დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.07.2021
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016486
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/08/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,800 სიტყვა · ~14 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
საპროექტო წინადადების დასახელება
მუნიციპალიტეტის ტერიტორია საკუთარი უფლებამოსილება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 16.07.2021 დუშეთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 31.08.2023 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 03.07.2024 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 04.07.2022 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.07.2022

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2021 წლის 30 ივლისი ქ. დედოფლისწყარო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის, 85-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულება დანართის შესაბამისად.(დანართი თან ერთვის); მუხლი 2🔗 დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დანართები „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის  ფარგლებში მოსახლეობისგან შემოსული საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევის მეთოდოლოგია №1 და სამოქალაქო  ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის განხორციელებაზე მონიტორინგის მეთოდოლოგია №2-ის შესაბამისად; მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი კვირის ვადაში მუნიციპალიტეტის მერმა დაამტკიცოს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის განხორციელების ვადები, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა და ღირებულება, განსაზღვროს სამუშაო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა და პროგრამის კოორდინატორის კანდიდატურა. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი დანართი სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის (შემდგომში „პროგრამა“) საბოლოო მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო ფინანსების მართვის საქმეში და გაიზარდოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობა განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზით. 2. პროგრამის ერთ-ერთი ამოცანაა გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მე-16 მიზნის და ძირითადი პრინციპების (მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ყველა ჯგუფის ჩართულობა, ინკლუზიურობა და ანგარიშვალდებულება) ადგილზე განხორციელების ხელშეწყობა. 3. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება დედოფლისწყაროს მუნიციპალური ბიუჯეტიდან. 4. ამ დებულებით დამტკიცებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ადმინისტრირების ძირითადი წესები. 5. ამ წესით დაურეგულირებელი საკითხები წყდება პროგრამის განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებების შესაბამისად. მუხლი 2🔗. პროგრამის აღწერა 1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში - მერი) ვალდებულია,  ყოველწლიურად ბრძანებით განსაზღვროს დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა, რომელიც შერჩეული იქნება მოსახლეობის მიერ მათ მიერვე წარმოდგენილი პროექტების სიიდან. 2. მერის ბრძანებით განსაზღვრება დასაფინანსებელი პროექტ(ებ)ის სავარაუდო ღირებულება. 3. სამუშაო ჯგუფის მიერ მერისათვის წარდგენილი წინადადებების საფუძველზე პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს მერის ბრძანებით გათვალისწინებულ პროექტ(ებ)ზე მეტი. დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ კენჭისყრის ეტაპის დაწყებამდე. 4. პროგრამას გააჩნია განხორციელების შემდეგი ეტაპები: ა) მოსამზადებელი ეტაპი; ბ) საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი; გ) საპროექტო წინდადებების პირველადი გადარჩევა; დ) კენჭისყრის ეტაპი; ე) გამარჯვებული პროექტ(ებ)ის გამოვლენა და პროექტ(ებ)ის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით; ვ) პროექტ(ებ)ის განხორციელება; ზ) პროექტ(ებ)ის მონიტორინგი და შეფასება. 5. პროგრამის განხორციელების ეტაპების კონკრეტული ვადები განისაზღვრება მერის ბრძანებით. მუხლი 3🔗. პროგრამის ადმინისტრირების პრინციპები 1. პროგრამის ადმინისტრირებისას, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ყველა ფენის ჩართულობა. ამ მიზნით, მოსახლეობასთან საინფორმაციო კამპანია უნდა დაიგეგმოს იმგვარად, რომ გამოყენებული იქნას ინფორმაციის მიწოდების ის არხები, რომლითაც სარგებლობენ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები ინფორმაციის მისაღებად. 2. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია პროგრამაში მონაწილეობისთვის ონლაინ ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით ქალაქ დედოფლისწყაროდან დაშორებული დასახლებული პუნქტებისთვის. ამ მიზნით, გამოყენებული უნდა იყოს პროგრამაში მონაწილეობის ონლაინ პლატფორმები. 3. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია მონაწილეობის ალტერნატიული ფორმების არსებობა, განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ჯგუფებისთვის, რომლებსაც გააჩნია კომპიუტერული ტექნიკის მოხმარების შეზღუდული უნარ-ჩვევები. ამ მიზნით, გამოყენებული უნდა იქნას პროგრამაში მონაწილეობის ალტერნატიული ფორმები განაცხადის წერილობით დატოვების სახით. 4. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დაცვა. ამ მიზნით, პერსონალური მონაცემები უნდა იქნეს მიღებული მხოლოდ იმ მოცულობით, რაც მინიმალურად აუცილებელია პროგრამაში მონაწილეობისთვის როგორც წინადადების წარდგენის, ასევე კენჭისყრის ეტაპზე, ხოლო სამუშაო ჯგუფის ყველა წევრმა უნდა დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ყველა მოთხოვნა. 5. პროგრამაში მონაწილეთა პირადი მონაცემების გაუხმაურებლობის მიზნით, მონაცემები ინახება კონფიდენციალურად, ხოლო მათი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ხდება იდენტიფიცირებადი მონაცემების განადგურება. ამასთან, ხდება პროგრამაში მონაწილის წინასწარი ინფორმირება/თანხმობის აღება პერსონალური მონაცემების გამოყენების თაობაზე. 6.. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვა. ამ მიზნით, პროგრამის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები უნდა დაეყრდნოს წინასწარ განსაზღვრულ წესებსა და კრიტერიუმებს, ხოლო პროგრამის მიმდინარეობისა და შესრულების შესახებ ანგარიში უნდა იყოს საჯარო (გასაჯაროებას არ ექვემდებარება პერსონალური მონაცემები). მუხლი 4🔗. პროგრამის გენდერული ასპექტები 1. პროგრამის ფარგლებში წახალისებულია ისეთი საპროექტო წინადადებების წარმოდგენა, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და გაძლიერებას, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრას და შედეგებთან ბრძოლას. ამ მიზნით, თუ ასეთი საპროექტო წინადადება ვერ გაიმარჯვებს კენჭისყრის შედეგად, პროექტის სამუშაო ჯგუფი მერს წარუდგენს დამატებით წინადადებას, გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და გაძლიერებაზე ორიენტირებული იმ საპროექტო წინადადების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებაზე, რომელმაც მიიღო მოსახლეობის მეტი მხარდაჭერა. 2. პროგრამის ფარგლებში წახალისებულია გენდერულად სენსიტიური საპროექტო წინადადებების წარმოდგენა, რომელშიც გათვალისწინებულია გენდერული საჭიროებები/მოთხოვნები. ამ მიზნით, ვინაიდან გენდერულად სენსიტიური ასპექტების გათვალისწინება შესაძლოა მოითხოვდეს დამატებით ფინანსურ რესურსებს, გენდერულად სენსიტიური საპროექტო წინადადების მაქსიმალური ბიუჯეტი შეიძლება 20%-ით აღემატებოდეს ამ პროგრამით დადგენილ ზღვარს. 3. გენდერული ასპექტების გათვალისწინების მიზნით, ჩატარდება გამარჯვებული პროექტის გენდერული ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში მოხდება პროექტის გადამუშავება იმგვარად, რომ მასში გათვალისწინებული იქნას გენდერულად სენსიტიური საკითხები. ამასთან, პროგრამის ამგვარი გადამუშავებისას, დასაშვებია პროექტის ბიუჯეტის 20%-ით ზრდა დამატებითი გამოვლენილი ხარჯების დასაფარად. მუხლი 5🔗. პროგრამის ადმინისტრირება 1. პროგრამის განსახორციელებლად იქმნება სამუშაო ჯგუფი. 2. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს მერის პირველი მოადგილე (შემდგომში -ჯგუფის ხელმძღვანელი). 3. სამუშაო ჯგუფის პერსონალურ შემადგენლობას და პროგრამის კოორდინატორს ამტკიცებს მერი. მუხლი 6🔗. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებები 1. კოორდინაციას და საკონსულტაციო მხარდაჭერას უწევს მოქალაქეებს/საინიციატივო ჯგუფებს საპროექტო წინადადებების მომზადების პროცესში.  2. აფასებს მოქალაქეების/საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილ საპროექტო განაცხადებს. 3. ამზადებს კენჭისყრისთვის მომზადებული პროექტების ჩამონათვალს შესაბამისი დასაბუთებით. 4. ამზადებს იმ საპროექტო წინადადებების ჩამონათვალს შესაბამისი დასაბუთებით, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს ამ დადგენილების მე-8 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. 5. აორგანიზებს პროექტების ელექტრონულად შერჩევის სისტემის გამართულად ფუნქციონირებას. 6. აორგანიზებს ელექტრონულ კენჭისყრას. 7. პასუხისმგებელია პროგრამის ყველა ეტაპზე მოსახლეობის ინფორმაციების კამპანიაზე. 8. საჭიროების შემთხვევაში მერს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებას პროექტის ეტაპების ვადის ცვლილების თაობაზე. მუხლი 7🔗. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფორმები 1. სამუშაო ჯგუფის სხდომა მოიწვევა ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ და გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით. 2. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწვეტია ჯგუფის ხელმძღვანელის ხმა. 3. სამუშაო ჯგუფის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომლის შედგენას ჯგუფის ხელმძღვანელი ავალებს სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ წევრს. მუხლი 8🔗. საპროექტო წინადადებებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმები 1. საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ბ) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში; გ) საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს მერის ბრძანებით საპროექტო წინადადებებისთვის განსაზღვრულ მაქსიმალურ თანხას; დ) წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ისედაც ჩადებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში); ე) პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი (მაგალითად, სათამაშო მოედნისთვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი). 2. სამუშაო ჯგუფი ამტკიცებს წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მაქსიმალურ სავარაუდო ღირებულებას. 3. სამუშაო ჯგუფმა შესაძლოა მიიღოს დამატებითი კრიტერიუმები. 4. საპროექტო წინადადების წარდგენისას, წარმდგენს უნდა ჰქონდეს გამოგზავნილი შემდეგის სახის ინფორმაცია: ა) სახელი, გვარი/საინიციატივო ჯგუფის წევრების სახელი, გვარი; ბ) პირადი ნომერი/საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადი ნომრები; გ) საკონტაქტო ტელეფონი და/ან ელ-ფოსტა; დ) პროექტის სახელწოდება; ე) პროექტის აღწერა; ვ) დასახლებული პუნქტი, სადაც უნდა განხორციელდეს პროექტი; ზ) პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი. მუხლი 9🔗. საპროექტო განაცხადების შემოტანაზე უფლებამოსილი პირები 1. საპროექტო განცხადის შემოტანა შეუძლია: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და კანონიერად მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და კანონიერად მცხოვრებ ზრდასრულ მოქალაქეთა ჯგუფს. მუხლი 10🔗. პროგრამის მოსამზადებელი ეტაპი 1. პროგრამის კოორდინატორმა უნდა დატესტოს და უზრუნველყოს, რომ საპროექტო წინადადების მიღების ეტაპის დაწყებამდე გამართულად  მუშაობდეს პროექტების წარდგენისა და კენჭისყრის ონლაინ სისტემები და იგი მოსახლეობისთვის იოლად ხელმისაწვდომი იყოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით. 2. ჯგუფის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების ინფორმირებას პროგრამის ვადებისა და პირობების შესახებ. მუხლი 11🔗. საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი 1. საპროექტო წინადადებების წარდგენა ხდება ინტერნეტის მეშვეობით, მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოტანილი ლინკით. 2. საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით, ან მერიაში განცხადების დატოვების გზით. 3. ფიზიკურად, ინტერნეტის გარეშე, წარდგენილი წინადადებების პროექტების ელექტრონულ სისტემაში შეტანას უზრუნველყოფს პროექტის კოორდინატორი. ასეთ შემთხვევაში პროექტის კოორდინატორი უზრუნველყოფს ფიზიკურად წარდგენილი განცხადებების პირველი პირების დადგენილი წესით დაარქივებას. 4. მოქალაქეს/საინიციატივო ჯგუფს შეუძლია წარადგინოს საპროექტო წინადადებების შეუზღუდავი რაოდენობა. 5. წარსადგენი საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს. მუხლი 12🔗. საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა 1. წინადადებების მიღების ვადის გასვლის შემდეგ, სამუშაო ჯგუფი ახდენს მიღებული წინადადებების პირველად გადარჩევას ამ დებულების დანართი 1-ის შესაბამისად. 2. პირველადი გადარჩევის პროცესი უნდა დასრულდეს კენჭისყრის ეტაპის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე. 3. წინადადებების პირველადი გადარჩევისას, სამუშაო ჯგუფი აფასებს, აკმაყოფილებს თუ არა საპროექტო წინადადებება წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს. 4. წინადადებები, რომლებიც აკმაყოფილებს წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს, გადადის კენჭისყრის ეტაპზე. 5. წინადადებების წარმომდგენებს, რომელთა პროექტები ვერ გაივლიან კვალიფიკაციას, სამუშაო ჯგუფის სახელით ეგზავნება არგუმენტირებული პასუხი, თუ რატომ ვერ გაიარა მისმა პროექტმა გადარჩევის ეტაპი. პასუხი შესაძლებელია გაიგზავნოს როგორც წერილობით, ასევე, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ელექტრონულ ფოსტაზე ან მობილურ ტელეფონზე შეტყობინების სახით.   6. პროგრამის კოორდინატორი უზრუნველყოფს, რომ კენჭისყრის ეტაპზე გადასული პროექტები კენჭისყრისთვის ატვირთული იყოს სოფტზე. მუხლი 13🔗. კენჭისყრის ეტაპი 1. კენჭისყრა ტარდება ელექტრონულად, მუნიციპალური ვებ-გვერდის ლინკის მეშვეობით. 2. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება გააჩნია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და კანონიერად მცხოვრებ ნებისმიერ ზრდასრულ მოქალაქეს. კენჭისყრისას, მოქალაქემ უნდა დააფიქსიროს მისი სახელი, გვარი და პირადი ნომერი. 3. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, კენჭისყრა ასევე შეიძლება უშუალოდ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლისთვის ან მერიაში შესაბამისი განაცხადის დატოვების გზით. 4. კენჭისყრისას, თითოეული მონაწილე უფლებამოსილია კენჭი უყაროს 3 პროექტს. 5. კენჭისყრის ვადის გასვლის შემდეგ ხმის მიცემა აკრძალულია. 6. გამარჯვებულად ცხადდება ის პროექტ(ებ)ი, რომელმაც დააგროვა ხმების ყველაზე მეტი ოდენობა. მუხლი 14🔗. გამარჯვებული პროექტის დამუშავება 1. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული პროქტ(ებ)ი შემდგომში გადასამუშავებლად გადაეცემა შესაბამის სამსახურს. 2. მუნიციპალიტეტის სამსახური ამუშავებს საპროექტო წინადადებას, აზუსტებს ბიუჯეტს და საჭიროების შემთხვევაში ამზადებს პროექტის ტექნიკურ დოკუმენტაციას. 3. დაზუსტებული საპროექტო წინადადება ჩაიდება მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტში. 4. საპროექტო წინადადების განხორციელება ხდება დამტკიცებული წესების შესაბამისად. 5. სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის განხორციელებაზე მონიტორინგი ხორციელდება ამ დებულების დანართი 2-ის შესაბამისად. მუხლი 15🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა ხორციელდება ყოველწლიურად. სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დანართი №1 სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში მოსახლეობისგან შემოსული საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევის   მეთოდოლოგია მეთოდოლოგიის მიზანია შეიქმნას ინსტრუმენტი, რომელიც სამუშაო ჯგუფს მისცემს საშუალებას, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში ეფექტურად და გამჭვირვალედ მოახდინოს მოსახლეობისგან შემოსული საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა წინასწარ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად. მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, დამტკიცდა საპროექტო წინადადებებისათვის განსაზღვრული შემდეგი კრიტერიუმები: საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს დედოფლისწყაროს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში; საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს წინასწარ დამტკიცებულ ლიმიტს (ბიუჯეტს); წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ჩასმული დასაგეგმი წლის ბიუჯეტის პროექტში; ტექნიკურად უნდა იყოს შესაძლებელი საპროექტო წინადადების განხორციელება; 2. პროგრამის კოორდინატორი ახდენს საპროექტო წინადადებების წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებთან მიმართებაში შეფასების აღრიცხვას (ე.წ. check-list) თანდართული ფორმით. მუხლი 2🔗. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელების კრიტერიუმი 1. პროგრამის კოორდინატორმა უნდა გადაამოწმოს, რომელი დასახლებული პუნქტი არის მითითებული საპროექტო წინადადებაში და მიეკუთვნება თუ არა ეს დასახლებული პუნქტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. 2. ახალი ხაზობრივი ნაგებობის (მაგალითად, წყალსადენის მილის, შემკრები აუზის, სათავე ნაგებობის) მშენებლობის პროექტის შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის სამსახურმა უნდა გადაამოწმოს, რომ პროექტის ყველა ელემენტი მდებარეობდეს მხოლოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (არ გადადიოდეს მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე). 3. ამ მუხლის კითხვებზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად. მუხლი 3🔗. საკუთარი უფლებამოსილებების კრიტერიუმი 1. პროგრამის კოორდინატორმა იურიდიული სამსახურის უფროსთან ერთად უნდა შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა საპროექტო წინადადებით გათვალისწინებული საქმიანობა საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ მე-16 მუხლით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებებიდან ერთ-ერთს მაინც. დადებითი პასუხის შემთხვევაში წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად. მუხლი 4🔗. ბიუჯეტის კრიტერიუმი 1. სამუშაო ჯგუფის წევრებმა, საფინანსო და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებმა უნდა მოახდინონ წინასწარი შეფასება, თუ რამდენად ჩაჯდება საპროექტო წინადადება წინასწარ დადგენილი ბიუჯეტის ლიმიტის ფარგლებში. 2. საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების განსაზღვრის მიზნით, შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა მეთოდები. კერძოდ, შესაძლოა გაანალიზდეს სხვა მსგავსი პროექტების განხორციელებისას დახარჯული ფინანსური რესურსები და სახელმძღვანელოდ აღებული იქნეს მსგავსი განხორციელებული პროექტის/ობიექტების ფაქტობრივი საშუალო ღირებულება. 3. მსგავსი ობიექტის ღირებულებასთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მსგავსობის ხარისხი და შეფასდეს, რამდენად მნიშვნელოვან ფასთა სხვაობას იძლევა ეს განსხვავება. 4. შესაფასებლად ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნას ერთეული ფასის განფასება ან იდენტურ საქონელზე ბაზარზე არსებული ფასები. 5. იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო წინადადების სავარაუდო ღირებულება ჯდება ბიუჯეტის ლიმიტის ფარგლებში, წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად. მუხლი 5🔗. ახალი წინადადების კრიტერიუმი 1. საპროექტო წინადადება უნდა იყოს ახალი, რაც გულისხმობს, რომ ეს პროექტი არ უნდა იყოს განხორციელების ეტაპზე, ან ამ პროექტის განხორციელება ისედაც არ უნდა იყოს გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტიდან. 2. ამ მიზნით, საფინანსო სამსახურის უფროსმა შესაბამის დარგობრივი სამსახურის ხელმძღვანელთან ერთობლივად უნდა გადაამოწმოს, საპროექტო წინადადებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება ხომ არ არის გათვალისწინებული მიმდინარე ან დასაგეგმ საბიუჯეტო წელს. 3. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად. მუხლი 6🔗. პროექტის განხორციელების შესაძლებლობის კრიტერიუმი 1. ინფრასტრუქტურის ან სხვა შესაბამისი დარგობრივი სამსახურის უფროსმა უნდა გადაამოწმოს, ხომ არ არსებობს საპროექტო წინადადების განხორციელების ისეთი ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელიც პროექტის ჩაშლას გამოიწვევს, ან პროექტის განხორციელებას მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დააყენებს. 2. ასეთი ფაქტორები შეიძლება იყოს: წყალმომარაგების მოწყობის შემთხვევაში –  წყლის დებეტის ნაკლებობა; თვითდენითი წყალმომარაგების სისტემაში –  სიმაღლეებს შორის უარყოფითი ან უმნიშვნელო დადებითი სხვაობა, სპორტული მოედნის აშენების შემთხვევაში – ასაშენებელ ზონაში მუნიციპალიტეტს არ გააჩნდეს საკუთარი მიწა ან გააჩნდეს ისეთი ნაკვეთი, რომლის სპორტულ მოედნად გამოყენებისას შეიზღუდება სხვა საჯარო სივრცესთან მოქალაქეთა წვდომა (მაგალითად, ჩაკეტავს სკოლისკენ მიმავალ გზას) და ა.შ. 3. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ინფრასტრუქტურის ან სხვა შესაბამისი სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა გაანალიზონ, რამდენად არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორები, რომლებსაც გავლენა შეუძლია მოახდინოს პროექტის წარმატებით განხორციელებაზე. 4. უარყოფითი პასუხების შემთხვევაში, წინამდებარე კრიტერიუმი დაკმაყოფილებულად ჩაითვლება. მუხლი 7🔗. სხვა კრიტერიუმებთან შესაბამისობა 1. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ჯგუფის მიერ წინასწარ იქნა განსაზღვრული სხვა, დამატებითი კრიტერიუმები, მაშინ სამუშაო ჯგუფმა უნდა განიხილოს საპროექტო წინადადების სხვა, დამატებით კრიტერიუმთან შესაბამისობაც. მუხლი 8🔗. გენდერული ასპექტები 1. შემოსული და გადარჩეული საპროექტო წინადადებებიდან დგება ცალკე ცხრილი, რომელშიც შედის ის საპროექტო წინადადებები, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და გაძლიერებას, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრას და შედეგებთან ბრძოლას. მუხლი 9🔗. დასკვნითი ნაწილი 1. ის საპროექტო წინადადება, რომელიც აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, ავტომატურად გადადის კენჭისყრის ეტაპზე. 2. პროგრამის კოორდინატორი ავსებს შესაბამისობის ფორმას თითოეული საპროექტო წინადადებისთვის, რაზეც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის წევრები. 3. საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა უნდა დასრულდეს კენჭისყრის ეტაპის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე. დანართი სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში მოსახლეობისაგან შემოსული საპროექტო წინადადებების კრიტერიუმებთან შესაბამისობის  ცხრილი  № საპროექტო წინადადების დასახელება კრიტერიუმები გადავიდა კენჭისყრის ეტაპზე მუნიციპალიტეტის ტერიტორია საკუთარი უფლებამოსილება ბიუჯეტი ახალი წინადადება ტექნიკურად შესაძლებელი დამატებითი 1 აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს დიახ/ არა 2 აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს დიახ/ არა აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს დიახ/ არა აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს დიახ/ არა X აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს დიახ/ არა Y აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს დიახ/ არ ა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი                                                                                   ხელმოწერა პროგრამის კოორდინატორი                                                                                            ხელმოწერა სამუშაო ჯგუფის წევრი                                                                                                     ხელმოწერა სამუშაო ჯგუფის წევრი                                                                                                     ხელმოწერა სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დანართი №2 სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის განხორციელებაზე მონიტორინგის მეთოდოლოგია მეთოდოლოგიის მიზანია, შეიქმნას ინსტრუმენტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულებაზე განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა. მუხლი 1🔗. გამარჯვებული პროექტ(ებ)ის გამოვლენა  1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი გამოვლინდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პროცედურების შესაბამისად. 2. დადგენილებით დადგენილი წესის მიხედვით პროექტ(ებ)ის გამარჯვებულად გამოვლენა უნდა განხორციელდეს 5 ნოემბრამდე. ანუ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ფორმირების იმ ეტაპზე, როდესაც ბიუჯეტის პროექტის შედგენაზე ჯერ კიდევ აღმასრულებელი ხელისუფლება (მერია) მუშაობს. მუხლი 2🔗. პროექტ(ებ)ის ბიუჯეტში გათვალისწინება 1. გამარჯვებული პროექტ(ებ)ი ასახული უნდა იყოს ბიუჯეტის პროექტის იმ ვარიანტში, რომელიც მუნიციპალიტეტის მერის მიერ 15 ნოემბერს წარედგინება საკრებულოს. 2. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში წარდგენიდან 5 დღის ვადაში გამოქვეყნდება საჯარო განხილვისათვის. 3. ბიუჯეტის პროექტში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი ასახული უნდა იყოს შესაბამის პროგრამულ კოდში (თუ ინფრასტრუქტურული პროექტია ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტში, თუ გამწვანების პროექტია - დასუფთავების პრიორიტეტში და ა.შ.) შესაბამისი ასიგნებების მითითებით. გამარჯვებულ პროექტ(ებ)ზე შემუშავებული უნდა იყოს პროგრამა, შესაბამისი აღწერით, მიზნებითა და მოსალოდნელი შედეგებით. 4. საკრებულოს შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტი მერიას უბრუნდება არა უგვიანეს 25 ნოემბრისა, რის შემდგომაც არა უგვიანეს 10 დეკემბრისა მერი საკრებულოში წარადგენს ბიუჯეტის პროექტის იგივე ან გადამუშავებულ ვარიანტს. იმ შემთხვევაში, თუ 15 ნოემბერისათვის შემუშავებული ბიუჯეტის პროექტში არ იქნება ასახული სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი, 10 დეკემბრის ბიუჯეტის პროექტის ასიგნებებში შესაძლებელია მერიამ დამატებით გაითვალისწინოს მისი (მათი) დაფინანსება. 5. საკრებულოს ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანა, მათ შორის გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დამატება ან ამოღება, ასიგნებების ცვლილება, შეუძლია მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების თანხმობით, გარდა იშვიათი გამონაკლისი შემთხვევებისა (საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტი). მუხლი 3🔗. პროექტ(ებ)ის დაფინანსება მიზნობრივი ტრანსფერიდან 1. იმ შემთხვევაში თუ სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური (ან სხვა სახის მიზნობრივი) ტრანსფერი და ამ ტრანსფერის გამოყოფა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცების შემდგომ, მაშინ გამარჯვებული პროექტ(ებ)ი შესაძლებელია ბიუჯეტში აისახოს მოგვიანებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ტრანსფერის გამოყოფის შემდგომ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მერიამ გამარჯვებული პროექტ(ებ)ი ასახოს პრიორიტეტების დოკუმენტში. ასევე, ეს პროექტ(ებ)ი მოხვდეს იმ ჩამონათვალში, რომელიც დაფინანსების მოთხოვნით წარედგინება ცენტრალურ ხელისუფლებას. მუხლი 4🔗. პროექტ(ებ)ის განხორციელება 1. მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტი ქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე – www.matsne.gov.ge. გამარჯვებული პროექტ(ებ)ი, მისი შინაარსის და მოცულობის გათვალისწინებით დამტკიცებულ ბიუჯეტში შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც ცალკე პროგრამად ან ქვეპროგრამად, ასევე პროგრამის ან ქვეპროგრამის შემადგენელ ერთ-ერთ ღონისძიებად. 2. ბიუჯეტში ასახვის შემდგომ გამარჯვებული პროექტ(ებ)ი უნდა აისახოს მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმაში, რომელიც ასევე ქვეყნდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე www.spa.gov.ge. 3. თუ სხვა წყაროდან არ მოიპოვება ინფორმაცია გამარჯვებული პროექტ(ებ)ის განხორციელების ვადების შესახებ, შესყიდვების გეგმის და საბიუჯეტო განწერის მეშვეობით შესაძლებელია განისაზღვროს პროექტ(ებ)ის შესრულების პერიოდი. 4. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე www.spa.gov.ge ასევე შესაძლებელია ინახოს, თუ როდის გამოცხადდება ტენდერი გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულებაზე, ვინ გაიმარჯვა ტენდერში და შეასრულებს პროექტ(ებ)ს, რა ღირებულებით და რა ვადებში  და სხვა. მუხლი 5🔗. პროექტ(ებ)ის შესრულების ანგარიშგება 1. გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულებაზე, გარდა ფიზიკური მონიტორინგისა, ასევე შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშებიდან. ყველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვეში აღმასრულებელი ხელისუფლება საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების 3, 6 და 9 თვის ანგარიშებს, ხოლო ბიუჯეტის წლიური ანგარიში საკრებულოს წარედგინება საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვეში. 2. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში მოცემული უნდა იყოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების, მათ შორის სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულების შესახებ ინფორმაცია. 3. ინფორმაცია პროექტ(ებ)ის ბიუჯეტში ასახვის, მისი განხორციელებისა და ანგარიშგების შესახებ საჯაროა და ყველა ზემოაღნიშნულ საშუალებასთან ერთად იგი შესაძლებელია გამოთხოვილი იყოს მერიის შესაბამისი სამსახურიდან დროის ნებისმიერ პერიოდში.