ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, რობერტ ბარძიმაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის კინორეჟისორის სიკო დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 23.07.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №328
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016626
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2021
matsne.gov.ge 155 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ემირ ბურჯანაძის V შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 15.02.2022 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მონაკვეთისთვის და ჯუმბერ ლეჟავას I შესახვევისთვის ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 21.03.2025 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გენერალ-მაიორის ბორის გრიგოლაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 25.07.2025 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის საზოგადო მოღვაწის მერაბ ელიოზიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 24.07.2020 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის მომღერლის თამაზ სეფერთელაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 21.03.2025

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, რობერტ ბარძიმაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის კინორეჟისორის სიკო დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულება №328 2021 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, რობერტ ბარძიმაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის კინორეჟისორის სიკო დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დიდუბის რაიონში, რობერტ ბარძიმაშვილის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს კინორეჟისორის სიკო დოლიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64). საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე