საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.07.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №386
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.022941
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.07.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის, წარდგინების, დანიშვნის, გათავისუფლებისა და შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №386
2021 წლის 29 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში − კომისია) წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით შექმნილი შესარჩევი კომისიის საქმიანობის, კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესს.
მუხლი 2🔗. კონკურსის არსი
1. კომისიის წევრად შეიძლება, არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და კომისიის წევრის ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება.
2. კომისიის წევრობის კანდიდატს ასახელებს საქართველოს მთავრობა, ღია კონკურსის საფუძველზე.
3. კონკურსი წარმოადგენს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საუკეთესო კანდიდატის შერჩევას, კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით.
4. კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობა ქმნის შესარჩევ კომისიას.
მუხლი 3🔗. კონკურსის ჩატარების პრინციპები
კონკურსი ეფუძნება კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, არადისკრიმინაციული მიდგომის, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებს.
მუხლი 4🔗. კონკურსის გამოცხადება და წარსადგენი დოკუმენტაცია
1. კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს მთავრობის, კომისიისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდებზე, მოქმედი კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე ან კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
2. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ერთი ფოტოსურათი;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) არანაკლებ 10 წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) ხელწერილი, რომ პირი გაეცნო საქართველოს კანონმდებლობით კომისიის წევრის მიმართ დადგენილ ეთიკისა და ინტერესთა კონფლიქტის პირობებს;
თ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. საბუთები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 20 დღის ვადაში.
მუხლი 5🔗. შესარჩევი კომისია
1. შესარჩევი კომისია იქმნება საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კომისიის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებამდე 14 დღით ადრე მაინც.
2. შესარჩევი კომისია შედგება 5 წევრისგან.
3. შესარჩევი კომისიის უფლებამოსილების ვადა არის 3 წელი.
მუხლი 6🔗. შესარჩევი კომისიის მიერ კომისიის წევრობის კანდიდატის გამოვლენის წესი
1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების მიღების დასრულებიდან 10 დღის ვადაში (კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა) შესარჩევი კომისია უზრუნველყოფს კომისიის წევრობის კანდიდატის გამოვლენას.
2. თუ გამოცხადებულ კონკურსში მხოლოდ ერთი პირი მონაწილეობს, შესარჩევმა კომისიამ შესაძლოა, კონკურსის ვადა დამატებით 30 დღით გააგრძელოს.
3. შესარჩევი კომისია საკუთარი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარეს.
4. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება 3 წევრი მაინც.
5. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით.
6. შესარჩევი კომისიის სხდომები შესაძლებელია, წარიმართოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით.
7. შესარჩევი კომისია უზრუნველყოფს კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევას და ადგენს, რამდენად სრულყოფილია წარმოდგენილი საბუთები.
8. შესარჩევი კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, კანდიდატს დამატებით ეთხოვოს საჭირო დოკუმენტის წარმოდგენა კომისიის მიერ დადგენილ ვადაში.
9. შესარჩევი კომისია ახდენს კომისიის წევრისათვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენას, მისი კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, პროფესიული გამოცდილების, მოტივაციისა და რეპუტაციის შეფასების საფუძველზე.
10. კანდიდატებთან გასაუბრების დანიშვნა ხდება შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით.
11. კანდიდატის შერჩევის პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა საკითხზე, რომელიც ამ წესით არ არის გათვალისწინებული, გადაწყვეტილებას იღებს შესარჩევი კომისია.
12. შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებები აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ შესარჩევი კომისიის სხდომის თავმჯდომარე და შესარჩევი კომისიის დამსწრე წევრები.
13. შესარჩევი კომისიის სხდომების ორგანიზებასა და ოქმების შედგენას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
მუხლი 7🔗. კონკურსის შედეგები და განმეორებითი კონკურსი
1. შესარჩევი კომისია კონკურსის შედეგად გამოვლენილ კანდიდატს წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად.
2. საქართველოს მთავრობა ითანხმებს კანდიდატს და წარუდგენს მას საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, კანდიდატს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
3. თუ საქართველოს მთავრობამ არ შეითანხმა შესარჩევი კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატი ან საქართველოს პარლამენტმა არ აირჩია კომისიის წევრი, შესარჩევი კონკურსი ჩატარდება განმეორებით, ამ წესის შესაბამისად.