“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენისა და განხილვის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება მოქმედი ეკონომიკა და ვაჭრობა
მიღების თარიღი 15.05.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს კავშირგაბმულობის ეროვნული კომისია
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.15.012.004.777
გამოქვეყნების წყარო სსმ, 53, 23/05/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.05.2001 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენისა და განხილვის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPParliament;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"SPParliament","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"SPParliament","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"SPParliament","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"SPParliament","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"SPParliament","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"SPParliament","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"SPParliament","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:9.0pt; font-size:14.0pt; font-family:"SPParliament","serif";} p.MsoSubtitle, li.MsoSubtitle, div.MsoSubtitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"SPParliament","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"SPParliament","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"SPParliament","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"SPParliament","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.15.012.004.777
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის დადგენილება №2
2001 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენისა და განხილვის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე, 361 და 38-ე მუხლების შესაბამისად კომისიამ დაადგინა:
1. დამტკიცდეს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენისა და განხილვის წესის შესახებ” დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
დებულება
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენისა და განხილვის წესის შესახებ”
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
წინამდებარე დებულება შემუშავებულია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 361 მუხლის მე-4 პუნქტისა და 38-ე მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში – კომისია) სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენისა და განხილვის პროცედურას, კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი ქვეკომისიის (შემდგომში – ქვეკომისია) სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და მუშაობის წესს.
მუხლი 2🔗. სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენის წესი
1. თუ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელება საჭიროებს სამშენებლო-საპროექტო სამუშაოების ჩატარებას და ზეგავლენას ახდენს საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობის ქსელის ან სხვა ოპერატორის ქსელის ფუნქციონირებაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივ გარემოზე, ლიცენზიის მაძიებელმა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 361-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად კომისიას უნდა წარუდგინოს ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია.
2. სამშენებლო-ტექნიკურ დოკუმენტაციაში ასახული უნდა იყოს:
ა) განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური აღწერილობა;
ბ) განსახორციელებელი საქმიანობის ადგილმდებარეობა;
გ) გამოსაყენებელი ტექნოლოგიების ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები და ტექნოლოგიური სისტემების სტრუქტურა: ტექნიკური უზრუნველყოფა, პროგრამული უზრუნველყოფა, საინფორმაციო უზრუნველყოფა, საერთო სარგებლობის რესურსებსა და ქსელებთან ურთიერთქმედების სტრუქტურა;
დ) განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური რეალიზაციის ნახაზები და დიაგრამები (max. A3 ფორმატი);
ე) ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მიმღები კომისიის შემადგენლობის შესახებ;
ვ) ინფორმაცია ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობისა და სერტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით.
3. კომისია უზრუნველყოფს ლიცენზიის მაძიებლის წინასწარ კონსულტირებას მის მიერ წარმოსადგენი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის სტრუქტურის თაობაზე.
მუხლი 3🔗. ქვეკომისიის შემადგენლობა
1. ქვეკომისიის შემადგენლობა მტკიცდება კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით.
2. “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უწყებები კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ ქვეკომისიის წევრების და, არყოფნის შემთხვევაში, მათი შემცვლელი პირების კანდიდატურებს.
3. ქვეკომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით დანიშნული პირი.
4. ქვეკომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) ქვეკომისიის თავმჯდომარე;
ბ) კომისიის აპარატის სამსახურების უფროსები;
გ) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს წარმომადგენელი;
დ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს წარმომადგენელი;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი;
ვ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი;
ზ) შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს წარმომადგენელი.
5. კომისიის აპარატის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი ინიშნება ქვეკომისიის თავმჯდომარის მოადგილედ.
მუხლი 4🔗. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის ქვეკომისიისათვის გადაცემა და განხილვა
1. ლიცენზიის მაძიებელი ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიას წარუდგენს სამშენებლო-ტექნიკურ დოკუმენტაციას. ლიცენზიის მაძიებლის მიერ ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი განცხადების წარმოებაში მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია გადაეცემა კომისიის აპარატის სამსახურებს და ქვეკომისიის თავმჯდომარეს.
2. ქვეკომისიის თავმჯდომარე სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოფს სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის გადაცემას ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უწყებების წარმომადგენლებისათვის.
3. ქვეკომისიის წევრები უზრუნველყოფენ სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის სათანადო ექსპერტიზას თავიანთ უწყებებში მათთვის სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის გადაცემიდან 20 სამუშაო დღის ვადაში. სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის გადაცემად ჩაითვლება შესაბამისი უწყებისათვის დოკუმენტაციის საფოსტო კავშირის მეშვეობით გაგზავნა. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია არ იგზავნება საფოსტო კავშირის მეშვეობით, მის გადაცემად ჩაითვლება ქვეკომისიის წევრისათვის ან შესაბამისი უწყებისათვის ჩაბარება. თუ აღნიშნულ 20 დღიან ვადაში ქვეკომისიის წევრები ქვეკომისიის თავმჯდომარეს არ წარუდგენენ ექსპერტიზის დასკვნას, ჩაითვლება, რომ შესაბამისი უწყებიდან მიღებულია დადებითი დასკვნა.
4. ქვეკომისია, ქვეკომისიის წევრების მიერ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების მიღებიდან (ან კანონით დადგენილი 20-დღიანი ვადის გასვლიდან) 5 სამუშაო დღის ვადაში კომისიას წარუდგენს დასაბუთებულ დასკვნას ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე.
მუხლი 5🔗. ქვეკომისიის მუშაობის წესი.
1. ქვეკომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს ქვეკომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – ქვეკომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2. ქვეკომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ქვეკომისიის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ქვეკომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება, თუ განსახილველ საკითხს მხარს დაუჭერს ქვეკომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, იმ პირობით, რომ ქვეკომისიაში შემავალი უწყებების მიერ წარმოდგენილია სათანადო დასკვნები ან გასულია 20-დღიანი ვადა.
3. ქვეკომისიის უარყოფით გადაწყვეტილებაში დასაბუთებული უნდა იყოს სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობის გამოსწორების გზები. ქვეკომისიის უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს ეძლევა 30-დღიანი ვადა ქვეკომისიის მიერ მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად. ამ შემთხვევაში ხდება „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტით ლიცენზიის გაცემისათვის დადგენილი ვადის დენის შეჩერება.
4. ქვეკომისიის თავმჯდომარე ქვეკომისიის სხდომაზე იწვევს ლიცენზიის მაძიებელს.
5. ქვეკომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს ქვეკომისიის მდივანი. ოქმს ხელს აწერს ქვეკომისიის თავმჯდომარე. ოქმის ასლი ეგზავნება ქვეკომისიის ყველა წევრს.
მუხლი 6🔗. ქვეკომისიის მიერ ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ განცხადების განხილვა
თუ ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელება საჭიროებს სამშენებლო-საპროექტო სამუშაოების ჩატარებას და ზეგავლენას ახდენს საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობის ქსელის ან სხვა ოპერატორის ქსელის ფუნქციონირებაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივ გარემოზე, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე განცხადებასთან ერთად კომისიას წარუდგენს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 361-ე მუხლის მე-4 პუნქტით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სამშენებლო-ტექნიკურ დოკუმენტაციას, რომლის სათანადო ექსპერტიზას უზრუნველყოფს ქვეკომისია ამ დებულებით დადგენილი წესის საფუძველზე.