„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №389 |
|
2021 წლის 2 აგვისტო ქ. თბილისი |
„361. სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ, დადგენილი წესით, ადგილი აქვს გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების ან მისი ფილიალის/შვილობილის მობილიზაციას ვაქცინაციის მიზნებისათვის, ასეთი დაწესებულება უფლებამოსილია, სერვისის უწყვეტობის მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით, მობილიზებული ერთეულის მიხედვით უკვე აღრიცხული მოსარგებლეების გეგმური ამბულატორიული მომსახურება გააგრძელოს სხვა ფილიალის/შვილობილი კომპანიის მეშვეობით, ამ მოსარგებლეების ხელახალი რეგისტრაციის გარეშე, რის შესახებაც წერილობით ეცნობება განმახორციელებელს.“.
|