“საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სპეციალური ნებართვის გაცემისა და გამოყენების წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 08.06.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.004.804
გამოქვეყნების წყარო სსმ, 62, 13/06/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.06.2001 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| GEO | საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია GEORGIA MINISTRY OF TRANSPORT AND COMMUNICATIONS ADMINISTRATION OF INLAND TRANSPORT |
| № 000000 | სპეციალური ნებართვა SPECIAL PERMISSION |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სპეციალური ნებართვის გაცემისა და გამოყენების წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.004.804
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების
მინისტრის ბრძანება №52
2001 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სპეციალური ნებართვის გაცემისა და გამოყენების წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ
სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებების „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესრულებისა და ქართველ გადამზიდველთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით:
1. დამტკიცდეს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სპეციალური ნებართვის გაცემისა და გამოყენების წესი (დანართი №1).
2. დამტკიცდეს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სპეციალური ნებართვის ფორმა (დანართი №2).
3. დაევალოს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციას (დ. ძოწენიძე):
ა) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სპეციალური ნებართვის გაცემა განახორციელოს დამტკიცებული წესის შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოს სპეციალური ნებართვების დამზადება დადგენილი წესით.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.
მ. ადეიშვილი
დანართი №1
საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სპეციალური ნებართვის გაცემისა და გამოყენების
წ ე ს ი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. წესი შემუშავებულია სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“, საქართველოს კანონის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ შესაბამისად და არეგულირებს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელების პირობებს.
2. წესის შემუშავების მიზანია საქართველოს გადამზიდველთა ინტერესების დაცვა, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სახელმწიფოებრივი რეგულირება და კონტროლი, განებართვიანების სისტემის ეფექტური გამოყენებისათვის.
3. მოცემული წესი ვრცელდება მხოლოდ იმ სახელმწიფოთა გადამზიდველებისათვის, რომელთანაც საქართველოს დადებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულება „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ და გამოიყენება საქართველოს ტერიტორიაზე კვოტის ზევით შემოსულ გადამზიდველებზე, რომლებიც ახორციელებენ ქვეყნის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დატვირთვას.
4. აკრძალულია ტვირთგამგზავნის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე კვოტის ზევით შემოსული უცხო ქვეყნის სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა, რომელსაც არ გააჩნია სპეციალური ნებართვა.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საერთაშორისო ხელშეკრულების მეორე მონაწილე ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადაზიდვისათვის;
ბ) გადამზიდველი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია ხელშეკრულების მეორე მონაწილე ქვეყნის ტერიტორიაზე და აქვს უფლება განახორციელოს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები;
გ) სპეციალური ნებართვა – დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს გადამზიდველს განახორციელოს ტვირთის გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიიდან;
დ) რეისი – დატვირთვის პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე შესრულებული გადაადგილება;
ე) კვოტა – ყოველწლიურად გაცემული ნებართვათა რაოდენობა, საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე მხარის უფლებამოსილი ორგანოს მიერ;
ვ) შიდა გადაზიდვა – საქართველოს ტერიტორიაზე ორ პუნქტს შორის განხორციელებული გადაზიდვა (დატვირთვა – გადმოტვირთვა).
მუხლი 3🔗. სპეციალური ნებართვის მიღების საფუძვლები
1. სპეციალური ნებართვას გასცემს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში შექმნილი კომისია.
2. სპეციალური ნებართვის მიღებისათვის ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:
ა) ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით ტვირთგამგზავნის და გადამზიდველის განცხადება, სადაც ნაჩვენები უნდა იქნეს ტვირთგამგზავნის და გადამზიდველის დასახელება და მისამართი, ტვირთის დასახელება და რაოდენობა, დატვირთვისა და გადმოტვირთვის ადგილები;
ბ) სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური პასპორტის ქსეროასლი;
გ) მძღოლის მართვის მოწმობის ქსეროასლი;
დ) საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოსვლის ნებართვის ქსეროასლი.
3. სპეციალური ნებართვის გამცემი კომისია ვალდებულია 2 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
4. კომისია განხილვის შედეგების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას;
ა) სპეციალური ნებართვის გაცემის შესახებ;
ბ) სპეციალური ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
5. კომისიას შეუძლია სპეციალური ნებართვის გაცემაზე უარი განაცხადოს იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არასრულყოფილია.
6. სპეციალური ნებართვა გაიცემა კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ერთი რეისის შესასრულებლად და მოქმედებს იმ წლის განმავლობაში, რომელიც აღნიშნულია მასში.
7. სპეციალური ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის აკრძალულია.
8. სპეციალური ნებართვის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში დუბლიკატი არ გაიცემა.
მუხლი 4🔗. გადაზიდვები, რომლებიც არ საჭიროებს სპეციალურ ნებართვას
გადაზიდვები, რომელთა განხორციელება არ საჭიროებს სპეციალურ ნებართვას განისაზღვრება კონკრეტულ ქვეყანასთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების ”საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შესაბამისად.
მუხლი 5🔗. სპეციალური ნებართვის ბლანკის დამზადება, აღრიცხვა და გამოყენება
1. სპეციალური ნებართვის ბლანკი მზადდება სტამბური წესით. გააჩნია რიგითი ნომერი და ძალაშია სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის უფროსის ხელმოწერის და გერბიანი ბეჭდით დამოწმების შემდეგ.
2. სპეციალური ნებართვის ბლანკი შეიცავს შემდეგ რეკვიზიტებს:
ბლანკის წინა მხარეს:
ა) იმ სახელმწიფოს დასახელება, რომლის ტერიტორიაზეც მოქმედებს გაცემული სპეციალური ნებართვა.
ბ) სპეციალური ნებართვის ბლანკის ნომერი, დანიშნულება და მოქმედების წელი;
გ) შესასრულებელი რეისი;
დ) დანიშნულების ქვეყანა (ქვეყნები);
ე) ტვირთგამგზავნი (დასახელება, მისამართი);
ვ) ტვირთის დასახელება და რაოდენობა;
ზ) გადამზიდველი (დასახელება და მისამართი);
თ) დატვირთვის ადგილი;
ი) გადმოტვირთვის ადგილი;
კ) მოქმედების ვადა;
ლ) ავტომობილის სარეგისტრაციო ნომერი;
მ) საბაჟო ორგანოს აღნიშვნა, ხელმოწერა და ბეჭედი;
ნ) გაცემის თარიღი, გამცემი ორგანოს ბეჭედი და ხელმოწერა.
3. სპეციალური ნებართვის ბლანკის უკანა მხარეს ჩანაწერი მასზედ, რომ სპეციალური ნებართვა თან უნდა ახლდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებას. იგი წარედგინება კონტროლის უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს მისი მოთხოვნის საფუძველზე. მოქმედია მხოლოდ საქართველოდან ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელებისას და არ იძლევა უფლებას შიდა გადაზიდვების შესასრულებლად. სპეციალური ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის აკრძალულია.
4. გადამზიდველი, ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პირობები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სპეციალური ნებართვა, რომელშიც არ არის შევსებული რეკვიზიტები და არ გააჩნია სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის უფროსის ხელმოწერა და გერბიანი ბეჭედი ბათილია.
6. სპეციალური ნებართვის ბლანკების შენახვა, აღრიცხვა და რეგისტრაცია წარმოებს დადგენილი წესით.
7. სპეციალური ნებართვის ბლანკის რეკვიზიტების შესავსებად სამუშაო ენად განისაზღვრება ქართული და ინგლისური ენა.
მუხლი 6🔗. სპეციალური ნებართვის ბლანკის შევსება
1. გრაფაში „1. დანიშნულების ქვეყანა (ქვეყნები)“ – იწერება ტვირთმიმღები ქვეყანა.
2. გრაფაში „2. ტვირთგამგზავნი (დასახელება, მისამართი)“ – იწერება ტვირთგამზავნი ორგანიზაციის დასახელება და მისამართი.
3. გრაფაში „3. ტვირთის დასახელება და რაოდენობა” – იწერება ტვირთის დასახელება და რაოდენობა.
4. გრაფაში „4. გადამზიდველი (დასახელება, მისამართი)“ – იწერება ქვეყანა, სადაც რეგისტრირებულია გადამზიდველი, მისი დასახელება და სრული მისამართი.
5. გრაფაში „5. (დატვირთვის ადგილი)“ – იწერება იმ ქვეყნის დასახელება და მისამართი, სადაც ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების დატვირთვა.
6. გრაფაში „6. გადმოტვირთვის ადგილი“ – იწერება იმ დანიშნულების ქვეყნის დასახელება, სადაც ხდება ტვირთის გადმოტვირთვა.
7. გრაფაში „7. მოქმედების ვადა …. დან ….. მდე“ – იწერება სპეციალური ნებართვის მოქმედების ვადა.
8. გრაფაში „8. ავტომობილის სარეგისტრაციო ნომერი“ – იწერება ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი და სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი.
9. გრაფაში „9. საბაჟო ორგანოს აღნიშვნა, ხელმოწერა და ბეჭედი“ – იწერება საქართველოს ტერიტორიიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გასვლისას საბაჟო ორგანოს დასახელება, თარიღი, პასუხისმგებელი პირის გვარი, სახელი და ხელმოწერა დამოწმებული შესაბამისი ბეჭდით.
10. გრაფაში „10. გაცემის თარიღი, გამცემი ორგანოს ბეჭედი და ხელმოწერა“ – იწერება სპეციალური ნებართვის გაფორმებისა და გაცემის თარიღი, სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის უფროსის ხელმოწერა და გერბიანი ბეჭედი.
მუხლი 7🔗. კონტროლი
1. წინამდებარე წესის შესრულებაზე და დაცვაზე კონტროლს ახორციელებს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
2. წესის დარღვევებისათვის გადამზიდველის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №2
GEO
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია
GEORGIA MINISTRY OF TRANSPORT AND COMMUNICATIONS ADMINISTRATION OF INLAND TRANSPORT
№ 000000
სპეციალური ნებართვა
SPECIAL PERMISSION
2001 წ.
ცალკეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით
საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განსახორციელებლად
Special authorization for the international
carrige of goods by mcans of a singlc
Vehicle or a combination of vehicles
მოქმედია ერთ რეისზე
SPECIAL PERMIT IS VALID FOR ONE TRANSPORT OPERATION
1. დანიშნულების ქვეყანა (ქვეყნები)
Country/Countries of destination
2. ტვირთგამგზავნი (დასახელება, მისამართი)
Shipper (name, address)
3. ტვირთის დასახელება და რაოდენობა
Rind and qualitity of goods
4. გადამზიდველი (დასახელება, მისამართი)
Carrier (name and address)
5. დატვირთვის ადგილი
Place of loading
6. გადმოტვირთვის ადგილი
Place of discharge
7. მოქმედების ვადა ----------- დან --------------- მდე
Valid until ----------------------------------------------------
8. ავტომობილის სარეგისტრაციო ნომერი
Registration No of the vehicle
9. საბაჟოს ორგანოს აღნიშვნა,
ხელმოწერა და ბეჭედი
Remrks of Customs authorities,
Signature and stamp
10. გაცემის თარიღი, გამცემი ორგანოს
ბეჭედი და ხელმოწერა
Date of issue of the Special Permit
Signature and stamp of the issuing authority
საერთო მიწერილობა
გაცემული სპეციალური ნებართვა თან უნდა ახლდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებას.
იგი წარედგინება კონტროლის უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს მისი მოთხოვნის საფუძველზე.
მოქმედია მხოლოდ საქართველოდან ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელებისა და არ იძლევა უფლებას შიდა გადაზიდვების შესასრულებლად.
სპეციალური ნებართვის გაცემა სხვა პირისათვის აკრძალულია.
Note:
The Special Permission is to accompany the vehicle and to be presented for control to the authorized persons on demand. Valid only for goods carriage from Georgia during international transport operation. Not to be used for inner transport operation. Not to be sumitted to the third person.