„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№65/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.018065
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/08/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  ბრძანება №65/ნ 

2021 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა დ ა მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში (სსმ, №117, 15/09/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შეიმუშავებს და ავითარებს უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებლებს. ამ მიზნით, შეუძლია შექმნას დარგობრივი საბჭოები/სამუშაო ჯგუფები;“.

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) სტუდენტის შეფასების სისტემასთან დაკავშირებით განმარტებების მომზადება.“.

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:

„ს) პროფესიული სტუდენტის შეფასების სისტემასთან დაკავშირებით განმარტებების მომზადება.“.

4. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) მოსწავლის შეფასების სისტემასთან დაკავშირებით განმარტებების მომზადება.“.

5. მე-11 მუხლის:

ა) „დ“ – „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების და განვითარების პროცესების მართვა;

ე) უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების შექმნის/განვითარების მიზნით და სწავლის სფეროების ფორმირებასთან დაკავშირებული დასკვნების მომზადება;

ვ) კვალიფიკაციების ელექტრონული პლატფორმის შემუშავებისა და განვითარების ხელშეწყობა;

ზ) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების საქმიანობის ხელშეწყობა და მართვა;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს.

 

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების საკითხებთან დაკავშირებით სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დაწყებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებები დასრულდეს ამავე ცენტრის მიერ და ასეთ ადმინისტრაციულ წარმოებებზე გავრცელდეს ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არსებული რეგულაციები.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი სექტემბრიდან.

 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი