წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
მიღების თარიღი 30.07.2021
ძალის დაკარგვა 06.08.2025
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.155.016363
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი | წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2021 წლის 30 ივლისი
ქ. წალკა
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 45-ე მუხლის მე-12 პუნქტის, 46-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების განთავსება/გაკვრა აკრძალულია დანართ №1-ში მითითებულ შენობა-ნაგებობებზე.
2. დაუშვებელია კენჭისყრის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება.
3. წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არჩევნებთან დაკავშირებული სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების მიზნით, განისაზღვროს ადგილები სააგიტაციო მასალების გასაკრავად და გამოსაფენად დანართი №2-ის შესაბამისად.
4. დადგენილების პირველი, მეორე და მესამე პუნქტების გათვალისწინებით სააგიტაციო მასალის გამოფენა დასაშვებია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით.
5. დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მუხლი 2🔗
ძალდაკარგულად გამოცხადდეს „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 აგვისტოს №16 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 03/09/2020, 010250020.35.155.016343).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი
დანართი №1
შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი რომლებზეც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება/გაკვრა
რელიგიური და საკულტო ნაგებობები;
კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობები;
სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობების ინტერიერი და ექსტერიერი;
სასამართლოს შენობა-ნაგებობა;
პოლიციის შენობა-ნაგებობები;
საგზაო ნიშნები;
საგანმანათლებლო დაწესებულებები;
ბაგა-ბაღები და სხვა აღმზრდელობითი დაწესებულებები;
ბიბლიოთეკები;
ააიპ წალკის კომპლექსური სასპორტო სკოლა;
ააიპ წალკის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი;
ძეგლები და ბიუსტები;
შენობები, სადაც განთავსებულია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.
დანართი №2
წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების გასაკრავად და გამოსაფენად განსაზღვრული ადგილები
1. ქ. წალკა – კოსტავას ქუჩაზე არსებული ღობეები, ელ. განათების ბოძები და კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერი;
2. სოფ. ტბეთი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელები და ელ. განათების ბოძები;
3. სოფ. კოხტა – რიტუალების სახლი, ელ. განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელი;
4. სოფ. ხარება – ყოფილი კლუბის შენობა და ელ. განათების ბოძები;
5. სოფ. ჩრდილისუბანი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;
6. დაბა თრიალეთი – რიტუალების სახლი, ელ. განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელები;
7. სოფ. კავთა – ელ. განათების ბოძები;
8. სოფ. დაშბაში – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;
9. დაბა ხრამჰესი – მგზავრთა მოსაცდელი, ელ. განათების ბოძები და სკვერი;
10. დაბა ბედიანი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელები, ელ. განათების ბოძები და რიტუალების სახლი;
11. სოფ. ბეშთაშენი – ყოფილი ყველ-კარაქის შენობა, ყოფილი აბანოს შენობა, ელ. განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელი;
12. სოფ. სამადლო – ელ. განათების ბოძები;
13. სოფ. ახალშენი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;
14. სოფ. იმერა – მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;
15. სოფ. ბარეთი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;
16. სოფ. საბეჭისი – ყოფილი კლუბის შენობა და ელ. განათების ბოძები;
17. სოფ. ლივადი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;
18. სოფ. არ-სარვანი – რიტუალების სახლი, ელ. განათების ბოძები;
19. სოფ. ჩოლიანი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;
20. სოფ. გოდაკლარი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;
21. სოფ. თეჯისი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;
22. სოფ. წინწყარო – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;
23. სოფ. სანთა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;
24. სოფ. დარაკოვი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;
25. სოფ. საყდრიონი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;
26. სოფ. ნარდევანი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;
27. სოფ. აიაზმა – რიტუალების სახლი, ახალგაზრდული სახლი, ელ. განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელები;
28. სოფ. განთიადი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;
29. სოფ. სამება – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელები და ელ. განათების ბოძები;
30. სოფ. კუში – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;
31. სოფ. არწივანი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;
32. სოფ. ბერთა – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;
33. სოფ. კიზილ-კილისა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;
34. სოფ. ოზნი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;
35. სოფ. ბურნაშეთი – რიტუალების სახლი, ყოფილი კლუბის შენობა და ელ. განათების ბოძები;
36. სოფ. ავრანლო – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;
37. სოფ. გუმბათი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;
38. სოფ. აშკალა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;
39. სოფ. რეხა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;
40. სოფ. ხანდო – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;
41. სოფ. ხაჩკოვი – რიტუალების სახლი, ყოფილი კლუბის შენობა და ელ. განათების ბოძები;
42. სოფ. კაბური – რიტუალების სახლი, ყოფილი კლუბის შენობა და ელ. განათების ბოძები;
43. სოფ. თამალა-ხარაბა – ელ. განათების ბოძები;
44. სოფ. ჩივთ-კილისა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები.