ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გია ყანჩელის სახელობის არტოს ბაღში მდებარე საკონცერტო დარბაზისთვის ფოლკლორისტისა და ლოტბარის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№333
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016631
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/08/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №333

2021 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გია ყანჩელის სახელობის არტოს ბაღში მდებარე საკონცერტო დარბაზისთვის ფოლკლორისტისა და ლოტბარის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ჩუღურეთის რაიონში, გია ყანჩელის სახელობის არტოს ბაღში მდებარე საკონცერტო დარბაზს მიენიჭოს ფოლკლორისტისა და ლოტბარის ანზორ ერქომაიშვილის სახელი.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                          გიორგი ტყემალაძე