ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, დავით აღმაშენებლის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის დავით აღმაშენებლის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 23.07.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №330
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016628
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.07.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, მეგობრობის I შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის ვახტანგ მალაყმაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, სოფელ დიდებას მიმდებარე ტერიტორიაზე, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის სულხან-საბა ორბელიანის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ალექსანდრე წურწუმიას შესახვევისთვის და დედოფლისწყაროს I შესახვევისთვის საზოგადო მოღვაწის ბესარიონ ნიჟარაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, რეზო გაბაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ისტორიკოსის, ფილოლოგის სერგი გორგაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების V ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული სამი ჩიხისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნატო გიორგაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, დავით აღმაშენებლის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის დავით აღმაშენებლის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №330
23 ივლისი 2021 წელი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, დავით აღმაშენებლის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის დავით აღმაშენებლის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის
– „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, დავით აღმაშენებლის ქუჩასთან არსებულ უსახელო შესახვევს მიენიჭოს დავით აღმაშენებლის I შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე