საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.07.2021
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016348
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/07/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,510 სიტყვა · ~13 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის -აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 97% 14.03.2022 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ 'დელტას' დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 10.09.2014 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 13.12.2019 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 14.09.2018 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 11.06.2019

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება  №9 2021 წლის 23 ივლისი ქ. ბათუმი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის  დებულება, თანახმად დანართისა. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 45 (ორმოცდახუთი) საშტატო ერთეულით. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 4 აგვისტოს №24 დადგენილებით დამტკიცებული დებულება (გაზეთი „აჭარა“, №90 (23-155), 10.08.09, გვ. 8-9). 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე   დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად  შექმნილი საჯარო სამართლის  იურიდიული  პირი, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სისტემაში. 2. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად. 3. ცენტრის სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.“. 4. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ცენტრი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (შემდგომში – მთავრობა) და სამინისტროს წინაშე. 5. ცენტრი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახე­ლით იძენს უფლებებს და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირთან ურთიერთობაში. 6. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბლანკი, ბეჭედი და გააჩნია იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 7.  ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგა­ს­ლის ქ. №141-143. მუხლი 2🔗. ცენტრის მიზანი, ფუნქციები და უფლებამოსილებები 1. ცენტრის მიზანია, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სახელმ­წიფო პოლიტიკის შესაბამისად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კეთილ­საი­მედო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს მეცნიერულ საფუძველზე დაყრდნობით გადამდები და საზოგადოებრივი მნიშვნე­ლობის მქონე არაგადამდები დაავადებებისა და რისკების გამოვლენას, საინფორ­მაციო სისტემის ფუნქციონირებას, დაავადებათა კონტროლს და პრევენციას. 2. ცენტრის ფუნქციებია: ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მიზნობრივი პროგრამების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  დაცვის სახელმწიფო თუ ადგილობრივი ღონისძიებების განხორციელება და მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში, მათ შორის; ა.ა) გადამდები დაავადებების ერთიანი ეპიდზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედვე­ლობა და კონტროლი, ეპიდაფეთქებების, ეპიდემიების მიზეზების დადგენა, ეპიდსაწინააღმდეგო და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება კომპეტენ­ციის ფარგლებში, განსაკუთრებით საშიში და მასთან გათანაბრებული ინფექციების კერებში ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება; ა.ბ) იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, მისი ლოჯისტიკური უზრუნველ­ყოფა და განხორციელების ზედამხედველობა (მონიტორინგი და შეფასება); ა.გ) არაგადამდები (ქრონიკული) დაავადებების და ჯანმრთელობის რისკე­ბის (დეტერმინანტების) კვლევა, მონიტორინგი, პრევენციულ ღონისძიებებზე რეკომენ­დაციების შემუშავება და დაგეგმვა; ა.დ) ცხოვრების ჯანსაღი წესის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიე­ბების განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და ანალიზი; გ) სამედიცინო სტატისტიკის წარმოება, სამედიცინო სტატისტიკური ინფორ­­მა­ციის შეგროვება და ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში; დ) ლაბორატორიული საქმიანობა, გადამდებ დაავადებათა კერის პირვე­ლადი ეპიდკვლევის ფარგლებში ლაბორატორიული სკრინინგი, მაღალი რისკის კონტინგენტის სკრინინგი დაავადებათა სკრინინგული და სხვა კვლევები კომპე­ტენ­ციის ფარგლებში; ე) ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ეპიდემიოლოგიური სტანდარტების, ჰიგიე­ნური ნორმებისა და სტანდარტების შემუშავებასა და სპეციალიზებული სურსათის უვნებლობის ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დადგენაში მონაწილეობის მიღება; ზ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხების ირგვლივ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, საზოგადოებისათვის ინფორმაციის, რეკო­­მენ­დაციების მიწოდება; თ) სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება; ი) ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა. საკანონ­მდებ­ლო, ნორმატიული ბაზისათვის წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში; კ) ცენტრის საქმისწარმოების  და საარქივო დოკუმენტაციის წარმოების ორგანიზება. 3. ცენტრის უფლებამოსილებებია: ა​) ცენტრის პროგრამებით სარგებლობის მსურველ პირთა განცხადებების საფუძველზე, მათი პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ამ პირთა შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა; ბ) სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების უზრუნველ­ყოფა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ; გ) ხელშეკრულებების დადება საქართველოსა და უცხოელ ფიზიკურ და/ან იური­დიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გრანტების მიღება; ე) მიღებული ფინანსური სახსრების განკარგვა ცენტრის საქმიანობის, ცენტრის მიერ დადებული ხელშეკრულებების დაფინანსებისათვის, პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდებისათვის; ვ) შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის დაქირავების უზრუნველყოფა; ზ) ცენტრის მიზნების მისაღწევად კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 3🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. 2. ცენტრის დირექტორი: ა) მართავს ცენტრს და წარმოადგენს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას; ბ) წარმართავს ცენტრის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით; გ) ახორციელებს ცენტრის საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო უზრუნველყოფას; დ) ცენტრის სახელით ხელს აწერს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და  დონორებთან  დადგენილი  წესით  დადებულ ხელშეკრულებებს, სახელმწიფო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს, ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტების და პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ საგრანტო ხელშეკრულებებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს; ე) ამტკიცებს ცენტრის საქმიანობის ყოველწლიურ გეგმას და წარუდგენს სამინისტროს; ვ) კვარტალში ერთხელ, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს წარუდგენს  ანგარიშს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე; ზ) ხელს აწერს ცენტრის ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, ან ახდენს ამ ფუნქციის დელეგირებას შესაბამის კომპეტენტურ პირებზე ბრძანების საფუძველზე; თ) უფლებამოსილია სხვადასხვა უწყებიდან მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები; ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; კ) ზედამხედველობს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყო­ფების/ერთეუ­ლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; ლ) ზრუნავს ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე; მ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივ აქტებს; ნ) ანაწილებს უფლება-მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს ცენტრის თანამშრო­მელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს; ო) სამინისტროს წინასწარი თანხმობით განსაზღვრავს და ადმინისტრა­ციული აქტით ამტკიცებს ცენტრის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდს, თანამდებობრივ სარგოებსა და ხარჯთა ნუსხას; პ) პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ცენტრის ქონების, მათ შორის, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე; ჟ) ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისა, საბჭო) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; რ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ცენტრის დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე თანამდე­ბობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ცენტრის დირექტორის  წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. 4. ცენტრის დირექტორის მოადგილე ცენტრის დირექტორის დავალებით ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ცენტრის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს, ცენტრის დირექტორის თანხმობით წარმოადგენს ცენტრის ინტერესებს მესამე პირებთან ურთიერთობაში. 5. ცენტრის დირექტორის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციე­ლების შეუძლებლობისას ან ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო ცენტრის დირექტორის მოადგილის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან ცენტრის დირექტორის  მოადგილის უფლებამოსლების შეწყვეტის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს ცენტრის დირექტორის მიერ წინასწარ განსაზღვრული ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 6. ცენტრის სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობენ სტრუქტუ­რული ერთეულის უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. 7. სტრუქტურული ერთეულის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დირექტორს ან/და დირექტორის მოადგილეს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; დ) წარუდგენს ცენტრის დირექტორს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) ასრულებს ცენტრის დირექტორის და/ან დირექტორის მოადგილის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს. მუხლი 4🔗. ცენტრის სტრუქტურა 1. ცენტრის  სტრუქტურული ერთეულებია: ა) გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილება; ბ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების განყოფილება; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულა­რიზაციის განყოფილება; დ) ბათუმის განყოფილება; ე) ქობულეთის განყოფილება; ვ) ხელვაჩაურის განყოფილება; ზ) ქედის განყოფილება; თ) შუახევის განყოფილება; ი) ხულოს განყოფილება. 2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ცენტრის სტრუქტუ­რული ერთეულების დებულებით (დებულებებით), რომელსაც ცენტრის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). მუხლი 5🔗. ცენტრში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები 1. გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის და იმუნოპროფილაქტიკის განყოფი­ლების ფუნქციებია: ა) რეგიონის ტერიტორიაზე  გადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებათა კოორდინაცია; ბ) სამიზნე ტერიტორიაზე განთავსებული პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში ეპიდზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირების, სტატისტიკურ მონაცემთა ხარისხის მონიტორინგი; გ) მიმდინარე ეპიდემიოლოგიური პროცესის ტენდენციებისა და დინამიკის, ინფექციურ დაავადებათა მასშტაბების, მათ შორის განსაკუთრებით საშიში და მასთან გათანაბრებული ინფექციების გავრცელების ხასიათის რუტინული, ყოველთვიური, ყოველკვარტალური და სიტუაციური ანალიზი; დ) ეპიდზედამხედველობის ინფორმაციული სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და ავადობის დინამიკაზე მონიტორინგის განხორციელება; ე) ყოველი მომდევნო წლისათვის ბავშვთა პროფილაქტიკური აცრების დაგეგმვა; ვ) აცრებზე დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოსახლეობის ასაკობრივი შემაჯამებელი ანგარიშის მომზადება; ზ) იმუნიზაციას დაქვემდებარებული მოსახლეობის ვაქცინოპროფილაქ­ტიკისათვის ასაცრელი მასალის, შპრიცების, საუტილიზაციო კონტეინერებისა და სხვა სახარჯი მასალის წლიური საჭიროების განსაზღვრა; თ) რეგიონში „ცივი ჯაჭვის“ ინვენტარიზაცია; ი) ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების მიმდინარე, სიტუაციური, 6 თვის და წლიური ანალიზი; კ) ამცრელი უბნის დონეზე ვაქცინოპროფილაქტიკის განხორციელების პროცესში არსებული პრობლემების განსაზღვრა და სათანადო ღონისძიებების დაგეგმარებით ინფორმაციის მომზადება; ლ) აცრებზე დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირის დონეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ბრძანების შესრულების მონიტორინგი; მ) აცრებზე დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირის დონეზე დამხმარე ზედამხედველობის განხორციელება; ნ) აცრებზე დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირის დონეზე ვაქცინოპროფილაქტიკისა და  ,,ცივი ჯაჭვის“ რუტინული მონიტორინგი; ო) ვაქცინოპროფილაქტიკის ყოველთვიური ანგარიშის მიღება და აგრეგირებული ანგარიშის მომზადება სტანდარტული კომპიუტერული პროგრამების შესაბამისად; პ) აცრებს დაქვემდებარებული კონტინგენტის განსაზღვრის, აცრების წლიური და ყოველთვიური დაგეგმარების, შესრულებული სამუშაოს ანგარიშგების საკითხებზე აცრებზე დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირების ხელშეწყობა; ჟ) ბავშვთა მოსახლეობის აცრებით მოცვის დონისა და იმუნიზაციის სხვა მაჩვენებლების შეფასება; რ) აცრისშემდგომი გართულებისა და რეაქციების ზედამხედველობა; ს) იმუნიზაციის საინფორმაციო სისტემის I და II დონეზე დასაქმებული სპეციალისტების ინსტრუქტაჟი; ტ) იმუნიზაციის ელექტრონული მოდულის წარმოება; უ) მოქმედი კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვ­რული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების განყოფილების ფუნქციებია: ა) ცენტრის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება; ბ) ცენტრის კვარტალური და წლიური ბალანსის შედგენა; გ) ცენტრის საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, საბუღალტრო საქმიანობის სრულყოფისა და გაუმჯობესების შესახებ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება; დ) ცენტრისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების უზრუნველყოფა; ე) დადგენილი წესით მიზნობრივი პროგრამების შესრულების ყოველ­თვიუ­რი, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგების შედგენა და წარმოდგენა შესაბამისი ორგანოებისათვის; ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და ცენტრის მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების წარდგენის უზრუნველყოფა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან; ზ) ცენტრის თანამშრომელთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემი თანხების დროული აღრიცხვა და გაცემა; თ) ცენტრის ფინანსურ ვალდებულებათა დამოწმების დოკუმენტაციის მომზადება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურში წარდგენის უზრუნველყოფა; ი) საქართველოსა და უცხოელ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ცენტრის მიზნების მისაღწევად ხელშეკრუ­ლებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; კ) ცენტრის საქმიანობის, ცენტრის მიერ დადებული ხელშეკრულებების დაფინანსებისათვის, პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდებისათვის მიღებული ფინანსური სახსრების მართვაში მონაწილეობა; ლ) ცენტრის საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების წარმართვა; მ) ცენტრის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; ნ) მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მართვა და ანალიზი; ო) მოქმედი კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვ­რული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის  განყოფილების ფუნქციებია: ა) საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმი­რება ცენტრში მიმდინარე პროგრამების/პროექტების/სერვისების შესახებ; ბ) ცენტრის პროგრამების/პროექტების/სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით  საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა/განხორციელება; გ) საკომუნიკაციო/სარეკლამო ტექსტების შექმნა და სარეკლამო მასალების დამზადების კოორდინირება (ბროშურები, ბუკლეტები, პოსტერები და სხვა); დ) ცენტრის ვებგვერდის/ელექტრონული პლატფორმის საინფორმაციო უზრუნველყოფა, ინფორმაციის განახლება და  მართვა; ე) ცენტრის დირექტორისა და ცენტრის წარმომადგენლებთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობა; ვ) მედიასაშუალებებთან ურთიერთობა, პრესრელიზების გავრცელება, ინტერვიუების, პრესკონფერენციებისა და მედიაბრიფინგების ორგანიზება; ზ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოლიტიკის  გატარება; თ) ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის კომპონენტით განსაზღვრული ღონისძიებების კოორდინაცია, მენეჯმენტი და ზედამხედველობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის ინფორმაციული მხარდაჭერა; კ) მოქმედი კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვ­რული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს განყოფილებების ფუნქციებია: ა) გადამდები და არაგადამდები დაავადებების ერთიანი ეპიდზედამ­ხედველობის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; მიმდინარე ეპიდემიო­ლოგიური პროცესების ტენდენციებისა და დინამიკის, ინფექციურ დაავადებათა მასშტაბების, გავრცელების ხასიათის შესწავლა; ბ) სამიზნე ტერიტორიის ცალკეული ნაზოლოგიების მიხედვით ეპიდემიო­ლო­გიურად არაკეთილსაიმედო ზონებად დაყოფა და შესაბამისი რუკების შედგენა; გ) სამიზნე ტერიტორიაზე არსებული ეპიდემიური სიტუაციის შეფასება და დადგენილი წესით ინფორმირება და ანგარიშგება ცენტრისადმი; დ) გადამდები და არაგადამდები დაავადებების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებულ დაავადებაზე/ მდგომარეობაზე ეჭვის მიტანისას (მ.შ საზოგადოებრივი კვების ობიექტთან დაკავშირებული კვებითი მიშხამვის, მწვავე პროფესიული მოშხამვის, სხივური დაზიანებისა და ჯგუფური დაავადებების გამოვლენის შემთხვევაში) დადგენილი წესით ცენტრის ინფორმირება; ე) შემთხვევის/პოტენციური აფეთქების კვლევისა და შესაბამისი პროფილაქ­ტიკური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება; ეპიდპროცესის კონკრეტული მიზეზებისა და მათი განმაპირობებელი ფაქტორების დადგენა; ვ) ცოფის გავრცელების სიტუაციური მართვის პროცესების სისტემატური მონიტორინგი; სათანადო სამსახურების დროული ინფორმირება; ანტირაბიული კაბინეტების ფუნქციონირების ხელშეწყობა; ზ) ცოფზე საეჭვო ცხოველის მიერ დაზიანების ფაქტების ეპიდემიო­ლოგიური შესწავლა; ანტირაბიულ-პროფილაქტიკურ მკურნალობას დაქვემდება­რებულ პირთა გამოვლენა; თ) ანტირაბიული მომსახურების სწორი ტაქტიკის და ,,ცივი ჯაჭვის“ მოთხოვნათა დაცვაზე და პრეპარატების მარაგზე მონიტორინგი; ი) სამიზნე ტერიტორიაზე მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ორგანიზება და მონიტორინგი; კ) მალარიის შემთხვევის ეპიდზედამხედველობა და პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზება; ლ) სამიზნე ტერიტორიაზე იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, მისი ლოჯისტიკური უზრუნველყოფა და განხორციელების ზედამხედველობა, ,,ცივი ჯაჭვის“, ასაცრელი და სხვა სახარჯი მასალის მონიტორინგი; ცატარებული რუტინული და სხვა აცრების ანგარიშის აგრეგირება; აცრებზე დასაქმებული სამედიცინო დაწესებულებების ხელშეწყობა; მ) სამიზნე ტერიტორიაზე ბავშვთა მოსახლეობის აცრებით მოცვის ანალიზი; აცრებში მონაწილე დაწესებულებების მუშაობის მონიტორინგი; ნ) სამიზნე ტერიტორიაზე არაგადამდები (ქრონიკული) დაავადებების და ჯანმრთელობის რისკების (დეტარმინანტების) კვლევა, მონიტორინგი, პრევენ­ციულ ღონისძიებებზე რეკომენდაციების შემუშავება და დაგეგმვა; ო) სამიზნე ტერიტორიაზე ერთიანი ინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ხელშეწყობა და შეფასება; პ) სამედიცინო სტატისტიკის წარმოება, სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება კომპეტენციის ფარგლებში; ჟ) სამიზნე ტერიტორიაზე მოქმედი პირველადი ჯანდაცვის და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში დამხმარე ზედამხედველობის განხორციელება; რ) სამიზნე ტერიტორიაზე ჩატარებული პროფილაქტიკური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების მოცულობისა და ხარისხის მონიტორინგი; ს) ეპიდსიტუაციის მიხედვით სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოების წარმოების ორგანიზება/ხელშეწყობა; ტ) სამიზნე ტერიტორიაზე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და სათანადო პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება; უ) სამიზნე ტერიტორიაზე საავადმყოფოს შიგა  ინფექციების საწინააღმდეგო ღონისძიებების მონიტორინგი; ასევე, სამედიცინო დაწესებულებებში სადეზინფექ­ციო და სასტერილიზაციო საქმიანობის მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში; ფ) ცხოვრების ჯანსაღი წესის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიე­ბების განხორციელებაში მონაწილეობა; ქ) მოქმედი კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვ­რული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 6🔗. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო. 2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ცენტრის მიერ განხორციე­ლებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 4. ცენტრი ვალდებულია კვარტალში ერთხელ, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე. მუხლი 7🔗. ცენტრის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ცენტრის მიერ სესხის აღებისა და თავდებობის განხორციელებაზე აუცილებელია აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა. მუხლი 8🔗. ცენტრის ქონება და დაფინანსების წყარო 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციე­ლებლად ცენტრს აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცენტრის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე ცენტრის ფუნქციო­ნირების განმავლობაში მისივე ფინანსური სახსრებით  შეძენილი ან/და შექმნილი ქონება. ასეთ ქონებაზე ცენტრს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება. 3. ცენტრის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ცენტრის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავ­ლები; დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ე) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, ცენტრის თანამშრომლების ხელფასების გაცემასა და მატერიალურ წახალისებას. ცენტრის სახსრებისა და შემოსავლების რაიმე სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია. მუხლი 9🔗. ცენტრის საბუღალტრო ანგარიშგება 1. ცენტრი ვალდებულია კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგი­ნოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.  მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 11🔗. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.