„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№184
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017491
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/07/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №184

2021 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი №III-034  და დანართი №III-035 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. 471 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 471. უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე დღგ-ის გამოანგარიშების, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების და მისი ინფორმირების წესი

1. ამ მუხლში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: 

ა) უცხოელი დასაბეგრი პირი – დასაბეგრი პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში ან საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს ციფრული მომსახურების გაწევაში;

ბ) ციფრული მომსახურება – ტელესაკომუნიკაციო მომსახურება ამ ინსტრუქციის  №III-03​1 დანართის შესაბამისად, რადიო ან ტელესამაუწყებლო მომსახურება ამ ინსტრუქციის №III-03​2 დანართის შესაბამისად და ელექტრონულად გაწეული მომსახურება ამ ინსტრუქციის №III-033 დანართის შესაბამისად;

გ) მომსახურების მიმღები – მომსახურების შემძენი ფიზიკური პირი, რომელიც:

გ.ა) არ წარმოადგენს დასაბეგრ პირს;

გ.ბ) წარმოადგენს დასაბეგრ პირს, თუმცა მის მიერ მიღებული მომსახურება არ უკავშირდება ამ დასაბეგრი პირის ეკონომიკურ საქმიანობას;

დ) დღგ-ის პორტალი – შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული  ელექტრონული პლატფორმა, რომლის  მეშვეობითაც, უცხოელი დასაბეგრი პირი ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს საქართველოში გაწეულ ციფრულ მომსახურებებთან მიმართებაში;

ე) სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები;

ვ) პირველადი საგადასახადო დოკუმენტი – დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა უცხოელ დასაბეგრ პირს, თუ მის მიერ გაწეული ციფრული მომსახურების გაწევის ადგილს წარმოადგენს  საქართველო და ეს ოპერაცია არ იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული უკუდაბეგვრის წესით. აღნიშნული დასაბეგრი პირი, საქართველოში დღგ-ის ანგარიშგების და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით, საქართველოს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული დღგ-ის პორტალის  საშუალებით, ავსებს სარეგისტრაციო ფორმას ამ ინსტრუქციის №III-034​ დანართის შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულად ჩაითვლება, თუ კმაყოფილდება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობა:

ა) ფინანსური დაწესებულების (რომელშიც გახსნილია ანგარიში და გამოიყენება გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად) ან ელექტრონული ფინანსური საშუალებების ოპერატორის (რომლის საშუალებითაც ხდება გადახდა) ადგილსამყოფელი არის საქართველო;

ბ) მომსახურების მიმღების ადგილსამყოფელი არის საქართველო;

გ) მომსახურების მიმღების მიერ მომსახურების შესაძენად გამოყენებული მოწყობილობის ქსელური მისამართი (IP) მდებარეობს საქართველოში;

დ) მომსახურების შესაძენად/გადასახდელად გამოყენებული ქვეყნის სატელეფონო კოდი ეკუთვნის საქართველოს.

4. ამ მუხლის მიზნისათვის:

ა) დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას წარმოადგენს უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ ანაზღაურების სანაცვლოდ ციფრული მომსახურების გაწევა;

ბ) დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის ციფრული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება, დღგ-ის გარეშე;

გ) დღგ-ის საანგარიშო პერიოდია კვარტალი, ანუ დროის მონაკვეთი:

გ.ა) 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით (I კვარტალი);

გ.ბ) 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით (II კვარტალი);

გ.გ) 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით (III კვარტალი);

გ.დ) 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით  (IV კვარტალი);

დ) დღგ-ის განაკვეთი შეადგენს 18%-ს;

ე) უცხოელი დასაბეგრი პირი საქართველოს ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ ვალუტაში, თავისი არჩევანის შესაბამისად:

ე.ა) აშშ დოლარი;

ე.ბ) ევრო;

ე.გ) ლარი.

5. საქართველოს ტერიტორიაზე ციფრული მომსახურების გამწევი უცხოელი დასაბეგრი პირი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ციფრული მომსახურების გაწევის აღრიცხვა;

ბ) საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით, შეინახოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია იმ წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში, რომელშიც გაწეული იქნა მომსახურება;

გ) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული დღგ-ის პორტალის მეშვეობით, მისი პირადი გვერდიდან, ყოველ საანგარიშო პერიოდზე წარმოადგინოს საგადასახადო დეკლარაცია ამ ინსტრუქციის №III-03​5 დანართის შესაბამისად, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვისა და გადაიხადოს გადასახადი არაუგვიანეს ამავე თვის ბოლო დღისა. ამასთან, საგადასახადო ვალდებულების შესრულების თარიღად ითვლება გადახდილი თანხის სახაზინო სამსახურის შესაბამის ანგარიშზე ასახვის თარიღი.

6. უცხოელი დასაბეგრი პირების ინფორმირება დღგ-ის ვალდებულების შესახებ ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, საქართველოს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებით ან/და სხვა საშუალებებით.

7. უცხოელი დასაბეგრი პირის ინფორმირების დროს მიეთითება:

ა) ის საკანონმდებლო ნორმები, რომლის საფუძველზეც უცხოელი დასაბეგრი პირი ვალდებულია გადაიხადოს დღგ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, და

ბ) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული დღგ-ის პორტალის ელექტრონული მისამართი, რომლის მეშვეობითაც განახორციელებს დღგ-ის ანგარიშგებას.

8. უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“.

3. 112-მუხლის 41-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. ამ ინსტრუქციის 471  მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2021 წლის 1 ოქტომბრამდე.“

 


მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

სარეგისტრაციო ინფორმაცია

ამ სექციაში მოთხოვნილია ინფორმაცია კომპანიის/ორგანიზაციის შესახებ, რომელიც ასრულებს რეგისტრაციას

Registration Information

In this section, information is requested regarding

the company / organization that performs the registration

* ორგანიზაციის იურიდიული დასახელება

*Full legal name of the organization

ორგანიზაციის საფირმო დასახელება

Trade name of the organization

*სათაო ოფისის მისამართი

*Headquarters address

*ქალაქი

*რეგიონი

*City

*State or province

*ქვეყანა

*საფოსტო ინდექსი ან ზიპკოდი

*Country

*Postcode or zipcode

*ვებგვერდის მისამართი

*Website URL

საგადასახადო ინფორმაცია Tax Information

*რეზიდენტობის ქვეყანა საგადასახადო მიზნებისათვის

*Country of residence for tax purposes

*საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომერი

*Tax identification number

*ძირითადი ეკონომიკური საქმიანობა:

*Main economic activities:

საკონტაქტო პირის დასახელება (პრიორიტეტული საკონტაქტო პირი):

*სახელი

*გვარი

*საკონტაქტო ელ. ფოსტის მისამართი

*საკონტაქტო ტელეფონის ნომერი

Name of the contact person (Priority contact person):

*Name

*Surname

*Contact email address

*Contact phone number

რეგისტრაციის დეტალები Registration Detail

* რეგისტრაციის თარიღი

* Registration Date

*რომელი თარიღიდან დაიწყო კომპანიამ/ორგანიზაციამ საქმიანობა საქართველოში?

*When your Company/Organization started operations in Georgia?

*გადახდის ვალუტა

* payment currency

საკონტაქტო ინფორმაცია Contact Information

გთხოვთ, შეიყვანოთ 2 პირის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც მუშაობენ თქვენს კომპანიაში/ორგანიზაციაში, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ დავუკავშირდებით პრიორიტეტულ საკონტაქტო პირს

პირველი საკონტაქტო პირი:

სახელი

გვარი

კომპანიაში/ორგანიზაციაში დაკავებული პოზიცია

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი

საკონტაქტო ელ. ფოსტის მისამართი

დაადასტურეთ ელ.ფოსტის მისამართი

მეორე საკონტაქტო პირი:

სახელი

გვარი

კომპანიაში/ორგანიზაციაში დაკავებული პოზიცია

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი

საკონტაქტო ელ. ფოსტის მისამართი

დაადასტურეთ ელ.ფოსტის მისამართი

please enter contact information of 2 person who work in your company/organization, in case we cannot communicate with the priority contact

First contact person:

Name

Surname

Position on the company/organization

Contact phone number

Contact email address

Confirm email address

Second contact person:

Name

Surname

Position on the company/organization

Contact phone number

Contact email address

Confirm email address