ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მეორე ობჩა) 27-ე ქუჩისათვის წმინდა გიორგის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 30.07.2021
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №42 49
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.124.016006
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ფერსათის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი ფერსათი, სოფელი შუბანი), სოფელ ფერსათში მდებარე 32-ე ქუჩისათვის „საირმის“ სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ცოლიკაურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის სახელმწიფო მოღვაწის, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ნადიკვრის III ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, სულიკო თორთლაძის ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის თაბორის მთის სახელის მინიჭების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის II ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი II ობჩა), სოფელ II ობჩაში 28-ე ქუჩისათვის გიორგი გეწაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მელაანის I შესახვევისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და გუჯარეთის II ქუჩის მონაკვეთისთვის სპორტსმენის დავით ციმაკურიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მეორე ობჩა) 27-ე ქუჩისათვის წმინდა გიორგის სახელის მინიჭების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №42 49
2021 წლის 30 ივლისი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მეორე ობჩა) 27-ე ქუჩისათვის წმინდა გიორგის სახელის მინიჭების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63- მუხლის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროსი მოქმედი სამთავრობო კომისიის 2021 წლის 19 ივლისის სხდომის ოქმის (№27) საფუძველზე,
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მეორე ობჩა), სოფელ მეორე ობჩაში (საკადასტრო კოდი 30.09.00.477) მდებარე 27-ე ქუჩას მიენიჭოს „წმინდა გიორგის“ სახელი (ქუჩის რუკა თან ერთვის).
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 თვის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვა, დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვა).
3. დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველად სტრუქტურულ ერთეულს (შემდგომში-საკრებულოს აპარატს), განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4. საკრებულოს აპარატმა, საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი კუპრაძის ქ. №11) ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე