ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, შუა მინდვრის ქუჩის III ჩიხისთვის და მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის სპორტსმენის კოსტა მაისურაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 23.07.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №334
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016632
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.07.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ნატალია სამქანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩის II შესახვევის მონაკვეთისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნანა სამარგულიანის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ვასილ კოპცოვის ქუჩის მონაკვეთისთვის და ნავთლუღის VI შესახვევის მონაკვეთისთვის ვასილ კოპცოვის I და II ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, იუნკერთა ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ერთი ჩიხისთვის და ერთი გასასვლელისთვის ოფიცრის გენო ქარუმიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ბაგების სატყეო უბანში, ივანე მაჩაბლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის კინორეჟისორების შოთა და ნოდარ მანაგაძეების სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, შუა მინდვრის ქუჩის III ჩიხისთვის და მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის სპორტსმენის კოსტა მაისურაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №334
2021 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, შუა მინდვრის ქუჩის III ჩიხისთვის და მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის სპორტსმენის
კოსტა მაისურაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ვაკის რაიონში, შუა მინდვრის ქუჩის III ჩიხს და მასთან არსებულ უსახელო ქუჩას მიენიჭოს სპორტსმენის კოსტა მაისურაძის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე