საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის, მიერ კომერციული ბანკებისათვის სესხის მიცემის წესის” დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.06.2001
ძალის დაკარგვა 04.06.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №148
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.004.812
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 00, 04/05/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 954 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.06.2001 მიღება
04.06.2010 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის, მიერ კომერციული ბანკებისათვის სესხის მიცემის წესის” დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.004.812 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №148 2001 წლის 13 ივნისი ქ. თბილისი ”საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის, მიერ კომერციული ბანკებისათვის სესხის მიცემის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის 62-ე და 33-ე მუხლების შესაბამისად და კომერციული ბანკების ლიკვიდობაში შექმნილი ფინანსური სიძნელეების დაძლევის მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის, მიერ კომერციული ბანკებისათვის სესხის მიცემის თანდართული წესი. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ი. მანაგაძე საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის, მიერ კომერციული ბანკებისათვის სესხის მიცემის წესი     მუხლი 1🔗 1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის 62-ე მუხლის საფუძველზე და განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიკვიდობაში ფინანსური სიძნელეების მქონე კომერციული ბანკების დაკრედიტების წესს. 2. სესხი ეძლევა ბანკს, რომელსაც ლიკვიდობაში შეექმნა ფინანსური სიძნელეები და აქვს საფუძვლიანი დასაბუთება სესხის აღების შესახებ. 3. სესხი გაიცემა 3 თვის ვადით. შესაძლებელია მისი პროლონგაცია ან რესტრუქტურიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისიის საოქმო გადაწყვეტილებისა და საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს დადებითი დასკვნის საფუძველზე. 4. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს მიზეზის მიუთითებლად უარი განაცხადოს სესხის მიცემაზე.     მუხლი 2🔗 1. სესხის გაცემის საფუძველია: ა) კომერციული ბანის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისათვის წარდგენილი წერილი მიზნობრივი სესხის გამოყოფის აუცილებლობის შესახებ; ბ) კომერციული ბანკის მიერ ეროვნული ბანკისათვის წარდგენილი სამოქმედო გეგმა მის მიერ საკუთარი ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად სესხის გამოყენების შესახებ; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს დასკვნა კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობისა და სესხის მიზანშეწონილობის შესახებ; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილება, კომერციულ ბანკში შექმნილი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ურთიერთგაგების მემორანდუმის (რომელშიც მითითებულ უნდა იქნეს საჭიროების შემთხვევაში საკრედიტო ხაზის გამოყოფა) გაფორმების შესახებ; ე) ფულად-საკრედიტო ოპერაციების სამმართველოს თანხმობა სესხის გაცემის თაობაზე; ვ) ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისიის გადაწყვეტილება სესხის გამოყოფის შესახებ (ამასთან, იგი განსაზღვრავს შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულების პარამეტრებს).     მუხლი 3🔗 1. მე-2 მუხლში მითითებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო ოპერაციების სამმართველო ამზადებს ხელშეკრულებისა და შესაბამისი განკარგულების პროექტს კომერციული ბანკისათვის სესხის მიცემის შესახებ. 2. სესხის უზრუნველყოფას შეიძლება წარმოადგენდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული ბანკის აქტივები, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისიის შეხედულებით, – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა საშუალებები. 3. სესხის უზრუნველყოფაში აღებული აქტივები უნდა შეაფასოს დამოუკიდებელმა აუდიტორულმა ფირმამ და ეს აქტივები გასაცემი სესხის ოდენობას უნდა აღემატებოდეს სულ ცოტა 20 პროცენტით. 4. საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის 62-ე მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაძლებელია არაუზრუნველყოფილი სესხის გაცემა. კერძოდ, თუ: ა) ბანკს მოზიდული აქვს მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები (ანაბრებისა და დეპოზიტების საით); ბ) მიმდინარე ვალდებულებების შესაძლო შეუსრულებლობის გამო საჭიროა საბანკო სისტემისადმი უნდობლობისა და სისტემური კრიზისის თავიდან აცილება; გ) საჭიროა ინვესტორების (საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, კომერციული ბანკებისა და სხვ.) მხრიდან საბანკო სისტემისადმი უნდობლობის თავიდან აცილება და სხვ.     მუხლი 4🔗 1. საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო ოპერაციების სამმართველო ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მასში მითითებულ ვადაში კომერციული ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშზე სესხის ჩარიცხვის შესახებ განკარგულება (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის) გადასცეს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოს. განკარგულებაში, როგორც  წესი, მითითებული უნდა იყოს სესხის თანხა, დაფარვის თარიღი და სესხით სარგებლობის პროცენტი, რომელიც განისაზღვრება შესაბამის პერიოდში ბანკთაშორის საკრედიტო რესურსების აუქციონზე დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით. 2. საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო ოპერაციების სამმართველო ვალდებულია რეგულარულად აწარმოოს ხელშეკრულებით გაცემული სესხის მონიტორინგი და პერიოდულად წარუდგინოს ხელმძღვანელობას ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.     მუხლი 5🔗 საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველო ვალდებულია უზრუნველყოს სესხის გაცემის დღიდან ამ დებულების მე-2 მუხლის ”ბ“ ქვეპუნქტში მითითებული, საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული, სამოქმედო გეგმის შესაბამისად სესხის ხარჯვის ადგილზე კონტროლი სესხის სრულ დაფარვამდე და პერიოდულად წარუდგინოს ხელმძღვანელობას ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.     მუხლი 6🔗 ამ დებულების მე-2 მუხლის ”ბ“ ქვეპუნქტში მითითებული სამოქმედო გეგმის პირობების დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეუძლია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაუყოვნებლივ დაფარვა.     მუხლი 7🔗 1. სესხის ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამოიღოს თანხები კომერციული ბანკის ნებისმიერი აქტივიდან ”საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის“ 70-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, აგრეთვე გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები. ამასთან, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს დაუყოვნებლივ, გადახდის ვადის დადგომამდეც, მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება ან იქმნება მისთვის საბანკო ლიცენზიის გაუქმების წინაპირობა. 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აგრეთვე ”საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის“ 70-ე მუხლით მინიჭებული ზემოთ აღნიშნული უპირატესი უფლება გამოიყენოს კომერციული ბანკისათვის საბანკო ლიცენზიის ჩამორთმევისა და მასში დროებითი ადმინისტრატორის ან ლიკვიდატორის დანიშვნის შემთხვევაშიც.