ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2021 წლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს და თვითმმართველი თემის(ბაღდათის მუნიციპალიტეტის) მერის არჩევნების წინა საარჩევნო აგიტაციის ჩასატარებლად შენობა-ნაგებობებისა და სააგიტაციო მასალების გამოფენისათვის ადგილების გამოყოფის შესახებ

მიღების თარიღი 30.07.2021
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №42 48
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.124.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2021
matsne.gov.ge 613 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში უსახელო ქუჩის მონაკვეთის დამტკიცებისა და სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 16.01.2026 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის შესახვევისთვის ლეოპოლდ ძაძამიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 85% 16.01.2026 ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებოიბების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 17.12.2015 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში მერაბ კოსტავასა და რევაზ ლაღიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე პარკის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 23.09.2025 საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 84% 05.05.2015

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2021 წლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს და თვითმმართველი თემის(ბაღდათის მუნიციპალიტეტის) მერის არჩევნების წინა საარჩევნო აგიტაციის ჩასატარებლად შენობა-ნაგებობებისა და სააგიტაციო მასალების გამოფენისათვის ადგილების გამოყოფის შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №42 48 2021 წლის 30 ივლისი  ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2021 წლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს და თვითმმართველი თემის(ბაღდათის მუნიციპალიტეტის) მერის არჩევნების წინა საარჩევნო აგიტაციის ჩასატარებლად შენობა-ნაგებობებისა და სააგიტაციო მასალების გამოფენისათვის ადგილების გამოყოფის შესახებ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-9 ნაწილის, ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 133-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. საარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ 2021 წლის ოქტომბრის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს და თვითმმართველი თემის (ბაღდათის მუნიციპალიტეტის) მერის არჩევნებში, ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და შეკრებების ჩასატარებლად თანაბარი პირობებით შეუძლიათ ისარგებლონ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემდეგი შენობა-ნაგებობებით: ა) არასამეწარმეო(არაკომერციული) იურდიული პირი – „ბაღდათის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი“-ს სარგებლობაში არსებული: ა.ა) რ. ლაღიძის სახელობის კულტურის სახლის შენობით (ქ. ბაღდათი კახიანის ქ. №1); ა.ბ) ახალგაზრდული ცენტრის შენობით (ქ. ბაღდათი რუსთაველის ქ. №31); ა.გ) სამუსიკო-სახელოვნებო ცენტრის შენობებით (ქ. ბაღდათი რუსთაველის ქ. №36; და სოფ. წითელხევი, სახელოვნებო სკოლის შენობა); ა.დ) ბიბლოთეკის შენობა;. ბ) არასამეწარმეო(არაკომერციული) იურდიული პირი – „ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრი“-ს დარბაზი (მისამართი: ქ. ბაღდათი ნინოშვილის ქ. №6); გ) სოფ. დიმის ყოფილი კულტურის სახლის შენობა (მისამართი: სოფ. დიმის ადმინისტრაციული ერთეული); დ) სოფ. წითელხევის ყოფილი კულტურის სახლის შენობა ( მისამართი: სოფ. წითელხევის ადმინისტრაციული ერთეული); ე) სოფ. ვარციხის ყოფილი კულტურის სახლის შენობა (მისამართი: სოფ. ვარციხის ადმინისტრაციული ერთეული); ვ) სოფ. პირველი ობჩის ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციული შენობა (მისამართი: სოფ. პირველი ობჩის ადმინისტრაციული ერთეული); ზ) სოფ. საკრაულას ადმინისტრაციული ერთეულის შენობის პირველი სართული (მისამართი: სოფ. საკრაულაის ადმინისტრაციული ერთეული); თ) სოფ. ზეგნის ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციული შენობა (მისამართი: სოფ. ზეგნის ადმინისტრაციული ერთეული); ი) სოფ . როკითის ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული (მისამართი: სოფ. როკითის ადმინისტრაციული ერთეული); კ) სოფ. მეორე ობჩის ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციული შენობა (მისამართი: სოფ. მეორე ობჩის ადმინისტრაციული ერთეული); ლ) სოფ. ფერსათის ადმინისტრაციული ერთეულის ყოფილი კულტურის სახლის შენობა (მისამართი: სოფ. ფერსათის ადმინისტრაციული ერთეული). 2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში (ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე) წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებული საარჩევნო მასალების გასაკრავ-გამოსაფენ ადგილებად გამოიყოს. ა) მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი სტენდები სააგიტაციო მასალებისათვის (თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას ერთ ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2) ფორმატი; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაშ\ი არსებულ სამგზავრო ტრანსპორტის მოსაცდელებში; გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაშ\ი არსებულ გარე განათების ელექტრო ბოძებზე; დ) საამშენებლო ტერიტორიების შემოსაზღვრულ დროებით ღობეებზე (მესაკუთრის თანხმობით). 3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აიკრძალოს სააგიტაციო მასალებისა და პლაკატების გაკვრა შემდეგ შენობა-ნაგებობებზე: ა) საკულტო ნაგებობებზე; ბ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლბზე და შენობა-ნაგებობებზე; გ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე (საბავშვო ბაგა-ბაღების, სამედიცინო ამბულატორიის შენობა-ნაგებობები); დ) სასამართლოების, სამხედრო შენაერთების, იუსტიციის სახლების, პოლიციის, სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა-ნაგებობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში; ე) საგზაო ნიშნებზე. ვ) საავტომობილო გზების გასწვრივ არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე. 4. ამ განკარგულების მეორე მუხლით განსაზღვრული ადგილების(ობიექტების) გარდა, სააგიტაციო მასალა შეიძლება აგრეთვე გამოიფინოს სხვა შენობა- ნაგებობებსა და ობიექტებზე (გარდა მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში. 5. შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. 6. ამ განკარგულების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს, განკარგულების ქსეროასლი გადაუგზავნოს №52 ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიას და უზრუნველყოს განკარგულების განთავსება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და გამოქვეყნება ადგილობრივ ბეჭვდით ორგანოში. 8. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა საარჩევნო აგიტაციის ჩასატარებლად შენობა-ნაგებობებისა და სააგიტაციო მასალების გამოფენისათვის ადგილების გამოყოფის შესახებ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 27 აგვისტოს №42 44 განკარგულება. 9. განკარგულება ძალაშია, 2021 წლის „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის“ არჩევნების დანიშვნის დღიდან. 10. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მისამართზე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11. საკრებულოს თავმჯდომარე                                                                             შალვა მშვილდაძე