1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ქმნის სამეთვალყურეო საბჭოს, თუ კანონი ან წესდება ითვალისწინებს სამეთვალყურეო საბჭოს არსებობას.

2. სამეთვალყურეო საბჭოზე შესაბამის შემთხვევაში ვრცელდება ამ კანონის 209-ე−220-ე მუხლები, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრზე ვრცელდება ამ კანონის 51-ე და 53-ე მუხლები, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებულ