„2015 წლის 5 თებერვლის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)“ №4 ცვლილების წერილ-შეთანხმება“
მიღების თარიღი 08.06.2021
ძალაში შესვლა 26.07.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1045
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016652
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„2016 წლის 15 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 6)“ №3 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3)“ №4 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ „2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ და „2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ №4 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ „2011 წლის 1 მარტის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ №4 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ „2011 წლის 10 მაისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1)“ №7 ცვლილების წერილ-შეთანხმება“
დოკუმენტის ტექსტი
„2015 წლის 5 თებერვლის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)“ №4 ცვლილების წერილ-შეთანხმება“
„2015 წლის 5 თებერვლის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)“ №4 ცვლილების წერილ-შეთანხმება
8 ივნისი, 2021
პატივცემული მინისტრი ლაშა ხუციშვილი
ფინანსთა სამინისტრო
16 გორგასლის ქუჩა, 0114
თბილისი, საქართველო
ძვირფასო პატივცემულო მინისტრო ხუციშვილო,
საკითხი: სესხი 3238-GEO: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა, პროექტი 4 - სასესხო ხელშეკრულების ცვლილებები (ცვლილების შეთანხმება №4)
1. ჩვენ ვეხებით სასესხო ხელშეკრულებას (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მასში დღეის მდგომარეობით შეტანილი ცვლილებებით, „სასესხო შეთანხმება“) დათარიღებულს 2015 წლის 5 თებერვლით, საქართველოსა („მსესხებელი“) და აზიის განვითარების ბანკს („ADB“) შორის ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა („USIIP”) - პროექტი 4. ყველა ტერმინს, რომელიც გამოყენებულია მიმდინარე დოკუმენტში, მაგრამ არ არის განმარტებული, უნდა ჰქონდეს ის მნიშვნებლობა, რომელიც აქვს სასესხო ხელშეკრულებაში თუ შინაარსი არ მოითხოვს სხვა რამეს.
2. მსესხებლის თხოვნის საპასუხოდ, ADB-მა 2020 წლის 21 ოქტომბერს და 2020 წლის 17 ნოემბერს დაამტკიცა მულტიტრანშური დაფინანსების საშუალების ხელმისაწვდომობის ვადის გაგრძელება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საკმარისი დრო, რომ დასრულდეს 3,4,5 და 6 პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები. შესაბამისად, 2021 წლის 24 თებერვალს ADB-მა დაამტკიცა USIIP -პროექტი 4-ის სესხის დახურვის თარიღის გაგრძელება. იმისათვის, რომ აისახოს ასეთი ცვლილებები, ADB გვთავაზობს სასესხო ხელშეკრულება შეიცვალოს შემდეგნაირად:
(ა) ნაწილი 3.05 შეიცვალოს და მითითება „29 მარტი 2021“-ზე შეცვლილ იქნეს „29 მარტი 2024 “-ით.
(ბ) პირველი და მეორე წინადადებები დანართი 5-ის მე-8 პარაგრაფის შეიცვლება და წაიკითხება შემდეგნაირად:
„8. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ UWSCG-მ მიაღწიოს საოპერაციო კოეფიციენტის 1-ის ტოლ მნიშვნელობას 2023 წლის ბოლოსთვის და შეინარჩუნოს ის 1-ზე ნაკლები შემდგომში და FFA-ის დებულებების შესაბამისად. ზემოაღნიშნულ მე-6 პარაგრაფში მოცემული ბიზნესგეგმა მოიცავს წლიურ მიზნებს, 2015 წლიდან დაწყებული, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საოპერაციო კოეფიციენტის პროგრესულად შესამცირებლად, რათა 2023 წლისთვის მიღწეულ იქნეს საოპერაციო კოეფიციენტის 1-ის ტოლი მნიშვნელობა, როგორც ეს მოცემულია წინამდებარე წინადადებაში.“
3. გარდა ზემოთ მითითებული ცვლილებებისა სასესხო ხელშეკრულება რჩება უცვლელი.
4. ADB-ის ინფორმაციაზე დაშვების პოლიტიკის (2018) („AIP“) შესაბამისად, სასესხო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები გამოქვეყნდება ADB-ის ვებგვერდზე ცვლილებების ძალაში შესვლიდან 2 კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ინფორმაციის ამოღების შემდეგ, რომელიც შედის AIP-ის გამონაკლისებში, როგორც ეს განსაზღვრულია მსესხებლის მიერ.
5. გთხოვთ მიუთითოთ მსესხებლის თანხმობა აღნიშნული №4 ცვლილების შეთანხმების მე-2 პარაგრაფში აღნიშნულ ცვლილებებზე და ამ №4 ცვლილების შეთანხმების პირობებზე, ამ №4 ცვლილების შეთანხმების ორივე ორიგინალში ქვემოთ მითითებულ ადგილზე ხელის მოწერით. გთხოვთ აღნიშნული №4 ცვლილების შეთანხმების ერთი ორიგინალი დაიტოვოთ თქვენი ჩანაწერებისთვის და მეორე დაუბრუნოთ ADB-ს. შემოთავაზებული №4 ცვლილების შეთანხმება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ADB მიიღებს მსესხებლის მხრიდან ხელმოწერილ დოკუმენტს მსესხებლის შეტყობინებასთან ერთად, რომ მის ძალაში შესასვლელად საჭირო ყველა სამართლებრივი პროცედურა დასრულებულია.
პატივისცემით,
ევგენი ჟუკოვი
გენერალური დირექტორი
ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტი
ა. მიღებულია და შეთანხმებული
ბ. დადასტურებულია, რომ სასესხო შეთანხმების ცვლილებები არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მითითებულია AIP-ის გამონაკლის შემთხვევებში.
საქართველოსთვის და მისი სახელით
სახელი: ლაშა ხუციშვილი
თანამდებობა: მინისტრი, ფინანსთა სამინისტრო
თარიღი: ---------------------