„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №119/04 |
|
2021 წლის 9 აგვისტო ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 23/09/2020, ს/კ: 240090000.18.011.016501) დამტკიცებული წესის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე, განახორციელოს აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირება, რეგისტრაცია ან აღიარება ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენის გარეშე (გარდა კანონით აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის ან აღიარებისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციისა) და, საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვროს ვადა ამ დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის.“. |
| მუხლი 2 |
საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს გამოიყენოს ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული, წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი უფლებამოსილება აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის ან აღიარების მიზნით ამ ბრძანების ამოქმედებამდე წარდგენილი განაცხადების განხილვისას.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|