და საბაჟო გადამზიდველს შორის რეგულირდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და საბაჟო ორგანოების მიერ არ ანაზღაურდება.
V. საქონლის გადაზიდვა საბაჟო გადამზიდველის მიერ
23. საბაჟო გადამზიდველის მიერ საბაჟო კონტროლის ქვეშ მოთავსებული საქონლის გადაზიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გადაწყვეტილებას ღებულობს საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირი, გადასაზიდი საქონლის შესახებ სათანადო ინფორმაციის მიღების შემდეგ.
24. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო ტვირთების გადაადგილება ქვეყნის საზღვრებში დაიშვება მხოლოდ საბაჟო გადამზიდველების სატრანსპორტო საშუალებებით. ასეთი ტვირთების ტრანსპორტირება სხვა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით დაუშვებელია.
25. საქონლის აუცილებელი გადაზიდვა საბაჟო გადამზიდველის მიერ არ მოითხოვება, როდესაც საქონელი გადაიზიდება ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ კონვენციის შესაბამისად.
26. საბაჟო გადამზიდველის მიერ საქონლის გადაზიდვაზე, დანიშნულების საბაჟოში მიტანაზე კონტროლი და მისი საბაჟო გაფორმება ხორციელდება შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე.
27. საბაჟო გადამზიდველი აწარმოებს საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადაზიდვის აღრიცხვას.
28. საბაჟო გადამზიდველი საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადაზიდვის აღრიცხვას ახორციელებს აღრიცხვის წიგნის წარმოების გზით ან ელექტრონული ფორმით. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს აღრიცხვის წიგნში გაკეთებული ჩანაწერების შემოწმება.
29. ლიცენზიის მქონე საბაჟო გადამზიდველის მიერ საქონლის გადაზიდვა, მაგრამ არა საბაჟო კონტროლზე მყოფი ტვირთებისა, ხორციელდება საერთო წესით და მასზე მოცემული დებულების პირობები არ ვრცელდება.
30. საქონლის მიტანის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს საბაჟო დოკუმენტი, შსტ ფორმა, რომელშიც საბაჟოს თანამდებობის პირის მიერ კეთდება აღნიშვნა „მოხსნილია კონტროლიდან“, მოწმდება მის მიერ ხელმოწერით და პირადნომრიანი ბეჭდით.
31. საბაჟო ორგანოს ნებართვის გარეშე საქონლის გადაცემის შემთხვევაში დანაკლისით ან მისი დანიშნულების საბაჟოში წარუდგენლობისას, საბაჟო გადამზიდველი ვალდებულია გადაიხადოს საბაჟო და სხვა გადასახდელები, რომლებიც უნდა გადახდილიყო თავისუფალ მიმოქცევაში საქონლის გაშვების ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქონელი ან სატრანსპორტო საშუალება განადგურდა ან განადგურება მოხდა ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირებისას ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგის შედეგად, ან თუ საქონელი ან სატრანსპორტო საშუალებები განადგურდა ან დაიკარგა ავარიისა თუ დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად.
საბაჟო გადასახადები და სხვა გადასახდელები გამოითვლება სამართალდარღვევის ჩადენის დღისათვის, მაგრამ თუ ასეთი დღის დადგენა შეუძლებელია _ სამართალდარღვევის ჩადენის აღმოჩენის დღიდან.
32. საბაჟო გადამზიდველის მიერ საბაჟო გადასახადების და სხვა გადასახდელების გადახდა არ ათავისუფლებს მას საბაჟო წესების დარღვევის პასუხისმგებლობისაგან.
VI. საბაჟო გადამზიდველის უწყებრივი რეესტრი
33. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი აწარმოებს საბაჟო გადამზიდველების უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს. საბაჟო დეპარტამენტს მონაცემები შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.
34. სალიცენზიო რეექტრში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) მონაცემები საბაჟო გადამზიდველის შესახებ (საფირმო სახელწოდება, სახელმწიფო რეესტრის მონაცემები, ადგილსამყოფელი);
ბ) საქმიანობის სახე;
გ) ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი;
დ) მონაცემები ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, განახლების, ლიცენზიის გაუქმების ან ლიცენზიის ასლის გაცემის თაობაზე.
35. ლიცენზიის თაობაზე საბაჟო დეპარტამენტის უწყებრივ რეესტრში შეტანილი მონაცემები, შეტანიდან 10 დღის ვადაში ეცნობება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის შემდგენელ ორგანოს.
36. საბაჟო დეპარტამენტი აწარმოებს საბაჟო გადამზიდველთა უწყებრივ რეესტრს და უზრუნველყოფს მის გაცნობას დაინტერესებულ პირთათვის.
დანართი №
სერია სბ
საბაჟო დეპარტამენტის ემბლემა
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი
ლ ი ც ე ნ ზ ი ა №000 000
საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის განსახორციელებლად
ამ ლიცენზიით საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი აძლევს
უფლებას ___________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________
(საწარმოს სრული დასახელება)
საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს თავისი საქმიანობა, როგორც საბაჟო ბროკერმა ნებისმიერი ტრანსპორტით გადაადგილებული ყველა სასაქონლო ჯგუფის მიმართ სასაქონლო ნომენკლატურის კოდის შესაბამისად.
ლიცენზიის გაცემის თარიღი „ ____ “ _________________ წ.
ლიცენზიის მოქმედების ვადა „ ____ “ _________________ წ.
ლიცენზიის გამცემი
ორგანოს გერბიანი ბეჭედი
საბაჟო დეპარტამენტის
ხელმძღვანელის ხელმოწერა
ლიცენზიისგაცემაზე უფლებამოსილი
პირის თანამდებობა, გვარი, ინიციალები