1. კოოპერატივის მართვის მონისტურ სისტემაში კოოპერატივის ხელმძღვანელ ორგანოს მინიჭებული აქვს კოოპერატივის ხელმძღვანელობისა და მესამე პირებთან ურთიერთობაში კოოპერატივის წარმომადგენლობის უფლებამოსილება.

2. კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო შედგება არანაკლებ 2 წევრისგან, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. კოოპერატივის ხელმძღვანელ პირს არაუმეტეს 3 წლის ვადით ირჩევს საერთო კრება.

4. ხელმძღვანელი პირი ნებისმიერ დროს შეიძლება იქნეს გამოწვეული ხელმძღვანელი ორგანოს წევრობიდან, თუ ამ გადაწყვეტილებას საერთო კრების მონაწილეთა 2/3 დაუჭერს მხარს.

5. ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე აირჩევა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთაგან ხმების უმრავლესობით. თუ საბჭო 2 წევრისგან შედგება, ისინი ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარის ფუნქციებს მორიგეობით, ყოველწლიურად შეასრულებენ. სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის ზოგადი ნაწილით დადგენილი ნორმები ხელმძღვანელი ორგანოს შესახე