2020 წლის 18 და 24 ნოემბრის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილების“ წერილ-შეთანხმება

მიღების თარიღი 24.11.2020
ძალაში შესვლა 24.11.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №პროექტის სახელი
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016649
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2021
matsne.gov.ge 1,304 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.11.2020 მიღება
24.11.2020 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
7671 მეორადი და ადგილობრივი გზების პროექტის დამატებითი დაფინანსება
7741 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტი
7802 კახეთის რეგიონალური გზების გაუმჯობესების პროექტი
7804 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პირველი პროექტის დამატებითი დაფინანსება
7926 განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიება
7962 რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დამატებითი დაფინანსება
8143 შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი
8148 რეგიონული განვითარების პროექტი
8263 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი
8279 კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მეორე სესხი
8377 ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი
8380 რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი
8394 კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მესამე სესხი
8402 შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი
8494 რეგიონული განვითარების მესამე პროექტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (პირველი ინკლუზიური ზრდის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 84% 22.05.2015 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების დაფინანსება)“ სასესხო ხელშეკრულება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 84% 09.07.2014 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 84% 20.02.2024 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილების“ წერილ-შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 83% 04.02.2021 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (პირველი პროგრამული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 83% 22.05.2015

დოკუმენტის ტექსტი

2020 წლის 18 და 24 ნოემბრის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილების“ წერილ-შეთანხმება წერილ-შეთანხმება საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილების თაობაზე  ბატონი ივანე მაჭავარიანი                                                                                                  24 ნოემბერი, 2020 ფინანსთა მინისტრი ფინანასთა სამინისტრო თბილისი, საქართველო საკითხი: სასესხო შეთანხმებების ცვლილება ძვირფას მინისტრ მაჭავარიანს, ჩვენ შევეხებით სასესხო შეთანხმებებს, საქართველოსა („მსესხებელი“) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს („ბანკი“) შორის, მითითებულს ამ წერილის დანართ 1-ში („სასესხო შეთანხმებები“). ასევე ჩვენ შევეხებით ჩვენს წერილს დათარიღებულს 2020 წლის 31 ივლისით, რომელშიც წარმოდგენილია მოთხოვნილი ცვლილებების დასაბუთებული ახსნა. LIBOR-ის გარდამავლობის დანერგვიასა და ბანკის მიზნის შესაბამისად, შეინარჩუნოს შესაბამისობა დაფინანსებასა და სესხების გაცემის ხარჯებს შორის, ჩვენ ვადასტურებთ ბანკის თანხმობას შეიცვალოს შესაბამისი დებულებები თითოეული შეთანხმებისთვის ამ წერილის დანართ 1-ში ჩამოთვლილი სესხებისთვის ისე, რომ შეიცვალოს ზოგადი პირობები და სასესხო შეთანხმებები, ისე, როგორც წარმოდგენილია ამ წერილის დანართ 2-ში. ამასთან ერთად ბანკის და მსესხებლის მიზანია შესაბამისი ცვლილების დანერგვა ყველა სასესხო შეთანხმებისთვის, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ LIBOR ან EURIBOR, როგორც საბაზისო განაკვეთი, სესხით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთისთვის. შესაბამისად, თუ ნებისმიერი ასეთი სესხი არ არის დანართ 1-ში შესაბამისი სასესხო შეთანხმება ჩაითვლება შესწორებულად ამ ცვლილების შესაბამისად. სამართლიანობის, გამჭირვალობის და შესაბამისობის ინტერესების დაცვისთვის ჩვენ ვთავაზობთ იმავე პირობებს ყველა მსესხებელს ბანკის ყველა სესხისთვის. ყველა პირობა არ იქნება შესაბამისი ყველა მსესხებლისთვის. თუმცა, ამ წინადადებაზე ხელმოწერა უზრუნველყოფს, რომ ყველა სასესხო შეთანხმება შეიცვლება ისე, რომ შენარჩუნებული იქნება მსესხებლის ეკონომიკური შეთანხმება ბანკთან სესხების მთლიანი ვადიანობების განმავლობაში. გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი თანხმობა აღნიშნულზე, ამ წერილის ხელმოწერით, დათარიღებით და ასლის დაბრუნებით. ცვლილება ეფექტური გახდება ორივე მხარის შესრულებისთანავე. პატივისცემით, სებასტიან მოლინეუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი შეთანხმდნენ: საქართველო წარმოდგენილი: თანამდებობა: თარიღი: შესრულებულია ინგლისურ ენაზე. ამ დღეს 24 ნოემბერი 2020  IBRD-სთვის           სახელი: სებასტიან მოლინეუსი წოდება: სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი                                                            ამ დღეს 18 ნოემბერი 2020 საქართველოსთვის წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი სახელი: ივანე მაჭავარიანი  წოდება: მინისტრი   დანართი 1 სესხების ჩამონათვალი პროექტის სახელის და ნომრის შესაბამისად სესხის ნომერი პროექტის სახელი ვალუტა ორიგინალი ძირითადი  თანხა შეთანხმების ხელმოწერის  თარიღი ინდექსის ტიპი 7671 მეორადი და ადგილობრივი გზების პროექტის დამატებითი დაფინანსება USD 70,000,000 25 მარტი, 2009 LIBOR 7741 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტი USD 147,000,000 18 სექტემბერი, 2009 LIBOR 7802 კახეთის რეგიონალური გზების გაუმჯობესების პროექტი USD 30,000,000 12 ნოემბერი, 2009 LIBOR 7804 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პირველი პროექტის დამატებითი დაფინანსება USD 28,000,000 12 ნოემბერი, 2009 LIBOR 7926 განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიება USD 10,000,000 12 აგვისტო, 2010 LIBOR 7962 რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დამატებითი დაფინანსება USD 33,500,000 8 ნოემბერი, 2010 LIBOR 8143 შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი USD 30,000,000 22 მარტი, 2012 LIBOR 8148 რეგიონული განვითარების პროექტი USD 60,000,000 28 მარტი, 2012 LIBOR 8263 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი USD 38,000,000 6 ივნისი, 2013 LIBOR 8279 კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მეორე სესხი USD 32,000,000 19 ივლისი, 2013 LIBOR 8377 ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი USD 60,000,000 3 სექტემბერი, 2014 LIBOR 8380 რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი USD 30,000,000 18 აგვისტო, 2014 LIBOR 8394 კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მესამე სესხი USD 70,000,000 9 ივლისი, 2014 LIBOR 8402 შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი USD 75,000,000 9 ივლისი, 2014 LIBOR 8494 რეგიონული განვითარების მესამე პროექტი USD 60,000,000 7 აგვისტო, 2015 LIBOR 8503 პირველი ინკლუზიური ზრდის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება USD 60,000,000 22 მაისი, 2015 LIBOR 8504 პირველი პროგრამული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიების დაფინანსება USD 60,000,000 22 მაისი, 2015 LIBOR 8547 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი USD 140,000,000 10 თებერვალი, 2016 LIBOR 8595 ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტი USD 40,000,000 28 მარტი, 2016 LIBOR 8599 შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი USD 40,000,000 28 მარტი, 2016 LIBOR 8607 მეორე რეგიონალური განვითარების პროექტის დამატებითი დაფინანსება USD 9,000,000 7 მაისი, 2016 LIBOR 8742 მეორე ინკლუზიური ზრდის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება EUR 47,200,000 3 მაისი, 2017 EURIBOR 8775 მეორე პროგრამული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება EUR 44,600,000 16 აგვისტო, 2017 EURIBOR 8788 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსება EUR 16,900,000 4 დეკემბერი, 2017 EURIBOR სასესხო შეთანხმებების ცვლილება დანართი 2 ზოგადი პირობების ცვლილებები შესაბამისი სესხებისთვის 1. მუხლი III, ნაწილი 3.02​1, პუნქტი (გ) შეიცვალოს შემდეგნაირად: „(გ) თუ საპროცენტო განაკვეთი სესხის ნებისმიერი მოცულობისთვის დაფუძნებულია LIBOR- ზე ან EURIBOR-ზე და ბანკი განსაზღვრავს, რომ (i) ასეთი საბაზისო განაკვეთის კვოტირება შესაბამისი ვალუტისთვის სამუდამოდ შეწყდა, ან (ii) ბანკს აღარ შეუძლია ან აღარ არის ბანკისთვის კომერციულად მისაღები, რომ გააგრძელოს ასეთი საბაზისო განაკვეთის გამოყენება მისი აქტივების და ვალდებულებების მართვის მიზნებისთვის, ბანკმა შესაბამისი ვალუტისთვის უნდა გამოიყენოს სხვა საბაზისო განაკვეთი, მათ შორის, ნებისმიერი შესაბამისი მარჟა, რომელიც შეიძლება გონივრულად განისაზღვროს. ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს სესხის მხარეებს სხვა ასეთი განაკვეთის შესახებ და სასესხო შეთანხმებების დებულებებში შესაბამისი ცვლილებების შესახებ, რომელიც ეფექტური გახდება შეტყობინების თარიღისთვის. აღნიშნული უფლებამოსილების აღსრულებისას, ბანკი იმოქმედებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეინარჩუნოს და უზრუნველყოს მანამდე არსებული დამოკიდებულება სესხის ხარჯებსა და მის საპროცენტო განაკვეთებს შორის, და არ იქნება მიმართული კომერციული უპირატესობის მიღებაზე.“. 2.​2 მუხლი III, ნაწილები 3.02 ან 3.03, შესაბამისად, შეიცვალოს, ახალი პუნქტის დამატებით შესაბამისი თანმიმდევრობით, შემდეგნაირად: „(--) თუ ბანკი განსაზღვრავს, რომ (i) LIBOR-ის კვოტირება შესაბამისი ვალუტისთვის სამუდამოდ შეწყდა, ან (ii) ბანკს აღარ შეუძლია ან აღარ არის ბანკისთვის კომერციულად მისაღები, რომ გააგრძელოს LIBOR-ის გამოყენება მისი აქტივების და ვალდებულებების მართვის მიზნებისთვის, ბანკმა შესაბამისი ვალუტისთვის უნდა გამოიყენოს სხვა საბაზისო განაკვეთი, მათ შორის ნებისმიერ შესაბამისი მარჟა, რომელიც შეიძლება გონივრულად განისაზღვროს. ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მსესხებელს ან გარანტორს სხვა ასეთი განაკვეთის შესახებ და სასესხო შეთანხმებების დებულებებში შესაბამისი ცვლილებების შესახებ, რომელიც ეფექტური გახდება შეტყობინების თარიღისთვის. --------------------------------------------------------------- ​1 ეხება სესხებს, რომლებიც რეგულირდება 2010 წლის შემდგომი ზოგადი პირობებით (სესხების ზოგადი პირობები, დათარიღებული 2010 წლის 23 ივლისით; სესხების ზოგადი პირობები დათარიღებული 2012 წლის 12 მარტით; IBRD-ის დაფინანსების ზოგადი პირობები: საინვესტიციო პროექტების დაფინანსება (2017); IBRD-ის დაფინანსების ზოგადი პირობები: განვითარების პოლიტიკის დაფინანსება (2017); IBRD-ის დაფინანსების ზოგადი პირობები: პროგრამები შედეგებისთვის (2017)). ​2 ეხება სესხებს, რომლებიც რეგულირდება ზოგადი პირობებით, რომელიც მოიცავს „LIBOR”-ის განსაზღვრებას (ზოგადი პირობები სესხებისა და საგარანტიო შეთანხმებებისთვის ფიქსირებული მარჟისთვის, დათარიღებული 1999 წლის 1 სექტემბრით (ასევე, 2004 წლის 1 მაისს შესწორებული ვერსია); სესხების ზოგადი პირობები, დათარიღებული 2005 წლის 1 ივლისით (ასევე, 2007 წლის 17 ოქტომბერს და 2008 წლის 12 თებერვალს შესწორებული ვერსიები)). აღნიშნული უფლებამოსილების აღსრულებისას, ბანკი იმოქმედებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეინარჩუნოს და უზრუნველყოს მანამდე არსებული დამოკიდებულება სესხის ხარჯებსა და მის საპროცენტო განაკვეთებს შორის, და არ იქნება მიმართული კომერციული უპირატესობის მიღებაზე.“ 3.​3 ქვეპუნქტი (გ) დანართში განსაზღვრული ტერმინით „საბაზისო განაკვეთი“, შესაბამისად, შეიცვალოს შემდეგნაირად: „(გ) თუ ბანკი განსაზღვრავს, რომ (i) LIBOR-ის (USD, JPY და GBP-სთან მიმართებით) ან EURIBOR-ის (EUR-სთან მიმართებით) კვოტირება ამ ვალუტისთვის სამუდამოდ შეწყდა, ან (ii) ბანკს აღარ შეუძლია ან აღარ არის ბანკისთვის კომერციულად მისაღები, რომ გააგრძელოს საბაზისო განაკვეთის გამოყენება მისი აქტივების და ვალდებულებების მართვის მიზნებისთვის, ბანკმა შესაბამისი ვალუტისთვის უნდა გამოიყენოს სხვა საბაზისო განაკვეთი, მათ შორის ნებისმიერ შესაბამისი მარჟა, რომელსაც ბანკი გონივრულად განსაზღვრავს და შეატყობინოს მსესხებელს 3.02 (გ) ნაწილის თანახმად, რომელიც უზრუნველყოფს, რომ აღნიშნული უფლებამოსილების აღსრულებისას, ბანკი იმოქმედებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეინარჩუნოს და უზრუნველყოს მანამდე არსებული დამოკიდებულება სესხის ხარჯებსა და მის საპროცენტო განაკვეთებს შორის, და არ იქნება მიმართული კომერციული უპირატესობის მიღებაზე; და “ სასესხო შეთანხმებების ცვლილება​4 1. გარკვეული სასესხო შეთანხმებების შესაბამისი დებულებები, რომლებიც განსაზღვრავენ სესხის საპროცენტო განაკვეთს, რომელიც დაფუძნებულია LIBOR-ზე, შეიცვალოს ახალი ქვეპუნქტის დამატებით შესაბამისი თანმიმდევრობით, შემდეგნაირად: „(--) თუ ბანკი განსაზღვრავს, რომ (i) LIBOR-ის კვოტირება შესაბამისი ვალუტისთვის სამუდამოდ შეწყდა, ან (ii) ბანკს აღარ შეუძლია ან აღარ არის ბანკისთვის კომერციულად მისაღები, რომ გააგრძელოს LIBOR-ის გამოყენება მისი აქტივების და ვალდებულებების მართვის მიზნებისთვის, ბანკმა შესაბამისი ვალუტისთვის უნდა გამოიყენოს სხვა საბაზისო განაკვეთი, მათ შორის ნებისმიერ შესაბამისი მარჟა, რომელიც შეიძლება გონივრულად განისაზღვროს. ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მსესხებელს ან გარანტორს სხვა ასეთი განაკვეთის შესახებ და სასესხო შეთანხმებების დებულებებში შესაბამისი ცვლილებების შესახებ, რომელიც ეფექტური გახდება შეტყობინების თარიღისთვის. აღნიშნული უფლებამოსილების აღსრულებისას, ბანკი იმოქმედებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეინარჩუნოს და უზრუნველყოს მანამდე არსებული დამოკიდებულება სესხის ხარჯებსა და მის საპროცენტო განაკვეთებს შორის, და არ იქნება მიმართული კომერციული უპირატესობის მიღებაზე“. ---------------------------------------------------- ​3 ეხება სესხებს, რომლებიც რეგულირდება ზოგადი პირობებით, რომელიც მოიცავს „საბაზისო განაკვეთის”-ის განსაზღვრებას (სესხების ზოგადი პირობები დათარიღებული 2010 წლის 23 ივლისით; სესხების ზოგადი პირობები დათარიღებული 2012 წლის 12 მარტით; IBRD-ის დაფინანსების ზოგადი პირობები: საინვესტიციო პროექტების დაფინანსება (2017); IBRD-ის დაფინანსების ზოგადი პირობები: განვითარების პოლიტიკის დაფინანსება (2017); IBRD-ის დაფინანსების ზოგადი პირობები: პროგრამები შედეგებისთვის (2017)). ​4 ეხება ისტორიული, ერთიანი ვალუტის მქონე სესხებს, რომლებიც რეგულირდება ზოგადი პირობებით შესაბამისი სასესხო და საგარანტიო შეთანხმებებისთვის ერთიანი ვალუტისთვის, დათარიღებული 1995 წლის 30 მაისით (ასევე, 1999 წლის 6 ოქტომბრის, 1997 წლის 2 დეკემბრის და 2004 წლის 1 მაისის შესწორებული ვერსიები), რომელიც შეეხება სასესხო შეთანხმებების საპროცენტო განაკვეთის დებულებებს.