⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.08.2024)
გაუქმებულია:

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

მიღების თარიღი 06.08.2021
ძალის დაკარგვა 30.08.2024
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016437
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 484 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.08.2021 მიღება
30.08.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2021 წლის 6 აგვისტო აბაშა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 45-ე, 46-ე მუხლების,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. აკრძალულია აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის (შემდგომში – საარჩევნო პლაკატი) გაკვრა: ა) საკულტო შენობა-ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, ასევე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, ასევე ქალაქ აბაშის ცენტრში არსებულ დეკორატიულ ღობეებზე და საყვავილეებზე; ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე. მუხლი 2🔗 1. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატები შეიძლება   განთავსდეს სპეციალურ  სტენდებზე (შემდგომში – სტენდი), რომლებიც დგას  შემდეგ ადგილებზე: ა)  უ.კაჭარავას ქუჩაზე კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ჯორჯიკიას ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“  წინ; ბ)  ნოღოხაშის საჯარო  სკოლის წინ და მშვიდობისა და გამსახურდიას ქუჩების გადაკვეთაზე; გ)  კვათანის საჯარო  სკოლის წინ  და კვათანის ცენტრში არსებული სასურსათო მაღაზიის წინ; დ)  უ.კაჭარავას ქუჩაზე ქ. აბაშის №2 საჯარო  სკოლის წინ   და გამსახურდიას ქუჩაზე კაპანის სასურსათო მაღაზიის წინ; ე) ჯორჯიკიას ქუჩაზე ქ. აბაშის №1 საჯარო  სკოლის წინ და თავისუფლების ქუჩაზე „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ – აბაშის ჰოსპიტლის წინ. მუხლი 3🔗 1. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას   ექვემდებარება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. 2.  ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება ეგზიტპოლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაზე.  მუხლი 4🔗 1. ამ  დადგენილების მე-2 მუხლის გათვალისწინებით, სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას არაუმეტეს 2 (ორი) ცალი საარჩევნო პლაკატი, ზომით არაუმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი). მუხლი 5🔗 1. საარჩევნო პლაკატები ასევე შეიძლება განთავსდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (ადმინისტრაციული ერთეულები ქალაქი/თემი/სოფელი) მდებარე გარე განათების ბოძებზე, მგზავრთა მოსაცდელებში და სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე. მუხლი 6🔗 1. ამ დადგენილების  პირველი,  მე-2 და მე-5 მუხლების  გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, თუ ამით არ უარესდება საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და საავტომობილო გზის ხილვადობა, აგრეთვე საფრთხე არ ემუქრება ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. მუხლი 7🔗 1. გამოყოფილი ადგილები და განთავსების პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარია. მუხლი 8🔗 1. შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა; წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული  პასუხისმგებლობა. მუხლი 9🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2020  წლის  3 სექტემბრის №15 დადგენილება მუხლი 10🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი