„ინტერესთა კონფლიქტის და ბანკის ადმინისტრატორებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს შორის ოპერაციების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 04.05.2001
ძალის დაკარგვა 10.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №116
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.004.763
გამოქვეყნების წყარო სსმ, 50, 10/05/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 10.03.2015
დოკუმენტის ტექსტი
„ინტერესთა კონფლიქტის და ბანკის ადმინისტრატორებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს შორის ოპერაციების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ”
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:0in; margin-right:-4.65pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-weight:bold;}
p.MsoSubtitle, li.MsoSubtitle, div.MsoSubtitle {margin-top:0in; margin-right:-4.65pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; }
p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:27.0pt; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 58.5pt 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.004.763
საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის ბრძანება №116
2001 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
ინტერესთა კონფლიქტის და ბანკის ადმინისტრატორებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს შორის ოპერაციების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლების, აგრეთვე
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა მიერ თავიანთ საქმიანობაში ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვისა და მათთან დაკავშირებული პირებისათვის უფრო ხელსაყრელი ვადებითა და პირობებით კრედიტების მიცემის აღკვეთის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს მეანაბრეთა და კრედიტორთა ინტერესების დაცვას და კომერციული ბანკების უსაფრთხო მუშაობას, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ინტერესთა კონფლიქტის და ბანკის ადმინისტრატორებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს შორის ოპერაციების განხორციელების თანდართული დებულება.
2. საქართველოში მოქმედმა ყველა კომერციულმა ბანკმა საქმიანობა წარმართოს თანდართული დებულების შესაბამისად.
3. ამ ბრძანების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველომ.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2001 წლის 15 მაისიდან.
ი. მანაგაძე
ინტერესთა კონფლიქტის და ბანკის ადმინისტრატორებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს შორის ოპერაციების განხორციელების
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საბანკო ინსტიტუტების კარგი მართვისათვის ამ დაწესებულებების ადმინისტრატორებმა თავიდან უნდა აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი და საბანკო საქმიანობაში არ დაუშვან საკუთარი ინტერესების ბანკის ინტერესებზე მაღლა დაყენება ან თანამდებობრივი უფლებების ბოროტად გამოყენება, რადგან ბანკირებს აკისრიათ განსაკუთრებული, ნდობაზე დაფუძნებული პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს მათდამი რწმუნებული ბანკების მიმართ ყურადღებას, გულმოდგინებას, გონივრულ წინდახედულობას, დამოუკიდებლობასა და ერთგულებას. ასეთი ვალდებულებები მათ ეკისრებათ იმ მეანაბრეთა ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, რომელთაც თავიანთი თანხები ამ ბანკებს მიანდეს.
2. ნდობაზე დაფუძნებული პასუხისმგებლობა მოითხოვს ბანკების ადმინისტრატორების მიერ თავიანთ პირად და ფინანსურ, აგრეთვე ანაბრების არმქონე კრედიტორებისა და აქციონერების ინტერესებზე მაღლა თავიანთი მეანაბრეების ინტერესების დაყენებას.
3. ამ მიზნით ბანკების ადმინისტრატორებმა თავიდან უნდა აიცილონ ნებისმიერი არამართებული მოქმედება, რადგან ქვეყნის საბანკო სისტემისადმი ფართო საზოგადოებრიობის ნდობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და იგი ჯანსაღი, სტაბილური და კონკურენტუნარიანი საბანკო სისტემის შექმნის საწინდარია.
4. ბანკის ნებისმიერი ადმინისტრატორის მიერ მისივე ნდობითი
პასუხისმგებლობის დარღვევა, საბოლოოდ, იწვევს როგორც ამ ბანკის გადახდისუუნარობას, ისე მისი ადმინისტრატორის გაუმართლებელ გამდიდრებას. ასეთ შემთხვევებში, მათ მიმართ ზომების მიღების მიზნით
საქმე უნდა გადაეცეს შესაბამის ორგანოებს.
5. ბანკის ნებისმიერი ადმინისტრატორის მიერ მისივე ნდობითი პასუხისმგებლობის დარღვევა განსაკუთრებით საზიანოა საბანკო სისტემისათვის, რადგან ამან შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს საბანკო სისტემას და გააწბილოს მეანაბრეები, რომელთა ინტერესების დაცვაც ბანკის ადმინისტრატორებმა თავიანთ თავზე აიღეს. ასეთმა შედეგებმა შეიძლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უარყოფითი გავლენა იქონიოს მთლიანად ქვეყნის ფინანსურ სექტორზე.
6. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების და მხოლოდ პირადი ინტერესების დაცვისა და თანამდებობრივი უფლებების ბოროტად გამოყენების პრაქტიკის, აგრეთვე ბანკის ადმინისტრატორთა მიერ ნდობითი ვალდებულებების სხვაგვარი დარღვევების აღკვეთის მიზნით, თითოეულმა კომერციულმა ბანკმა თავისი შინაგანაწესით ან ქცევის კოდექსით (რომელიც დამტკიცებულია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ), დოკუმენტური სახით უნდა შეიმუშაოს ბანკის ადმინისტრატორთა საქმიანობასთან დაკავშირებული სტრატეგიული მიმართულებები და პროცედურები. ამგვარი სტრატეგია და პროცედურების შექმნა დაიცავს და ხელს შეუწყობს ბანკის საქმიანობის სწორად წარმართვას, ინტერესთა კონფლიქტის, ასევე არასწორი მოქმედებების დადგენასა და აღმოფხვრას.
ამ დებულების მიზანია ინტერესთა კონფლიქტის საკითხების დარეგულირება, რომლის მიღწევაც შესაძლებელია თითოეული ბანკისა და მათი ადმინისტრატორებისათვის სპეციალური წესების დადგენით და მათი რეალიზაციით.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განსაზღვრებანი
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
„ადმინისტრატორი” – ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის (გამგეობის) ან სარევიზიო კომისიის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან ერთ ან მეტ პირთან ერთად უფლებამოსილია იკისროს ვალდებულებები ბანკის სახელით;
ბ) „კონტროლი” –
სხვის პოლიტიკაზე ან ბიზნესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე პირდაპირ თუ არაპირადაპირ, ცალკე თუ სხვებთან ერთად, ხმის მქონე აქციების (წილის) გამოყენებით თუ ნებისმიერი სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;
გ) „შვილობილი ორგანიზაცია” (არაძირითადი საწარმო) –
იურიდიული პირი, რომელშიც სათავო ორგანიზაცია ფლობს პაის (ხმისუფლებიანი აქციების, წილის) ორმოცდაათ ან მეტ პროცენტს;
დ) „მონათესავე საწარმო” –
იურიდიული პირის შვილობილი და კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოები, აღმავალი ჯაჭვით მისი მაკონტროლებელი პირები, მათი შვილობილი და კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოები;
ე) „დაკავშირებული პირები” –
პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობას შეუძლია უშუალო ზეგავლენის მოხდენა, მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:
–
პირი არის ბანკის ან ბანკის კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოს აქციების (წილის) მნიშვნელოვანი (5% და მეტი) წილის მფლობელი, ან სხვა გზით აკონტროლებს მას;
–
პირები არიან ერთი იურიდიული პირის აქციონერები (მოწილეები), თუ მათი ჯამური წილი შეადგენს არანაკლებ 20 პროცენტს;
–
ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი შეადგენს არანაკლებ 20 პროცენტს;
–
ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორეს ან ერთი პირი ექვემდებარება მეორე პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლს;
–
პირები წარმოადგენენ შვილობილ საწარმოებს ან ექვემდებარებიან მესამე პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლს;
–
პირები ერთად პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;
–
პირები ნათესავები არიან;
ვ) „პირი” –
ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით;
ზ) „შეღავათიანი პირობა (პირობები)” –
გაცემული კრედიტის ან სხვა სახის ფინანსური მომსახურების გაგრძელების ნებისმიერი ვადა (ვადები) ან პირობა (პირობები), რომელიც ბანკის ადმინისტრატორის, მონათესავე საწარმოს ან დაკავშირებული პირისთვის გაცილებით ხელსაყრელია, ვიდრე ის ვადა (ვადები) და პირობა (პირობები), რომელიც მსგავს სიტუაციაში შეიძლება შესთავაზონ ან რომელზეც შეიძლება უარი უთხრან ისეთ პირს, რომლებიც არ წარმოადგენენ ზემოხსენებულ პირებს;
თ) „საბაზრო ღირებულება” –
თავისუფალი საბაზრო ფასი, რომელიც ყალიბდება ბაზარზე იდენტური საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედებისას და საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები;
ი) „მთლიანი კაპიტალი” –
კომერციული ბანკების ზედამხედველობის და რეგულირების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კაპიტალის სახეობა.
მუხლი 3🔗. აკრძალვები და შეზღუდვები
1. ბანკს ეკრძალება შეღავათიანი პირობებით მისი ნებისმიერი ადმინისტრატორისათვის, მონათესავე საწარმოს ან მათთან დაკავშირებული რომელიმე პირისათვის სესხის მიცემა, ან ნებისმიერი ფინანსური მომსახურების გაწევა კრედიტის სახეობის, საპროცენტო განაკვეთის, დაფარვის ვადის, უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების ან რაიმე სხვა ფაქტორების მიუხედავად. ბანკმა მისი რომელიმე ადმინისტრატორისათვის, მონათესავე საწარმოს ან ნებისმიერი მათთან დაკავშირებული პირისათვის სესხის მიცემა ან ფინანსური მომსახურება უნდა განახორციელოს იგივე საფუძველზე და იგივენაირად, როგორც ამას მოახდენდა იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი (მიმღები) არ იქნებოდა ბანკის ადმინისტრატორი, მონათესავე საწარმო ან მათთან დაკავშირებული პირი.
2. ბანკს ნებისმიერ დროს ეკრძალება სესხის ან სხვა ვალდებულებების მიცემა მისი რომელიმე ადმინისტრატორისათვის, მონათესავე საწარმოს ან მათთან დაკავშირებული ნებისმიერი პირისათვის, თუ ასეთი პირისთვის მიცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა ბანკის მთლიანი კაპიტალის 5%-ს აღემატება.
3. ბანკს ნებისმიერ დროს ეკრძალება სესხის ან სხვა ვალდებულებების მიცემა მისი ადმინისტრატორებისათვის, მონათესავე საწარმოს ან მათთან დაკავშირებული პირებისათვის, თუ ასეთი პირებისათვის მიცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა ბანკის მთლიანი კაპიტალის 25%-ს აღემატება.
4. ბანკს ნებისმიერ დროს ეკრძალება სესხის მიცემა მისი რომელიმე ადმინისტრატორისათვის, მონათესავე საწარმოს ან მათთან დაკავშირებული ნებისმიერი პირისათვის, თუ თითოეული ასეთი სესხისათვის მიღებული უზრუნველყოფის საშუალების საბაზრო ღირებულება მისაცემი სესხის მთლიანი თანხის 110%-ზე ნაკლებია.
5. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფა წარმოადგენს უძრავ ან მოძრავ ქონებას, მათი რეგისტრაცია და დოკუმენტაცია ისე უნდა იყოს გაფორმებული, რომ იძლეოდნენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამ ქონების რეალიზაციის ან დასაკუთრების საშუალებას.
6. ბანკმა არ უნდა აწარმოოს არანაირი ოპერაცია მის რომელიმე ადმინისტრატორთან, მონათესავე საწარმოსა ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირთან, თუ ეს ოპერაცია არ იქნება დამტკიცებული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე.
7. არც ერთმა ადმინისტრატორმა და ბანკთან ან ადმინისტრატორთან დაკავშირებულმა პირმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ ასეთ ოპერაციასთან დაკავშირებით გამართულ განხილვაში, თუ მას აქედან რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი სარგებელი ელის. ასევე, არც ერთი ასეთი ადმინისტრატორი ან პირი არ უნდა ეცადოს ამგვარ ოპერაციებთან დაკავშირებით რამენაირი ზეგავლენა მოახდინოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებაზე.
8. სამეთვალყურეო საბჭოზე ნებისმიერი ასეთი საკითხის გატანის დროს საბჭოს დაინტერესებული წევრი ვალდებულია განხილვის სტადიაში წარმოადგინოს ამომწურავი ინფორმაცია თავისი ინტერესების შესახებ. საბჭოს ასეთი წევრი არ მონაწილეობს მოცემული საკითხის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში, მისი დასწრება მხედველობაში არ მიიღება კრების კვორუმის განსაზღვრისას.
9. როდესაც სამეთვალყურეო საბჭო ამტკიცებს ოპერაციას ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესაბამისად, მაშინ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე აუცილებლად უნდა წარედგინოს ამომწურავი ინფორმაცია ასეთი ოპერაციის ნებისმიერ საკითხზე.
10. იმ შემთხვევაში, თუ ოპერაცია, რომელიც ასეთ სხდომაზე უნდა დამტკიცდეს, დაკავშირებულია მიცემული სესხის პირობების ცვლილებასთან ან სხვა სახის საკრედიტო ვალდებულებასთან, მაშინ ამომწურავ ინფორმაციაში, როგორც მინიმუმ, უნდა შევიდეს ძირითადი თანხის ოდენობა, საპროცენტო განაკვეთი და დაფარვის ვადა, რომელსაც თან უნდა ახლდეს დეტალური საკრედიტო და ფინანსური ინფორმაცია როგორც მსესხებლის, ისე გარანტიის მიმღების შესახებ, მათ შორის შეხედულება მათ მიერ სესხის ვადებში გადახდისუნარიანობის შესახებაც. ეს ინფორმაცია დაცული უნდა იქნეს ბანკის კრედიტების მართვის შესახებ მიმდინარე დოკუმენტებში და მოთხოვნისთანავე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული ბანკის ინსპექტორებისათვის.
11. ამომწურავ ინფორმაციაში უნდა შევიდეს ამგვარი სესხის ან საკრედიტო ვალდებულებისათვის შეთავაზებული უზრუნველყოფის საშუალების მიმდინარე საბაზრო ღირებულების შეფასება, ასევე უზრუნველყოფის საშუალების შესაძლო ფასი სესხის საბოლოოდ, შეთანხმებულ ვადაში დაფარვამდე. შეფასებას ხელს უნდა აწერდეს ლიცენზირებული დამოუკიდებელი აუდიტორი, რომელიც არ იქნება ბანკის თანამშრომელი, ან სავარაუდოდ სესხის ამღებთან დაკავშირებული პირი. შეფასების შესახებ შეხედულება დაცული უნდა იქნეს ბანკის კრედიტების მართვის შესახებ მიმდინარე დოკუმენტებში და მოთხოვნისთანავე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული ბანკის ინსპექტორებისათვის. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია სათანადოდ უნდა გაფორმდეს სხდომის ოქმებში, იმის მიუხედავად, მოხდება თუ არა ოპერაციის დამტკიცება. ეს ოქმები მოთხოვნისთანავე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული ბანკის ინსპექტორებისათვის.
12. ბანკს ეკრძალება მისი რომელიმე ადმინისტრატორისაგან, მონათესავე საწარმოს ან დაკავშირებული პირისაგან ისეთი აქტივის შეძენა, რომლის ხარისხიც შეძენის მომენტისათვის არ შეესაბამება „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესით” განსაზღვრულ „სტანდარტულ” კატეგორიას.
13. ბანკის ადმინისტრატორს ეკრძალება ბანკისაგან, ნებისმიერი მონათესავე საწარმოსაგან (საწარმოსათვის) ისეთი ანაზღაურების მიღება (გაცემა), რომელიც აღემატება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებას ან რომელიც აჭარბებს იგივე მოცულობის აქტივების და მოგების მაჩვენებლების მქონე ბანკის მიერ ანალოგიური ტიპის მომსახურების არსებულ საბაზრო ფასს.
14. თუ ეროვნული ბანკის ბოლო შემოწმების თანახმად ბანკი უკვე არის ან პოტენციურად, უახლოეს მომავალში, შეიძლება იქცეს პრობლემურ ბანკად, მისმა ადმინისტრატორებმა პირდაპირ ან არაპირდაპირ არ უნდა გასცენ ფულადი სახსრები რაიმე ტიპის პრემიის ან ჯილდოს სახით, მანამ, სანამ ეროვნული ბანკის შეფასებით ბანკი აღარ ჩაითვლება ფაქტობრივ ან პოტენციურ პრობლემურ ბანკად.
15. ბანკის აქციონერებმა (წილის მფლობელებმა) ბანკისაგან უნდა მიიღონ შემოსავლები სათანადოდ გაცხადებული და წმინდა მოგებიდან კანონიერად გადახდილი დივიდენდების სახით ბანკის საწესდებო კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების (წილის) გათვალისწინებით.
16. ამ მუხლში ჩამოყალიბებული ყველა აკრძალვა და შეზღუდვა, რომელიც განსაზღვრულია ბანკებისათვის, ასევე ვრცელდება ნებისმიერი იმ ადმინისტრატორის, მონათესავე საწარმოს ან დაკავშირებული პირის მიმართ, რომლებიც ბანკთან აკრძალულ ოპერაციებში იქნებიან ჩართული.
მუხლი 4🔗. ეროვნული ბანკის უფლება
1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ზომები ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული თითოეული აკრძალვის და შეზღუდვის გაუთვალისწინებლობის გამო კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციებისა და ფულადი ჯარიმების გამოყენებით იმ ბანკების მიმართ, რომელთაც დაარღვიეს ამ დებულების მოთხოვნები;
ბ) მოითხოვოს ბანკის იმ ადმინისტრატორის ან თანამშრომლის გათავისუფლება სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოდან, რომელმაც ეროვნული ბანკის დასაბუთებული შეხედულებით დაარღვია ეს დებულება.
2. თუ ეროვნული ბანკი ჩათვლის, რომ ამ მუხლში აღწერილი ნებისმიერი მოთხოვნა არ განხორციელდა, ან დროისა და გარემოებების გამო სამომავლოდაც არ მოყვება შედეგი, ასეთ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეუძლია გაატაროს არსებული
ვითარებისთვის საჭირო ისეთი ადმინისტრაციული და მაკორექტირებელი ღონისძიებები, როგორიცაა: დამრღვევი ბანკის საბანკო ლიცენზიის გაუქმება ან საჭიროების შემთხვევაში, სისხლის სამართლის დანაშაულზე საქმის აღსაძვრელად მასალების შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემა.