თუ სამეწარმეო საზოგადოება გადახდისუუნაროა ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დგას, ხელმძღვანელმა პირმა ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ სამეწარმეო საზოგადოების გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს 3 კვირისა უნდა განაცხადოს გადახდისუუნარობის შესახებ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება ბრალეულად გაჭიანურებული არ არის, თუ ზემოაღნიშნული პირი ზრუნვის მოვალეობას ჯეროვნად ასრულებ